OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ბლოგპოსტი

ბლოგპოსტი

საკვერცხის ენდომეტრიული კისტა

05 მარტი 2020
საკვერცხის ენდომეტრიული კისტა
საკვერცხის ენდომეტრიული კისტა ენდომეტრიოზის სახელით ცნობილი დაავადების შემადგენელი ნაწილია. საშვილოსნო არის ის ადგილი, სადაც ორსულობის დროს იზრდება ნაყოფი, იგი გარშემორტყმულია სპეციალური ქსოვილით (ენდომეტრიუმით). ენდომეტრიოზი არის დაავადება, რომლის დროსაც, საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის მსგავსი ქსოვილი ორგანიზმის სხვა ადგილებში იწყებს გავრცელებას. ამ ქსოვილების მონაკვეთებს „იმპლანტატები“, „კვანძები“ ან „დაზიანებები“ ეწოდება და ყველაზე ხშირად გვხვდება:

  • საკვერცხეებზე ან მათ ქვემოთ;
  • საშვილოსნოს მილებში, რომლებსაც გადააქვთ კვერცხუჯრედები საკვერცხეებიდან საშვილოსნოში;
  • საშვილოსნოს უკან;
  • იმ ქსოვილებზე, რომლებიც აფიქსირებს საშვილოსნოს;
  • ნაწლავსა ან შარდის ბუშტზე;
  • იშვიათ შემთხვევებში ქსოვილი შეიძლება იზრდებოდეს ფილტვებზე ან სხეულის სხვა ნაწილებზე.

ბოლო წლებში საკვერცხის ენდომეტრიული კისტის მკურნალობისადმი მიდგომა საგრძნობლად შეიცვალა, განსაკუთრებით, რეციდივისკენ მიდრეკილი ენდომეტრიოზის შემთხვევაში. მკურნალობა ორიენტირებულია რეპროდუქციული უნარის შენარჩუნებასა და უშვილობის მკურნალობაზე.


გამომწვევი მიზეზები

  • ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა;
  • საშვილოსნოს დიაგნოსტიკური კერტაცია;
  • გენეტიკური მიკუთვნებულობა;
  • ჰორმონალური ფონის დარღვევა;
  • საკვერცხეების, საშვილოსნოს და მილების ქრონიკული ანთებითი დაავადებები;
  • ვენერიული დაავადებები;
  • საშვილოსნოსშიდა სპირალის გამოყენება დიდი ხნის განმავლობაში;
  • ჭარბი წონა;
  • საშვილოსნოს ყელის არხის ფიზიოლოგიური მახასიათებლები, რომლებიც აფერხებენ მენსტრუალური სისხლის თავისუფალ დინებას;
  • სექსუალური აქტივობა მენსტრუალური ციკლის დროს.

ვინ შედის საკვერცხის ენდომეტრიული კისტით დაავადების რისკჯგუფში? პათოლოგია უმეტესად გვხდება 30-40 წლის ქალებში. თუმცა, შესაძლოა იგი დაემართოს ნებისმიერ ქალს, რომელსაც არ შეწყვეტია მენსტრუალური ციკლი. გარკვეული ფაქტორები ზრდის ან ამცირებს აღნიშნული პათოლოგიის განვითარების რისკს.

მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან ადამიანები:

  • რომელთა დედას, შვილს, ან დას დაუდგინეს აღნიშნული დაავადება;
  • რომლებსაც მენსტრუალური ციკლი დაეწყოთ 11 წლამდე ასაკში;
  • რომლებსაც აქვთ მოკლე მენსტრუალური ციკლი (27 დღეზე ნაკლები);
  • რომლებსაც აქვთ მენსტრუალური ციკლი ჭარბი სისხლდენით, რომელიც 7 დღეზე დიდ ხანს გრძელდება.

დაბალი რისკის ქვეშ იმყოფებიან ადამიანები:

  • რომლებსაც მენსტრუალური ციკლი დაეწყოთ გვიან, მოზარდობის პერიოდში;
  • რომლებიც უკვე იყვნენ ორსულად;
  • რომლებიც რეგულარულად არიან დაკავებული სპორტით და უთმობენ ვარჯიშს კვირაში 4 საათზე მეტს;
  • რომლებსაც ცხიმის ძალიან დაბალი მაჩვენებელი აქვთ ორგანიზმში.


