OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ბლოგპოსტი

ბლოგპოსტი

საკვერცხეების კიბოს მკურნალობა

20 იანვარი 2020
საკვერცხეების კიბოს მკურნალობა
დღეისათვის საკვერცხეების კიბო ქალთა ონკოლოგიურ დაავადებათა შორის მეხუთე ადგილს იკავებს, ხოლო ონკოლოგიურად დაავადებულ ქალთა შორის სიკვდილიანობის მაჩვენებლის მიხედვით, სამწუხაროდ, იგი პირველ ადგილზეა. კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი, რაც ამ ავადმყოფობას უკავშირდება, ავადმყოფთა ასაკის გაახალგაზრდვებაა. უკანასკნელ წლებში ამ დიაგნოზს ხშირად უსვამენ 30 წლამდე ასაკის ქალებს. საკმაოდ მაღალია ალბათობა იმისა, რომ ადრეული დიაგნოსტირების შემთხვევაში მკურნალობა გამოიღებს დადებით შედეგს, წამყვანი ონკოლოგები და ქირურგები კი ხშირად სწორედ საზღვარგარეთ ატარებენ საჭირო მკურნალობასა და ოპერაციებს. წინამდებარე სტატიაში თავმოყრილია ძირითადი ფაქტები საკვერცხის კიბოს შესახებ, ამ დაავადების სიმპტომებთან და მკურნალობის ხელმისაწვდომ თანამედროვე მეთოდებთან ერთად.


საკვერცხეების კიბო. დაავადების გამომწვევი მიზეზები და სიმპტომები

საკვერცხეების კიბოს გაჩენის ძირითადი მიზეზი, როგორც ეს ონკოლოგიური დაავადების ბევრ სხვა სახეობაში ვიხილეთ, არის მემკვიდრეობითობა. დაავადების შემთხვევათა 9-10% სწორედ მემკვიდრეობითია. სხვა შემთხვევებში დაავადება ჩნდება სპორადულად, ანუ მისი გამომწვევი მიზეზები ყოველი პაციენტისათვის არის ინდივიდუალური. საკვერცხის კიბოს დიაგნოსტირების ძირითად სირთულეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ დაავადება შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდეს მკაფიოდ გამოხატული სიმპტომების გარეშე. როგორც წესი, საკვერცხის კიბოს ხილვადი ნიშნები მხოლოდ დაავადების მე-3 და მე-4 სტადიებზე ვლინდება შემდეგი სიმპტომების სახით:

  • სისხლდენა;
  • გახშირებული შარდვა;
  • ტკივილი მუცლის ქვედა და ზურგის არეში;
  • ყაბზობა;
  • მადის დაქვეითება;
  • უმიზეზო სისუსტე და გულის რევა;
  • მუცლის შებერილობა (ასციტი);
  • გართულებული სუნთქვა.
 
მაგრამ ზოგჯერ ეს სიმპტომებიც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ქალებმა მიმართონ გინეკოლოგს ან ონკოლოგს. პრობლემა ის არის, რომ საკვერცხეების კიბოს ამ სიმპტომებს ქალები მიიჩნევენ ხოლმე სხვა, ნაკლებად სახიფათო დაავადებების სიშნებად.


საკვერცხეების კიბო. 4 ძირითადი სტადია:

პირველი სტადია (I) ხასიათდება მხოლოდ საკვერცხეთა დაზიანებით:
  • IA - ასციტის გარეშე დაზიანებულია მხოლოდ ერთი საკვერცხე.
  • IB - ასციტის გარეშე დაზიანებულია ორივე საკვერცხე.
  • IC - ასციტთან ერთად ერთ-ერთი/ორივე საკვერცხის ზედაპირზე ფიქსირდება სიმსივნე.

მეორე სტადია (II). სიმსივნე ვრცელდება მენჯის ღრუში.
  • IIA - შეინიშნება სიმსივნეები ან/და მეტასტაზები საშვილოსნოსა და საშვილოსნოს მილებში.
  • IIB - შეინიშნება სიმსივნეები მენჯის სხვა ქსოვილებში.

მესამე სტადია (III). მეტასტაზები მუცლის ღრუში, ღვიძლზე, თირკმელებში, ინგოინურ, подзводшных, წელის ლიმფურ კვანძებსა და მუცლის ღრუს გარეთ არსებულ სხვა ორგანოებში.
  • IIIA - მეტასტაზები ზომით 1 სმ.-მდე რეტროპერიტონეალურ ლიმფურ კვანძებში;
  • IIIB - ინტრააბდომინალური ტიპის მეტასტაზები 2 სმ. ზომამდე, შესაძლოა, რეტროპერიტონეალურ მეტასტაზებთან ერთად;
  • IIIC - ინტრააბდომინალური ტიპის მეტასტაზები, რომლებიც ზომაში აღემატება 2 სმ.-ს, შესაძლოა იყოს რეტროპერიტონეალური მეტასტაზებიც და რეტროპერიტონეალური და ინგოინური კვანძების დაზიანება.

