OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ბლოგპოსტი

ბლოგპოსტი

საკვერცხის კისტის მოცილება

22 იანვარი 2020
საკვერცხის კისტის მოცილება
საკვერცხის კისტა - გავრცელებული გინეკოლოგიური დაავადებაა, რომელთან შეჯახებაც შესაძლოა ნებისმიერ ქალს მოუწიოს. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ მთელს მსოფლიოში ქალთა 80% ასე თუ ისე აწყდება აღნიშნულ დაავადებას. ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმის შესახებ თუ რა არის საკვერცხის კისტა და რა შემთხვევაშია საჭირო მისი მოცილება.


რა არის საკვერცხის კისტა?

საკვერცხის კისტა კეთილთვისებიანი წარმონაქმნია, რომელიც სითხით, სისხლით ან ლორწოთია სავსე. კისტა ფორმირდება საკვერცხეების ზედაპირზე. საკვერცხეები წარმოადგენს ქალის წყვილ ორგანოს, რომელშიც ხდება რეპროდუქციული უჯრედების მომწიფება. საკვერცხეები აგრეთვე პასუხისმგებელნი არიან სქესობრივი ჰორმონების გამომუშავებაზე.

კისტის ზოგიერთი სახეობა არ წარმოადგენს საფრთხეს და გაიწოვება რამოდენიმე თვის განმავლობაში. ზოგიერთი კი პირიქით, სახიფათოა და შესაძლოა უშვილობის ან სიმსივნის გამომწვევი მიზეზიც კი გახდეს.


რატომ ჩნდება საკვერცხის კისტა?

საკვერცხის კისტის წარმოქმნა სხვა და სხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ძირითად მიზეზებს მიეკუთვნება:

  • ჰორმონალური დარღვევები;
  • მენსტრუალური ციკლის ადრე დაწყება;
  • აბორტები;
  • ანთება და ინფექციები;
  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა.

როგორია საკვერცხის კისტის სიმპტომები?

საკვერცხეზე კისტის არსებობის შესახებ შესაძლოა მიუთითებდეს:

  1. სისხლდენა საშვილოსნოდან, რომელიც არ არის დაკავშირებული მენსტრუაციასთან;
  2. მენსტრუალური ციკლის დარღვევა (ხანგრძლივობის ან ინტენსიურობის მხრივ, აგრეთვეცციკლის დაგვიანებით დაწყება);
  3. ქაჩვითი ან ყრუ ტკივილები მუცლის ქვედა არეში (შესაძლოა ტკივილი წარმოიშვას აგრეთვე სქესობრივი აქტის ან ფიზიკური დატვირთვის დროს);
  4. სისუსტე, გულის რევა;
  5. სისხლის მიმოქცევის გაძლიერება სარძევე ჯირკვლებში (ჯირკვლების ზომაში გაზრდა და ტკივილი, მშობიარობის შემდგომი რძის გადინების გამო);
  6. მუცლის მოცულობის გაზრდა (დიდი, კისტოზური სიმსივნის არსებობის დროს);
  7. მაღალი ტემპერატურა 38-39 გრადუსამდე;
  8. გახშირებული შარდვა;
  9. ზოგიერთ შემთხვევაში - წონაში მატება;
  10. მუცლის წინა კედლის დაჭიმულობა.

მცირე ზომის კისტებს, როგორც წესი, აღნიშნული სიმპტომები არ ახასიათებს.


საკვერცხის კისტის ტიპები

გამოყოფენ საკვერცხის კისტის რამოდენიმე ტიპს, მისი აგებულების და წარმოქმნის გზის მიხედვით.

  • ფუნქციონალური კისტა, რომელიც გამოხატულია ფოლეკულური კისტით ან ყვითელი სხეულის კისტით, რომელიც წარმოიქმნება ფოლეკულებისგან ან ყვითელი სხეულისგან;
  • დერმოიდული კისტა წარმოადგენს კეთილთვისებიან სიმსივნეს, რომლის შიგნითაც შესაძლოა იყოს ორგანიზმის ქსოვილები და უჯრედები, მაგალითად თმები ან ხრტილები;
  • ენდომეტრიული კისტა ჩნდება მაშინ, როდესაც საშვილოსნოს უჯრედები ხვდება საკვერცხეებში;
  • ცისტადენომა, კისტის იშვიათი სახეობაა, ე.ი კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც შესაძლოა გარდაიქმნას ავთვისებიანად;
  • მუცინოზური კისტა, რომელიც შედგენა ლორწოსგან, აღწევს დიდ ზომას და შესაძლოა გარდაიქმნას ავთვისებიანად.

