საშვილოსნოს მილების გადაკეტვა ორსულობის თავიდან აცილების უკიდურესი ზომაა. გინეკოლოგების აზრით, კონტრაცეპციის ეს მეთოდი თავდაცვის ყველაზე სანდო საშუალებაა.
თუმცა, საშვილოსნოს მილების გადაკეტვა რეკომენდირებულია მხოლოდ იმ ქალებისათვის, რომლებიც სრულიად დარწმუნებულნი არიან, რომ მომავალში არ მოუნდებათ შვილის ყოლა.
ამ პროცედურასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ძნელია, რადგან დამდგარი შედეგის შეცვლა შეუძლებელია. პროცედურის ჩატარების შემდეგ ათასიდან მხოლოდ ხუთ შემთხვევაშია შესაძლებელი ბუნებრივი ჩასახვა.
ამიტომ, თუ პაციენტმა გადაწყვიტა ამგვარი ზომის მიღება, პროცედურა უნდა ჩატარდეს საუკეთესო აღჭურვილობის გამოყენებით CMC ჰოსპიტალის პერსონალის ყოვლისმომცველი სამედიცინო ზრუნვის ქვეშ.
როგორც ცნობილია, საშვილოსნოს მილები აკავშირებენ საკვერცხეს საშვილოსნოსთან. ფალოპიის მილებში კი ხდება განაყოფიერება. შესაბამისად, საშვილოსნოს მილები ძალიან დიდ როლს თამაშობს ორსულობასთან დაკავშირებულ საკითხებში.
შესაბამისად, თუ საშვილოსნოს მილები დაიბლოკება, კვერცხუჯრედი ვეღარ განაყოფიერდება და ორსულობაც არ დადგება.
სწორედ ეს არის საშვილოსნოს მილების გადაკეტვის არსი. ამიტომ ითვლება ეს მეთოდი ყველაზე სანდოდ არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად.
ჩვენებები საშვილოსნოს მილების გადაკეტვის პროცედურის დროს
საშვილოსნოს მილების გადაკეტვა ხორციელდება პაციენტის პირადი სურვილის საფუძველზე.
თუმცა, დსთ-ს უმეტეს ქვეყნებში, კანონი ამ პროცედურის ჩატარების უფლებას აძლევს მხოლოდ 35 წელს გადაცილებულ ქალებს მიუხედავად იმისა, ჰყავთ თუ არა მათ შვილები. მაგრამ ამ მითითებულ ასაკზე უფრო ახალგაზრდა ქალებსაც შეუძლიათ მილების გადაკეტვა, თუ მათ უკვე ჰყავთ გაჩენილი ორი შვილი.
ჩვენებათა ჩამონათვალში უნდა შედიოდეს ქალის მტკიცე გადაწყვეტილება, რომ აღარასოდეს მოუნდება შვილის ყოლა მომავალში.
ბუნებრივია, სამედიცინო ჩვენებებიც თამაშობს გარკვეულ როლს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ორსულობა მავნეა ქალის ჯანმრთელობისათვის.
პროცედურის ჩატარების საფუძველი შეიძლება გახდეს ინფექციური, ან რაიმე სერიოზული მემკვიდრეობითი დაავადება, რაც შესაძლებელია ნაყოფს მემკვიდრეობით გადაეცეს.
მნიშვნელოვანია აგრეთვე სწორად შეირჩეს პროცედურის ჩატარების დრო. დროის შერჩევა ინდივიდუალური მახასიათებლების საფუძველზე ხდება.
პაციენტი უნდა მოემზადოს ოპერაციისათვის:
- ჩაიტაროს გამოკვლევა;
- ჩააბაროს სისხლისა და შარდის ანალიზი;
- საშოს ნაცხი;
- სისხლის ბიოქიმიური ანალიზი;
- ელექტროკარდიოგრაფია;
- მენჯის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა;
- სისხლის ანალიზი აივ ინფექციაზე;
- უნდა მოხდეს სიფილისისა და ჰეპატიტის გამორიცხვა;
- პროცედურა უნდა ჩატარდეს მენსტრუალური ციკლის დასრულების შემდეგ ან გართულების გარეშე ჩატარებული მშობიარობიდან 6 კვირაში.
უკუჩვენებები
აღნიშნული მეთოდის მთავარი უკუჩვენება არის ძლიერი ანთება, რომლის არსებობის შემთხვევაშიც პროცედურის ჩატარება შეუძლებელი გახდება.
როგორც წესი, ანთებას თან ახლავს შეშუპება და მილის გადიდება, ამგვარ პირობებში კი შეუძლებელია ლიგატურის დამაგრება (ძაფი, რომელიც გამოიყენება გადაკეტვის დროს).;
გარდა ამისა, პროცედურის ჩატარება ანთების დროს ქმნის მუცლის ღრუს ინფიცირების რისკს და პერიტონიტის განვითარების შესაძლებლობას.