მეოთხე სტადია (IV). მეტასტაზები გავრცელებულია მენჯის ორგანოებისა და მუცლის ღრუსგან მოშორებით მდებარე ორგანოებში.


საკვერცხეების კიბოს ტიპები

სადღეისოდ გამოყოფენ საკვერცხეების კიბოს სამ ტიპს:

  • საკვერცხის კიბოს პირველადი ტიპი. ამ შემთხვევაში სიმსივნე ზრდას იწყებს პირდაპირ საკვერცხის ქსოვილებში. საკვერცხის კიბოს ეს ტიპი ყველაზე ხშირად გვხვდება 30 წლამდე პაციენტებში.
  • საკვერცხის კიბოს მეორადი ტიპი ვითარდება საკვერცხის კეთილთვისებიანი კისტებისგან. ეს საკვერცხის კიბოს ყველაზე გავრცელებული სახეა და იგი ემართება როგორც ახალგაზრდებს, ასევე 55 წელს მიღწეულ და უფრო ასაკოვან ქალებსაც.
  • საკვერცხეების კიბოს მეტასტაზური ტიპი. როგორც დასახელება მიგვანიშნებს, დაავადების ეს ტიპი ჩნდება მაშინ, როდესაც საკვერცხეებში ვითარდება მეტასტაზები, რომელთა გაჩენაც პროვოცირებულია ქალის ორგანიზმის სხვა ორგანოების, მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის ან კუჭის კიბოთი.

საკვერცხეების კიბოს ავთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნის ტიპები:

სახეობის მიხედვით განასხვავებენ საკვერცხეების ავთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნების ორ ტიპს: ეპითელიალურს და არა ეპითელიალურს.

ეპითელიალურ ავთვისებიან წარმონაქმნებს მიეკუთვნება:
  • ბრენერის ავთვისებიანი სიმსივნე;
  • სეროზული კარცინომა;
  • მუცინოზური კარცინომა;
  • უჯრედული კარცინომა;
  • ენდომეტრიული კარცინომა.
არაეპითელიალურ ავთვისებიან წარმონაქმნებს მიეკუთვნება:
  • სტეროიდულუჯრედოვანი სიმსივნეები:
  • სასქესო ჭიმის სტრომის სიმსივნეები;
  • ჰერმინოგენული სიმსივნეები.

საკვერცხეების კიბოს წარმოშობის რისკ-ფაქტორები

  • მემკვიდრეობითობა საკვერცხეების კიბოს განვითარების ყველაზე არსებითი რისკფაქტორია. მემკვიდრეობითობის არსებობის შემთხვევაში ამ დაავადების გაჩენის რისკი 10%-სა და 15%-ს შორის ვარირებს. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია! ამასთან, სიმსივნის წარმოშობაზე შესალოა გავლენა იქონიოს არა მხოლოდ წინაპარი ქალების ონკოლოგიური დაავადებების ისტორიამ, არამედ კაცების ონკოლოგიურმა დაავადებებმაც (მამების, ბაბუების).
  • ზედმეტი წონა წარმოადგენს საკვერცხეების კიბოს წარმოქმნის კიდევ ერთ ხელშემწყობ ფაქტორს.
  • ბავშვების გაუჩენლობა. ქალები, რომლებსაც არ უმშობიარიათ და არ უჭმევიათ ბავშვებისთვის ძუძუ, აგრეთვე ხვდებიან რისკ ჯგუფში.
  • ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპია, რომელიც ტარდებოდა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და რომლის მსვლელობის დროსაც ესტროგენის მიღება არ კომპენსირდებოდა პროგესტერონის მიღებით.
  • თამბაქოს მოხმარება;
  • ანთებითი პროცესები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს ქალის ორგანიზმში შესაბამისი მკურნალობის გარეშე.
  • ადრეული მენარხე (12 წლამდე) და გვიანი მენოპაუზა - 55 წლის შემდეგ.

