OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ბლოგპოსტი

ბლოგპოსტი

საკვერცხის გამსკდარი კისტის მკურნალობა

02 მარტი 2020
საკვერცხის გამსკდარი კისტის მკურნალობა
ხშირად სხვადასხვა ასაკის ქალები აწყდებიან ისეთ პრობლემას, როგორიცაა საკვერცხის გამსკდარი კისტა - ბუშტის ფორმის, სითხის შიგთავსის მქონე პათოლოგიური წარმონაქმნი. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ უმრავლეს შემთხვევაში საკვერცხის კისტა არ არის სახიფათო და თავისით ქრება. სხვა შემთხვევებში, მათ შორის კისტის გასკდომის შემთხვევაშიც, შესაძლოა კისტამ სახიფათო შედეგების პროვოცირება გამოიწვიოს. ასეთ დროს, აღნიშნული ტიპის პრობლემის მქონე ქალები საჭიროებენ საკვერცხის გამსკდარი კისტის დაუყოვნებლივ მკურნალობას.

როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ექიმებისათვის დროულად მიმართვისა და კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა თავიდან იქნეს აცილებული ნეგატიური ზემოქმედება ორგანიზმზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ქალის რეპროდუქციულ ჯანმრთელობას ეხება. გამსკდარი კისტის პირველადი თვითდიაგნოსტიკისათვის საჭიროა ვფლობდეთ ძირითად ინფორმაციას აღნიშნული პათოლოგიის შესახებ, რათა სწორად, და რაც მთავარია, დროულად შევამჩნიოთ პრობლემა და დაუყოვნებლივ მივმართოთ სამედიცინო ცენტრს კონსულტაციისათვის. ამ სტატიაში თქვენ გაიგებთ, თუ რა არის კისტის გახეთქვის მიზეზი და გაეცნობით აღნიშნული პათოლოგიის სიმპტომებს. ასევე მიიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ მკურნალობისა და დიაგნოსტიკის რა მეთოდებს იყენებენ თანამედროვე სამედიცინო დაწესებულებები საზღვარგარეთ.


საკვერცხის კისტის გახეთქვის მიზეზები

საკვერცხის კისტის წარმოქმნისა და მისი გახეთქვის მიზეზები ჯერ ბოლომდე განსაზღვრული არ არის. კისტის გაჩენას უკავშირებენ პაციენტის ჰორმონალურ დისბალანსს, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კისტის ზოგიერთი სახეობა არ არის სახიფათო და შესაძლოა თავისითაც გაიწოვოს, მენსტრუალური ციკლის მიხედვით.

რაც შეეხება კისტის სახიფათო სახეობებს, მათ შორის ფუნქციონალურ სიმსივნეებს (ფოლიკულური კისტის და ყვითელი სხეულის კისტის ჩათვლით), რომლებიც როგორც წესი, მიდრეკილია გახეთქვისკენ, მათში გამოყოფენ გარეგან და შინაგან ფაქტორებს, რის გამოც ხდება საკვერცხის კისტის გახეთქვა. მოდი, დეტალურად განვიხილოთ თითოეული კატეგორია.

საკვერცხის კისტის გახეთქვის შინაგანი მიზეზი შესაძლოა იყოს ის ფაქტორები, რომლებიც ზრდიან მუცლის შიდა წნევას, კონკრეტულად კი:

  • ხშირი სპორტული აქტივობა;
  • დიდი ფიზიკური დატვირთვა;
  • ხშირი სქესობრივი აქტები, ან აქტიური სქესობრივი აქტი;
  • მუცლის ტრავმა.
შინაგანი მიზეზებიდან სპეციალისტები გამოყოფენ შემდეგს:

  • ჰორმონალური დისბალანსი;
  • ანთებითი პროცესი ორგანიზმში;
  • გინეკოლოგიური დაავადებების არსებობა;
  • მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებული პრობლემები.

თუ თქვენ უკვე ჩატარებული გაქვთ საკვერცხის კისტის დიაგნოსტიკა, ყურადღება მიაქციეთ თქვენს ორგანიზმს, რათა თავიდან აიცილოთ კისტის გახეთქვა.


საკვერცხის კისტის გახეთქვის სიმპტომები და ნიშნები

საკვერცხის კისტა შეიძლება გასკდეს დღისა და ღამის ნებისმიერ მომენტში, ეს ხდება ძალიან სპონტანურად და, როგორც წესი, ახლავს უეცარი, ინტენსიური ტკივილი მუცლის ქვედა (ე.წ „ბასრი ტკივილი“) და მენჯის ღრუს არეში (შესაძლოა, აგრეთვე, ტკივილი აღინიშნებოდეს წელისა და თეძოს შიგნითა ნაწილში). სხვა სიმპტომებიდან, სპეციალისტები გამოყოფენ შემდეგს:

  • გონების დაკარგვა მწვავე ტკივილის გამო;
  • თავბრუსხვევა;
  • სიფერმკრთალე და გალურჯება;
  • დაბალი არტერიული წნევა;
  • მაღალი ტემპერატურა;
  • გახშირებული პულსაცია - სისხლის დაკარგვის ნიშნები;

კისტის გასკდომას ახლავს სისხლდენა მუცლის არეში, სწორედ ამიტომ ზემოაღნიშნული სიმპტომების გაჩენისთანავე აუცილებელია დაუყოვნებლივ გამოიძახოთ სპეციალისტი და ჩაიტაროთ შემდგომი დიაგნოსტიკა. მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო დახმარების გაწევამდე მაქსიმალურად შეამციროთ ფიზიკური დატვირთვა, რადგანაც სისხლდენამ შესაძლოა სერიოზული შედეგები იქონიოს ორგანიზმზე.