უკუჩვენებების რიცხვს აგრეთვე მიეკუთვნება:
- ორგანიზმში არსებული ინფექციური დაავადებები;
- გულსისხლძარღვთა პათოლოგიები;
- სიმსივნური პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს მცირე მენჯის ღრუში;
- შაქრიანი დიაბეტი;
- გაცხიმოვნება, სიმსუქნე;
- მიდრეკილება სისხლდენის მიმართ;
- მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებები.? თუ შეხორცებები?
საშვილოსნოს მილების გადაკეტვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ უკუჩვენებების სრული აღმოფხვრისა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ.
ოპერაციის შემდგომი დიაგნოსტიკა
პოსტოპერაციული დიაგნოსტიკის ჩატარების საუკეთესო ადგილია CMC ჰოსპიტალი. სწორედ აქ გამოიყენება კვლევითი მეთოდების უდიდესი სპექტრი, რომელიც მოიცავს ლაპარასკოპიას, ჰისტეროგრაფიას, ქრომოსუბაციას და სხვ.
გინეკოლოგიურ ჯანმრთელობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქალის ცხოვრებაში, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკის პროცესში მხოლოდ თანამედროვე დანადგარების გამოყენება.
CMC ჰოსპიტალში გარანტირებულია გამოკვლევის ჩატარების ხელმისაწვდომობა, შეხორცებების ფორმირების დაბალი რისკი, ოპერაციისშემდგომი ნაწიბურების არ არსებობა და სწრაფი რეაბილიტაცია.
ცენტრის თანამედროვე აღჭურვილობა ინოვაციურია და ისეთი თანამდევი მოვლენების თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლევა, როგორიცაა ნებისმიერი სახის ტკივილი, სისუსტე, თავბრუსხვევა, გულისრევა, სპაზმები და მუცლის შებერილობა.
ამასთან, CMC ჰოსპიტალის პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ, გამორიცხულია პაციენტებში ანთებითი პროცესების განვითარება.
ოპერაცია და საშვილოსნოს მილების გადაკეტვა
საშვილოსნოს მილების გადაკეტვა ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი ოპერაცია, ოპერაციის წინ საჭიროებს გამოკვლევების ჩატარებას.
მას შემდეგ, რაც არ დადგინდება არანაირი უკუჩვენება, სპეციალისტი ამოირჩევს რომელიმე გარკვეულ მეთოდს.
არსებობას საშვილოსნოს მილების გადაკეტვის რამდენიმე სცენარი, თუმცა მათგან ძირითადია:
ლაპარასკოპიული ოპერაცია
ა) ტარდება, როგორც ჩვეულებრივი ლაპარასკოპია ან მინი-ლაპარატომია;
ბ) ნებისმიერი ოპერაცია ტარდება ანესთეზიის ქვეშ, კონკრეტულ ტიპს ირჩევს თვითონ პაციენტი;
გ) ხვრეტენ ბოქვენის ძვალს, საიდანაც შეჰყავთ ერთი ენდოსკოპი და რამდენიმე სპეციალური მაკონტროლებელი ბერკეტი;
დ) შემდეგ, მუცლის ღრუში შეჰყავთ ნახშირბადის დიოქსიდი ხილვადობის გასაუმჯობესებლად, რის შემდეგაც ხდება ფალოპიური მილებეს დახურვა ან ბეჭდით გადაკეტვა (აგრეთვე ეძახიან ფლიპს);
ე) მინი-ლაპაროტომიის დროს არ რჩება 4 სანტიმეტრზე დიდი ზომის ნაკერი. აგრეთვე, ამ ოპერაციის დროს მილის ნაწილი ილუქება.
როგორც წესი, საშვილოსნოს მილების გადაკეტვა ითვლება კონტრაცეფციის შეუქცევად მეთოდად. თუმცა, დღეისათვის შესაძლებელია მისი შექცევადობაც და სურვილის შემთხვევაში, პაციენტს შეუძლია იმშობიაროს.
ოპერაციის ჩასატარებლად საჭიროა მცირე მენჯის ღრუსთან წვდომა, რაც ლაპარატომიის დროს ხდება მუცლის წინა კედლიდან, საშოდან ან საშვილოსნოს უკანა კედლის გაკვეთით.
რომელ გზას აირჩევს ექიმი უცნობია, რადგან ტექნიკა შეირჩევა ინდივიდუალურად.
ოპერაციის ხანგრძლივობა დაახლოებით ერთი საათია. თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები კი საშუალებას იძლევა ოპერაცია ჩატარდეს დღის სტაციონარის ფარგლებში. ასე რომ, პაციენტს შეუძლია იმდღესვე გაეწეროს.