სიმპტომები

  • ტკივილი წელის არეში;
  • ტკივილი მუცლის ქვედა არეში;
  • ტკივილი სექსუალური აქტის დროს;
  • ტკივილი მენსტრუალური ციკლის დროს;
  • ზოგადი სისუსტე;
  • გულისრევა;
  • აპათია;
  • მაღალი ტემპერატურა;
  • უშვილობა;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები.


საკვერცხის ენდომეტრიული კისტის დიაგნოსტიკა

დაავადებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა ჩაიტაროს გამოკვლევა გინეკოლოგთან. შესაძლოა საჭირო გახდეს სისხლის ანალიზი ონკომარკერებზე, ულტრაბგერითი გამოკვლევა და მენჯის ღრუს ორგანოების მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევაც. ქირურგიული ჩარევა რჩება ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკის ერთადერთ ზუსტ საშუალებად. თუმცა მკურნალმა ექიმმა უნდა გამოიკითხოს სიმპტომები და ავადმყოფობის ისტორია. ენდომეტრიოზის დიაგნოსტიკურ ოპერაციას ლაპარასკოპია ეწოდება. ოპერაციის დროს გამოიყენება ლაპარასკოპი - თხელი მილი, რომელსაც ბოლოში აქვს კამერა და სინათლის წყარო. ქირურგი მცირე ზომის ნასერს აკეთებს კანში და იქიდან შეყავს ხელსაწყო, შემდეგ მონიტორზე გამოსახული სურათის მიხედვით ატარებს დიაგნოსტიკას. შესაძლოა საჭირო გახდეს ბიოფსიის ჩატარება ქსოვილის ნიმუშის ასაღებად.


მკურნალობის მეთოდები

ენდომეტრიული კისტის სამკურნალო მედიკამენტი არ არსებობს, თუმცა არსებობს სიმპტომთა მკურნალობის მეთოდები. მკურნალი ექიმი არჩევს მკურნალობის ოპტიმალურ ვარიანტს გამოკვლევის პასუხებზე დაყრდნობით. ენდომეტრიოზით გამოწვეული ტკივილის დროს მკურნალობა გულისხმობს არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებლების მიღებას, როგორიცაა იბუპროფენი და, კონკრეტულად, ენდომეტრიოზის სამკურნალო მედიკამენტები. ზოგჯერ, ძლიერი ტკივილის არსებობის შემთხვევაში, ნიშნავენ ოპიოიდებსაც. გამოიყენება ჰორმონალური თერაპია, მათ შორის ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, პროგესტინების თერაპია და გონადოტროპინის გამათავისუფლებელი ჰორმონის (GnRH) აგონისტები. გონადოტროპინის გამათავისუფლებელი ჰორმონის აგონისტები იწვევს დროებით მენოპაუზას და გვაძლევს ენდომეტრიოზის ზრდის კონტროლის საშუალებას.

ქირურგიული მკურნალობა ძირითადი თერაპიული ვარიანტია. ყველაზე ეფექტური მკურნალობის მეთოდია რადიკალური პროცედურები, მათ შორის ადჰეიზიოზი, კისტის მოცილება მის კაფსულთან და ენდომეტრიოზის დარჩენილ კერებთან ერთად. ოპერაცია ტარდება ლაპარასკოპიული მეთოდით. მიუხედავად ამისა, მცირე ზომის კისტების მკურნალობა ქირურგიული მეთოდით არ ტარდება, განსაკუთრებით 35 წელს გადაცილებული პაციენტების შემთხვევაში. ქირურგიული მკურნალობა განიხილება უშვილობის შემთხვევაში, განსაკუთრებით ქალებში, რომლებმაც, მიუხედავად მცდელობისა, ვერ შესძლეს დაორსულება 1-1,5 წლის განმავლობაში, აგრეთვე იმ შემთხვევებში, როდესაც ექსტრაკორპორალური განაყოფიერება შეუძლებელია. გარდა ამისა, დიდი ზომის კისტები, რომელთა დიამეტრი 4 სმ.ზე მეტია, უნდა დამუშავდეს ქირურგიულად მათი გახეთქვის ან გადახლართვის რისკის გამო. ძირითადად, ოპერაცია ხორციელდება ლაპაროსკოპიული მეთოდით. ასევე, უფრო რთულ შემთხვევებში, ექიმებმა შეიძლება მიმართონ ჰისტერექტომიას - საშვილოსნოს ამოკვეთის ოპერაციას.