როგორი შეიძლება იყოს გართულებები?

კისტა, როგორც წესი კეთილთვისებიანი წარმონაქმნია და არ საჭიროებს მკურნალობას, იმდენად, რამდენადაც თავისით ქრება. ზოგიერთ შემთხვევაში კისტა ჩნდება საკვერცხეში და შესაძლოა გადაიზარდოს ავთვისებიან სიმსივნეში.

კისტის ყველაზე უვნებელი სახეობაა ფუნქციონალური კისტა, რომელიც დამოუკიდებლად გაიწოვება. დერმოიდული კისტა, როგორც წესი არ არის საშიში. იშვიათ შემთხვევებში, წარმონაქმნი აღწევს დიდ ზომას და აწვება სხვა ორგანოებს. მუცინოზური კისტა წარმოადგენს დიდ საფრთხეს და მიდრეკილია ავთვისებიანად გარდაქმნისაკენ.

სხვა გართულებებს მიეკუთვნება კისტის გახეთქვა ან შემოგრეხვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პერიტონიტის განვითარება, ე.ი მუცლის ღრუს ანთება. საკვერცხის კისტამ შესაძლოა აგრეთვე გამოიწვიოს უნაყოფობა.


საკვერცხეების კისტის დიაგნოსტიკა

საკვერცხეების კისტის დიაგნოსტიკა იწყება გინეკოლოგის კაბინეტში, პაციენტის ვიზუალური დათვალიერებით. ექიმმა შესაძლოა აღმოაჩინოს, რომ საკვერცხეები გადიდებულია და დანიშნოს სხვა და სხვა ანალიზები. უმეტესწილად, სისხლის ანალიზი, რომელიც აჩვენებს ანთების არსებობას ან არ არსებობას.

ულტრაბგერითი გამოკვლევა დაავადების დეტალურად გამოკვლევის საშუალებას იძლევა, კერძოდ კი - კისტის დანახვისა და მისი ადგილმდებარეობის დადგენის. ლაპარასკოპიას შეუძლია არა მხოლოდ სიმსივნური წარმონაქმნის ვიზუალიზაცია, არამედ მასალის აღება, ე.წ ბიოფსიის ჩატარება. ბიოფსია გამოავლენეს კეთილვთვისებიანია წარმონაქმნი თუ ავთვისებიანი.

იმ შემთხვევებში, როდესაც კისტის მკურნალობა საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, ატარებენ კომპიუტერულ ტომოგრაფიას და მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიას. აღნიშნული გამოკვლევებით კისტის შესახებ დიდი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი, დაწყებული მისი სტრუქტურიდან, დამთავრებული მისი ზომებით.

კავკასიის მედიცინის ცენტრი პაციენტებს საკვერცხის კისტის დიაგნოსტიკას სთავაზობს. კლინიკა მდებარეობს თბილისში, თუმცა მასპინძლობს საერთაშორისო რეზიდენტებს. კლინიკის გინეკოლოგიურ განყოფილებაში მუშაობენ მაღალკვალიფიციური ექიმები, რომლებსაც შეუძლიათ სწრაფად და უმტკივნეულად ჩაგიტარონ დიაგნოსტიკა და დაგინიშნონ შესაფერისი მკურნალობა. ცენტრი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, რომელიც სანდო დიაგნოსტიკური შედეგების მიღების შესაძლებლობას იძლევა.


როდის არის საჭირო საკვერცხის კისტის მოცილება?

ქირურგიული ჩარევა ხდება მაშინ, როდესაც კისტის შემოგრეხვის ან გახეთქვის საშიშროება არსებობს. ჩირქის არსებობა კისტაში, ოპერაციის ჩატარების ერთ-ერთი მიზეზია.