ფაქტორები, რომლებიც ამცირებენ საკვერცხეების კიბოს გაჩენის რისკს

მთელი მსოფლიოს ონკოლოგების მრავალრიცხოვანმა კვლევებმა დაადასტურა პირდაპირი დადებითი კავშირი შემდგომ ფაქტორებსა და ქალებში საკვერცხეების კიბოს გაჩენის დაბალ ალბათობას შორის:

  • ორსულობა. ბავშვის გაჩენა და ძუძუთი კვება. იმ ქალებში, რომლებიც აჩენენ თუნდაც ერთ შვილს და აჭმევენ მას ძუძუს, საკვერცხის კიბოთი დაავადების რისკი გაცილებით დაბალია;
  • ორალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივი მოხმარება. ქალებს, რომლებიც სვამდნენ ორალურ კონტრაცეპტივებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (ჯამში, დაახლოებით 5 წლის განმავლობაში მთელი სიცოცხლის მანძილზე) აქვთ საკვერცხეების კიბოთი დაავადების დაბალი რისკი.
  • რეგულარული ვიზიტი გინეკოლოგთან, წელიწადში ერთხელ მაინც, იძლევა იმის გარანტიას, რომ ქალის ორგანიზმში მკურნალობის გარეშე არ დარჩება ისეთი დაავადებები, რომლებსაც შეუძლიათ საკვერცხეების კიბოს პროვოცირება.

საკვერცხეების კიბოს დიაგნოსტიკა კავკასიის მედიცინის ცენტრში

საკვერცხეების კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა იძლევა დაავადების მეორე სტადიაზე მყოფი ქალების განკურნების შესაძლებლობას შემთხვევათა 50-70%-ში. საკვერცხის კიბოს პირველ სტადიაზე მკურნალობა წარმატებულია შემთხვევათა 70-90%-ში და ავადმყოფს თავიდან აცილებს რეციდივს შემდგომი 5 წლის განმავლობაში. დაავადების თანამედროვე დიაგნოსტირებაში დიდ როლს თამაშობს ექიმების პროფესიონალიზი და თანამედროვე დიაგნოსტიკური აღჭურვილობა. კავკასიის მედიცინის ცენტრში პაციენტთა გამოსაკვლევად გამოიყენება ყველაზე თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა. ცენტრი ფლობს საკუთარ ლაბორატორიას, სადაც პაციენტებს უმოკლეს დროში უტარდებათ შესაბამისი გამოკვლევები. აქ შეგიძლიათ ჩაიტაროთ:

  • მცირე მენჯის ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა;
  • მცირე მენჯის ორგანოების მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია;
  • კოლპოსკოპია;
  • ბიოფსია;
  • ენდომეტრიუმის ასპირაციონალური ბიოპსია.

საკვერცხეების კიბოს მკურნალობა

დღეისათვის საკვერცხის კიბოს სამკურნალოდ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გამოიყენება ქირურგიული, ქიმიო და რადიოთერაპიული მკურნალობა. ზოგ შემთხვევაში, მკურნალობის ორი მეთოდის შეთავსება შეიძლება უფრო ეფექტური აღმოჩნდეს, მაგალითად, ქირურგიული ჩარევა და ქიმიოთერაპია. საუკეთესო ვარიანტს, რა თქმა უნდა, თქვენი მკურნალი ექიმი შეგირჩევთ საგულდაგულო გამოკვლევისა და ანალიზების ჩაბარების შემდეგ. მკურნალობის მეთოდის შერჩევისას ექიმი აგრეთვე გაითვალისწინებს პაციენტის ზოგად მდგომარეობას, სხვა დაავადებების არსებობას ან სამედიცინო ჩვენებებს. კავკასიის მედიცინის ცენტრში საკვერცხეების კიბოს მკურნალობა ტარდება რამდენიმე განყოფილებაში: გინეკოლოგიურში, ონკოლოგიურსა და ქირურგიულში. კავკასიის მედიცინის ცენტრის საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალი ექიმების მეთვალყურების ქვეშ თქვენ მიიღებთ არა მარტო საუკეთესო სამედიცინო მომსახურებას, არამედ დაავადების სტადიასთან დაკავშირებულ მაქსიმალურად ყურადღებიან მიდგომას და თქვენთვის ოპტიმალურად შერჩეულ მკურნალობის ვარიანტს.


საკვერცხეების კიბოს ქირურგიული მკურნალობა

უმეტეს შემთხვევაში საკვერცხეების კიბოს მკურნალობა პაციენტს სწორედ ქირურგიული გზით უტარდება, რომლის დროსაც კვეთენ თავად საკვერცხის სიმსივნესა და მისგან წასულ მეტასტაზებს. უფრო რთულ შემთხვევებში ქირურგს უხდება საკვერცხისა, და ზოგჯერ, საშვილოსნოს ამოკვეთაც. ოპერაციის დადებითი შედეგი დამოკიდებულია ქირურგის კვალიფიკაციასა და მისი გუნდის პროფესიონალიზმზე. ზოგჯერ ამგვარი ექიმი იმყოფება სხვა ქვეყანაში და ამ შემთხვევაში ბევრი მიდის სამკურნალოდ საზღვარგარეთ. კავკასიის მედიცინის ცენტრში ყველა პირობა არის შექმნილი უცხოელი პაციენტების მისაღებად. საკვერცხის კიბოთი დაავადებული პაციენტები აქ იღებენ მაღალი ხარისხის ქირურგიულ მკურნალობას. კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკოქირურგების გუნდი ატარებს ოპერაციების ყველაზე ფართო სპექტრს. მთელი რიგი რთული დაავადებების შემთხვევაში მათ წარმატებული მკურნალობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი აქვთ.