ახდენს თუ არა გავლენას ოპერაცია ჰორმონალურ ფონზე?
საშვილოსნოს მილების გადაკეტვის ოპერაცია არანაირ გავლენას არ ახდენს პაციენტის ჰორმონალურ ფონზე. უფრო მეტიც, ეს კონტრაცეფციის ერთადერთი მეთოდია, რომელიც არ ახდენს გავლენას ჰორმონალურ მდგომარეობაზე.
ოპერაცია აგრეთვე არ ახდენს გავლენას პაციენტის ჯანმრთელობაზე, (თუკი ის ჩატარებულია თანამედროვე აღჭურვილობის გამოყენებით) ლიბიდოზე, ხასიათსა და მეტაბოლიზმზე.
ქალური ჰორმონები გამოიყოფა ისევ ისე, როგორც მანამდე, რამდენადაც საშვილოსნოს მილები არ არის ჩართული ჰორმონების გამომუშავებაში.
ესტროგენები რჩება ნორმაში, არ ეცემა, იმიტომ, რომ სისხლს ისევ მიეწოდება ჰორმონები საკვერცხეებიდან.
საშვილოსნოს მილების გადაკეტვის პროცედურის ერთ-ერთი უპირატესობა სწორედ ისაა, რომ იგი არ ახდენს გავლენას პაციენტის ჰორმონალურ მდგომარეობაზე.
გარდა ამისა, აღნიშნული ოპერაციის უპირატესობას წარმოადგენს ისიც, რომ მისი ჩატარების შემთხვევაში აღარ არის საჭირო ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღების კონტროლი, 100%-იანი ეფექტურობა და დანამატების ? ანთების რისკის შემცირება.
პოსტოპერაციული პერიოდი
საშვილოსნოს მილების გადაკეტვა არ ტოვებს მნიშვნელოვან კვალს ადამიანის ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, გართულებები ჩნდება იშვიათად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპერაცია ჩატარდა არასწორად.
კარგად ჩატარებული ოპერაციის შემთხვევაში გართულებები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ნარკოზთან ან პაციენტის ორგანიზმის განსაკუთრებულ თავისებურებებთან.
ამბულატორიულად ჩატარებულ ოპერაციას შესაძლოა მოჰყვეს შემდეგი გართულებები:
- სპაზმური ტკივილი მუცლის ქვედა არეში (მენსტრუალური ციკლის დაწყების დროისათვის არსებული ტკივილის მსგავსი);
- ნაწლავების გაღიზიანება, მეტეორიზმი, თავბრუსხვევა და ღებინება სტერილიზაციის ჩატარების შემდგომ პირველ დღეებში.
ლაპარასკოპიის პოსტოპერაციიულ პერიოდს თან ახლავს:
- ნაოპერაციები ადგილების ტკივილი;
- სისუსტე;
- ქაჩვითი ტკივილი მუცლის ქვედა არეში, რომლის გაყუჩებაც შესაძლებელია ანესთეტიკების საშუალებით.
გარდა ამისა, პოსტოპერაციულ პერიოდს შესაძლოა თან ახლდეს შინაგანი სისხლდენა, საშვილოსნოს ინფექცია, ნაწლავური პერესტალტიკის აშლილობა, ქაჩვითი ტკივილები და სისხლიანი გამონადენი საშოდან.
თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, ამგვარი გართულებები ხდება უკიდურესად იშვიათ შემთხვევებში, ისიც უხარისხოდ ჩატარებული ოპერაციის შემდეგ.
სარეაბილიტაციო პერიოდი დაახლოებით ორი კვირა გრძელდება. ნაკერების დაჩირქების, მაღალი ტემპერატურის და სისხლდენის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ჭრილობების სწორი მოვლა, კონკრეტულად:
- არ შეიძლება ჭრილობების დასველება ნაკერების მოხსნამდე;
- ჭრილობები უნდა დამუშავდეს გელებითა და მალამოებით, მხოლოდ ნაწიბურების წარმოქმნის შემდეგ;
- არ შეიძლება გარუჯვა და აბანოებში და საუნებში სიარული ოპერაციის მომდევნო ორი თვის მანძილზე;
- არ შეიძლება ნაწიბურებზე ტანსაცმლით მექანიკური ზემოქმედება;
- არ შეიძლება სიმძიმის აწევა;
- აკრძალულია სქესობრივი ურთიერთობა.
პროცედურის ჩატარებიდან ორი კვირის შემდეგ აუცილებელია პაციენტი ეჩვენოს ექიმს გასასინჯად, რის შემდეგაც იგი დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულებრივ წესს.
ამის შემდეგ, პაციენტი ყოველწლიურად უნდა ეჩვენოს ექიმს გინეკოლოგიური დაავადებების პრევენციის მიზნით.