პროფილაქტიკა

რეციდივისკენ მიდრეკილი საკვერცხეების ენდომეტრიოზის დროს ყველაზე ეფექტური პროფილაქტიკური ღონისძიებაა ცალმხრივი ოვარექტომია კონტრარტერიალური საკვერცხის შენარჩუნებით. ასეთი პროცედურა უნდა განიხილებოდეს იმ პაციენტების შემთხვევაში, რომლებიც აღარ არიან დაინტერესებული მშობიარობით, ან აქვთ სხვა ენდომეტრიული კისტა იმავე საკვერცხეში. ფარმაკოთერაპიის როლი აღნიშნულ საკითხში საკმაოდ შეზღუდულია; ეს უნდა გაითვალისწინონ იმ პაციენტებმა, რომლებიც განიცდიან დიფუზური ენდომეტრიოზით გამოწვეულ ტკივილს.

თერაპიული აგენტები შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი ჯგუფებიდან: პრეპარატი ესტროგენ-პროგესტინი, ჰესტაგენები, პროგესტერონის ჩათვლით, მათ შორის ინტრაუტერიული სისტემები გამათავისუფლებლები და გონადოტროპინის გამათავისუფლებელი ჰორმონის აგონისტები. უშვილო ქალები რაც შეიძლება მალე უნდა დაორსულდნენ, ხოლო იმ პაციენტებში, რომლებიც არ არიან ორსულად და არიან 35 წელს გადაცილებულნი, არჩევანი ინ ვიტრო განაყოფიერებაზე უნდა გაკეთდეს.

სხვა ბლოგები

სიცოცხლის რიტმი: რა უნდა ვიცოდეთ გულის არითმიის შესახებ?
იხილეთ მეტი
სიცოცხლის რიტმი: რა უნდა ვიცოდეთ გულის არითმიის შესახებ?
18 ივლისი 2024
არითმია, ანუ არარეგულარული გულისცემა, გულის ნორმალური რიტმის ნებისმიერი ტიპის დარღვევას ეწოდება. ფიზიოლოგიურად გულისცემის სიხშირე შეიძლება გაიზარდოს ფიზიკური აქტივობის შესაბამისად ან შემცირდეს მოსვენებისა და ძილის დროს. ასევე, გულისცემის გამოტოვების იშვიათი შეგრძნება, უმეტესწილად არ უკავშირდება პათოლოგიურ ცვლილებებს, თუმცა, ხშირი არარეგულარული რითმი ძირითადად მიგვანიშნებს არითმიებზე, რა დროსაც გულისცემის პათოლოგიური ცვლილების გამო, ორგანოები ვერ მარაგდება საკმარისი რაოდენობის სისხლით.
 ყველაფერი, რაც მუხლის ჯანმრთელობის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
იხილეთ მეტი
ყველაფერი, რაც მუხლის ჯანმრთელობის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
20 ივნისი 2024
ყველაფერი, რაც მუხლის ჯანმრთელობის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
იხილეთ მეტი
პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
21 თებერვალი 2024
„შუქი ჩაქრა, თვალებზე ფარდა ჩამომეფარა... გონება ბოლომდე შევინარჩუნე, ექიმებმა ხელოვნურ კომაში გადამიყვანეს“... თავის ისტორიას ეთო ბერიშვილი გვიყვება, ჩვენი 35 წლის პაციენტი, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად თავის ტვინის იშემიური ინსულტი 2020 წლის 14 თებერვალს განუვითარდა.