საკვერცხის გამსკდარი კისტის დიაგნოსტიკის მეთოდები

თუ გრძნობთ მწვავე ტკივილს მუცლის არეში და გგონიათ, რომ კისტა გაგისკდათ (მიუხედავად იმისა, ჩაუტარებიათ თუ არა ადრე თქვენთვის მისი დიაგნოსტირება), დაუყოვნებლივ მიმართეთ სპეციალისტებს. CMC ჰოსპიტალის ექიმები ყოველთვის დროულად და მაქსიმალური სიზუსტით ატარებენ პაციენტის მდგომარეობის დიაგნოსტიკას საკვერცხის კისტის სავარაუდო გახეთქვის შემთხვევაში და ნიშნავენ მკურნალობის ინდივიდუალურ სქემას საერთო კლინიკურ სურათზე დაყრდნობით.

ექიმი გინეკოლოგები CMC ჰოსპიტალში პაციენტის მდგომარეობის დიაგნოსტიკას ატარებენ რამდენიმე ეტაპად. უპირველეს ყოვლისა, მკურნალი ექიმი ითხოვს ავადმყოფობის ისტორიასა და სიმტპომების შესახებ ინფორმაციას. აუცილებლად აცნობეთ მას, თუ იცით, რომ ადრე დადგენილი გქონდათ საკვერცხის კისტა. ამის შემდეგ, შემოგთავაზებენ გასინჯვას, რომლის დროსაც კისტის გახეთქვის დიაგნოზი დადასტურდება იმ შემთხვევაში, თუ:

  • სახეზეა ტკივილი საკვერცხის მიდამოში და ამასთან, ექიმი დაადგენს სქელი წარმონაქმნის არსებობას, რომელსაც აქვს მრგვალი ან უსწორმასწორო ფორმა;
  • სახეზეა მუცლის არეში სისხლის ან კისტის შიგთავსის მოხვედრის მაჩვენებლები;
  • სახეზეა ტკივილი საშოს უკანა ნაწილის დათვალიერების დროს;
  • ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს აღინიშნება სისხლი მუცლის ღრუში.

საკვერცხის გამსკდარი კისტის მკურნალობა CMC ჰოსპიტალში

თუ თქვენ დაგისვეს საკვერცხის გამსკდარი კისტის რთული ფორმის დიაგნოზი, შესაძლოა დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება და აუცილებელი ჰოსპიტალიზაცია. ასეთ შემთხვევაში, CMC ჰოსპიტალის ექიმი-გინეკოლოგები გთავაზობენ საკვერცხის გამსკდარი კისტის მკურნალობის შემდეგ მეთოდებს:

  • სამედიცინო პრეპარატები, ჰორმონალური, ანთების საწინააღმდეგო და გონადოტროპინის საწინააღმდეგო საშუალებების ჩათვლით (დამოკიდებულია ავადმყოფობის კლინიკურ სურათზე);
  • პულსისა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაჩვენებლების მონიტორინგი;
  • სისხლის ანალიზი ერითროციტების დონის მონიტორინგის მიზნით;
  • განმეორებითი ულტრაბგერითი გამოკვლევა მუცლის ღრუში ხელახალი სისხლდენის სიმპტომების არსებობის შესამოწმებლად.

თუ მუცლის ღრუში აღმოჩენილია სისხლდენა, თქვენმა ექიმმა CMC ჰოსპიტალში შესაძლოა დანიშნოს ოპერაცია. როგორც წესი, ეს არის ლაპარასკოპია. ექიმი აკეთებს მცირე ზომის ნასერებს მუცელზე, სანამ თქვენ ნარკოზის ქვეშ იმყოფებით. გარკვეული ინსტრუმენტების დახმარებით იგი აღნიშნული ჭრილობებიდან აკონტროლებს სისხლდენას და წმენდს შედედებულ სისხლის კოლტებს ან გამსკდარი კისტიდან დაღვრილ სითხეს. შემდგომ, CMC ჰოსპიტალის ექიმს შეუძლია ამოკვეთოს კისტა, ან მთლიანი საკვერცხე (ძლიერი სისხლდენის დროს, როდესაც ვერ ხერხდება ორგანოს შენარჩუნება).


საკვერცხის კისტის გახეთქვის თანმდევი მოვლენები

CMC ჰოსპიტალის სპეციალისტებს ყოველთვის ინდივიდუალური მკურნალობის მიდგომები აქვთ თითოეულ კონკრეკტულ შემთხვევაში, რაც ეხმარება მათ საკვერცხის კისტის გახეთქვის არასასიამოვნო მოვლენების თავიდან აცილებაში. ისინი ყოველთვის ირჩევენ მკურნალობის ყველაზე შესაფერის მეთოდს და მაქსიმალურად უნარჩუნებენ ფუნქციას დაზიანებულ საკვერცხეს.