ქირურგიული გზით საკვერცხის კისტის მოცილება ხდება იმ შემთხვევაში, თუ:

  • კისტა იზრდება ზომაში, არ გაიწოვება და არ რეაგირებს მედიკამენტურ მკურნალობაზე;
  • არსებობს კისტის ავთვისებიან სიმსივნედ გარდაქმნის რისკი;
  • წარმონაქმნი მდებარეობს საკვერცხის შიგნით;
  • კეთილთვისებიანი წარმონაქმნი არის დერმოიდული, მუცინოზური ან ენდომეტრიული კისტის სახეობა.

საკვერცხის კისტის მოცილების ოპერაციები

კისტასთან ერთად საკვერცხის დაზიანებული ნაწილის ამოკვეთას ეწოდება რეზექცია. საკვერცხის სრულ ამოკვეთას კი - ოვარიოექტომია. თუკი ქირურგიული ჩარევის დროს, ხდება საკვერცხის ამოკვეთა საშვილოსნო მილთან ერთად, ამგვარ ოპერაციას ადნექსექტომია ეწოდება.

საკვერცხის კისტის რეზექცია ტარდება მაშინ, როდესაც საჭიროა რეპროდუქციული ფუნქციის შენარჩუნება. თუკი საკვერცხის კისტას პაციენტი აღმოაჩენს მენოპაუზის პერიოდში, ოპერაცია შესაძლოა ატარებდეს უფრო მეტად რადიკალურ ხასიათს, ე.ი მოიაზრდებდეს საკვერცხის სრულ ამოკვეთას.

კისტის მოცილება შესაძლოა ჩატარდეს რამოდენიმე მეთოდით. მინიმალურ ინვაზიურ მეთოდს ეწოდება ლაპარასკოპია, ხოლო გაკვეთას- ლაპარატომია.


საკვერცხის კისტის ლაპარასკოპია

ოპერაციისათვის მომზადება მოიაზრებს პაციენტის სრულ გამოკვლევას. კონკრეტულად რომელი ანალიზების ჩატარებაა აუცილებელი, წყვეტს მკურნალი ექიმი. როგორც წესი, გამოკვლევა მოიცავს სისხლის ანალიზს, ულტრაბგერით გამოკვლევას, ფლუოროგრაფიას, რეზუს ფაქტორის და სისხლის ჯგუფის დადგენას, აგრეთვე ანალიზს ინფექციების არსებობის დასადგენად.

ლაპარასკოპიის დროს ქირურგი აკეთებს რამოდენიმე ჭრილობას პაციენტის მუცელზე და შეყავს ლაპარასკოპი. ხელსაწყოს დამაგრებული აქვს გამადიდებელი ლინზები და კამერა, რომლის გამოსახულებაც გადაეცემა მონიტორზე. ექიმი კვეთს იმ საკვერცხის ნაწილს, სადაც არის კისტოზური წარმონაქმნი ან მთლიან საკვერცხეს და ჭრილიდან გამოაქვს ამოკვეთილი ნაწილები. პროცედურის ხანგრძლივობა წარმოადგენს საათზე ნაკლებს, ქირურგიული ჩარევა ხორციელდება ნარკოზის ქვეშ.

საკვერცხის კისტის მოცილება ტარდება ჩვეულებრივი გზით, ე.ი მუცლის გაკვეთით. ლაპარატომიისგან განსხვავებით, ლაპარასკოპია ქსოვილებისა და სისხლძარღვების ტრავმატიზირების მინიმიზაციის საშუალებას იძლევა, აგრეთვე ამცირებს რეაბილიტაციის პერიოდს და ოპერაციის შემდგომი გართულებების რისკს.

პაციენტების რეაბილიტაციის პერიოდი ლაპარასკოპიული ოპერაციის შემდგომ მხოლოდ რამოდენიმე დღე გრძელდება. პირველი დღეების განმავლობაში პაციენტები უჩივიან ქაჩვით და მწვავე ტკივილებს, რომელიც დროთა განმავლობაში გადის. ქირურგიული ჩარევის შემდგომ რამოდენიმე საათში პაციენტებს უკვე შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილება პალატაში. პაციენტებს ენიშნებათ დიეტა, ხდება მათი ნაკერების დამუშავება, სამედიცინო პერსონალი აკონტროლებს პაციენტის მდგომარეობას, რომელსაც გადატანილი აქვს ოპერაცია. როგორც წესი, პაციენტების გაწერა ხდება ერთ კვირაზე ნაკლებში. ნაკერების მოხსნა კი კლინიკიდან გაწერის შემდგომ.