მიუხედავად ამისა, დაგვიანებული დიაგნოსტიკის და მკურნალობის ჩაუტარებლობის შემთხვევაში, შესაძლოა სერიოზული ზიანი მიადგეს ქალის ორგანიზმს და მის რეპროდუქციულ ჯანმრთელობას, როგორიცაა:

  • სისხლში ჰემოგლობინის დონის შემცირებით გამოწვეული ანემია;
  • საკვერცხის ქირურგიული მოცილება;
  • პერიტონიტი - ჩირქოვანი ანთება მუცლის ღრუში;
  • სეფსისი;
  • უნაყოფობა;
  • გარე ორსულობა.

საკვერცხის კისტის გახეთქვის ასეთი შედეგები საკმაოდ სახიფათოა ქალის ჯანმრთელობისთვის. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ აღნიშნული შედეგით, როგორც წესი, მთავრდება მხოლოდ საკვერცხის კისტის გახეთქვის მიშვებული მდგომარეობა, რომლის არც დიაგნოსტიკა ჩატარებულა დროულად და არც მკურნალობა. სხვა დანარჩენ შემთხვევებში შესაძლებელია ამ ყველაფრის თავიდან აცილება.


საკვერცხის კისტის განმეორებითი გახეთქვის პროფილაქტიკა

საყურადღებოა, რომ პათოლოგიის ხელმეორედ გაჩენის თავიდან აცილების გარანტია არ არის ის ფაქტი, რომ ადრე ჩაგიტარებიათ საკვერცხის კისტის დიაგნოსტიკა, ან თუნდაც, გახეთქილი კისტის შემთხვევაში დროულად მიგიღიათ სამედიცინო დახმარება და გახეთქვას არანაირი ნეგატიური შედეგი არ მოჰყოლია. თუ მიდრეკილი ხართ მსგავსი პათოლოგიებისადმი, გირჩევთ მაქსიმალური ყურადღება მიაქციოთ თქვენს ორგანიზმს და მასში მომხდარ ცვლილებებს. დაეჭვების ან შფოთვის არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

CMC ჰოსპიტალის სპეციალისტები მსგავსი პრობლემების მქონე პაციენტებს ურჩევენ გაიარონ გეგმიური შემოწმება გინეკოლოგთან სულ ცოტა წელიწადში ორჯერ მაინც, რაც მათ საშუალებას მისცემს დროულად აღმოაჩინონ საკვერცხის კისტის არსებობა და თავიდან აიცილონ მისი გახეთქვა. პათოლოგიის პრევენციის მიზნით ასევე რეკომენდებულია:

  • აქტიური ცხოვრებით ცხოვრება;
  • სწორი და დაბალანსებული კვება;
  • ზომიერების ფარგლებში სპორტით დაკავება;
  • აქტიური სქესობრიცი ცხოვრება.

ამ მარტივი წესების დაცვით თქვენ შეძლებთ ჯანმრთელობის შენარჩუნებას მრავალი წლის განმავლობაში.

სხვა ბლოგები

სიცოცხლის რიტმი: რა უნდა ვიცოდეთ გულის არითმიის შესახებ?
იხილეთ მეტი
სიცოცხლის რიტმი: რა უნდა ვიცოდეთ გულის არითმიის შესახებ?
18 ივლისი 2024
არითმია, ანუ არარეგულარული გულისცემა, გულის ნორმალური რიტმის ნებისმიერი ტიპის დარღვევას ეწოდება. ფიზიოლოგიურად გულისცემის სიხშირე შეიძლება გაიზარდოს ფიზიკური აქტივობის შესაბამისად ან შემცირდეს მოსვენებისა და ძილის დროს. ასევე, გულისცემის გამოტოვების იშვიათი შეგრძნება, უმეტესწილად არ უკავშირდება პათოლოგიურ ცვლილებებს, თუმცა, ხშირი არარეგულარული რითმი ძირითადად მიგვანიშნებს არითმიებზე, რა დროსაც გულისცემის პათოლოგიური ცვლილების გამო, ორგანოები ვერ მარაგდება საკმარისი რაოდენობის სისხლით.
 ყველაფერი, რაც მუხლის ჯანმრთელობის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
იხილეთ მეტი
ყველაფერი, რაც მუხლის ჯანმრთელობის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
20 ივნისი 2024
ყველაფერი, რაც მუხლის ჯანმრთელობის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
იხილეთ მეტი
პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
21 თებერვალი 2024
„შუქი ჩაქრა, თვალებზე ფარდა ჩამომეფარა... გონება ბოლომდე შევინარჩუნე, ექიმებმა ხელოვნურ კომაში გადამიყვანეს“... თავის ისტორიას ეთო ბერიშვილი გვიყვება, ჩვენი 35 წლის პაციენტი, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად თავის ტვინის იშემიური ინსულტი 2020 წლის 14 თებერვალს განუვითარდა.