არ არის რეკომენდირებული კისტის მოცილების ოპერაციის შემდგომ ორსულობის მალევე დაგეგმვა. ხანდახან პაციენტებს ენიშნებათ ჰორმონალური პრეპარატები ქირურგიული ჩარევის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში, უკეთესია ორსულობის გადადება მკურნალობის დამთავრებამდე. თუკი ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და პაციენტს არ აქვს გართულებები, ორსულობის დაგეგმვა შესაძლებელია უკვე პირველივე მენსტრუალური ციკლის შემდეგაც.

საკვერცხის კისტის ლაპარასკოპიული მეთოდით მოცილება ქირურგისგან აკურატულობას და პროფესიონალიზმს მოითხოვს. კავკასიის მედიცინის ცენტრში ლაპარასკოპიული ოპერაციები 24 საათის განმავლობაში ტარდება. მედიცინის ცენტრის ექიმები წარმოადგენს კლინიკის სიამაყეს. მრავალმა მათგანმა სამუშაო გამოცდილება დააგროვა საზღვარგარეთ. გინეკოლოგიურ განყოფილებას ხელმძღვანელობს რუსეთისა და ევროპის გინეკოლოგ-ენდოსკოპისტების ასოციაციების წევრი, სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორი ვადიმ ხატიაშვილი.

კავკასიის მედიცინის ცენტრი რეგიონალური ლიდერია ჯანდაცვის სფეროში. კლინიკა პაციენტებს სთავაზობს დიაგნოსტიკურ და სამკურნალო მომსახურებას ხელმისაწვდომ ფასად. აქ პაციენტებს უწევენ მხარდაჭერას მკურნალობის ყველა ეტაპზე, მათ შორის კლინიკიდან გაწერის შემდეგაც. იმ პაციენტების შეფასებები, რომლებმაც ჩაიტარეს მკურნალობა მედიცინის ცენტრში, შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს საიტზე.

სხვა ბლოგები

სიცოცხლის რიტმი: რა უნდა ვიცოდეთ გულის არითმიის შესახებ?
იხილეთ მეტი
სიცოცხლის რიტმი: რა უნდა ვიცოდეთ გულის არითმიის შესახებ?
18 ივლისი 2024
არითმია, ანუ არარეგულარული გულისცემა, გულის ნორმალური რიტმის ნებისმიერი ტიპის დარღვევას ეწოდება. ფიზიოლოგიურად გულისცემის სიხშირე შეიძლება გაიზარდოს ფიზიკური აქტივობის შესაბამისად ან შემცირდეს მოსვენებისა და ძილის დროს. ასევე, გულისცემის გამოტოვების იშვიათი შეგრძნება, უმეტესწილად არ უკავშირდება პათოლოგიურ ცვლილებებს, თუმცა, ხშირი არარეგულარული რითმი ძირითადად მიგვანიშნებს არითმიებზე, რა დროსაც გულისცემის პათოლოგიური ცვლილების გამო, ორგანოები ვერ მარაგდება საკმარისი რაოდენობის სისხლით.
 ყველაფერი, რაც მუხლის ჯანმრთელობის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
იხილეთ მეტი
ყველაფერი, რაც მუხლის ჯანმრთელობის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
20 ივნისი 2024
ყველაფერი, რაც მუხლის ჯანმრთელობის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
იხილეთ მეტი
პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
21 თებერვალი 2024
„შუქი ჩაქრა, თვალებზე ფარდა ჩამომეფარა... გონება ბოლომდე შევინარჩუნე, ექიმებმა ხელოვნურ კომაში გადამიყვანეს“... თავის ისტორიას ეთო ბერიშვილი გვიყვება, ჩვენი 35 წლის პაციენტი, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად თავის ტვინის იშემიური ინსულტი 2020 წლის 14 თებერვალს განუვითარდა.