საკვერცხეების კიბოს მკურნალობა რადიოთერაპიული მეთოდით

რადიოთერაპია, ანუ ე.წ სხივური თერაპია, წარმოადგენს ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის მეთოდს, რომლის დროსაც დაავადებულ უბანზე ხდება მაღალენერგეტიკული ზემოქმედება რენტგენოლოგიური გამოსხივებით. რადიოთერაპიის პროცესში ხდება სიმსივნური უჯრედების თანმიმდევრული განადგურება. კავკასიის მედიცინის ცენტრში პაციენტებს რადიოთერაპია უტარდებათ მაღალკვალიფიციური ონკოლოგებისა და გინეკოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ. როგორც წესი, რადიოთერაპიის პირველ დღეებში ავადმყოფები გრძნობენ ძლიერ სისუსტესა და გულის რევას, ერღვევათ კუჭის მოქმედება. პაციენტებს, რომლებსაც უტარდებათ რადიოთერაპია, ცენტრში ეპყრობიან დიდი ყურადღებით. მთელი პერსონალი, დაწყებული ექიმებითა და დამთავრებული მედდებით, ყოველგვარ ღონეს ხმარობს, რომ ამ რთული დღეების განმავლობაში პაციენტმა იგრძნოს, რომ მასზე ზრუნავენ პროფესიონალები.


ქიმიოთერაპია



ადრეულ ეტაპებზე საკვერცხის კიბოს ძირითადად ქიმიოთრაპიით მკურნალობენ. გვიან სტადიებზე კი იგი მხოლოდ ქირურგიული ჩარევისა და რადიოტერაპიის დამხმარე მეთოდს წარმოადგენს. ქიმიოთერაპიას ნიშნავენ დაავადების IC სტადიიდან, და უფრო გართულებულზე. ქიმიოთერაპიულ მკურნალობას არჩევს ექიმი-ონკოლოგი. ქიმიოთერაპია ძალიან მნიშნელოვან როლს თამაშობს პაციენტების პოსტოპერციულ პერიოდში, რადგან ზუსტად პოსტოპერაციული ქიმიიოთერაპიის კურსზეა დამოკიდებული გაჩნდება, თუ არა ქალის ორგანიზმში რეციდივი. კავკასიის მედიცინის ცენტრში ქიმიოთერაპიას ატარებენ უმაღლესი რანგის ექიმები, რომელთაც აქვთ ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის დიდი გამოცდილება არა მხოლოდ კავკასიის რეგიონში, არამედ ევროპის რამდენიმე ქვეყანაშიც.

სხვა ბლოგები

სიცოცხლის რიტმი: რა უნდა ვიცოდეთ გულის არითმიის შესახებ?
იხილეთ მეტი
სიცოცხლის რიტმი: რა უნდა ვიცოდეთ გულის არითმიის შესახებ?
18 ივლისი 2024
არითმია, ანუ არარეგულარული გულისცემა, გულის ნორმალური რიტმის ნებისმიერი ტიპის დარღვევას ეწოდება. ფიზიოლოგიურად გულისცემის სიხშირე შეიძლება გაიზარდოს ფიზიკური აქტივობის შესაბამისად ან შემცირდეს მოსვენებისა და ძილის დროს. ასევე, გულისცემის გამოტოვების იშვიათი შეგრძნება, უმეტესწილად არ უკავშირდება პათოლოგიურ ცვლილებებს, თუმცა, ხშირი არარეგულარული რითმი ძირითადად მიგვანიშნებს არითმიებზე, რა დროსაც გულისცემის პათოლოგიური ცვლილების გამო, ორგანოები ვერ მარაგდება საკმარისი რაოდენობის სისხლით.
 ყველაფერი, რაც მუხლის ჯანმრთელობის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
იხილეთ მეტი
ყველაფერი, რაც მუხლის ჯანმრთელობის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
20 ივნისი 2024
ყველაფერი, რაც მუხლის ჯანმრთელობის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
იხილეთ მეტი
პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
21 თებერვალი 2024
„შუქი ჩაქრა, თვალებზე ფარდა ჩამომეფარა... გონება ბოლომდე შევინარჩუნე, ექიმებმა ხელოვნურ კომაში გადამიყვანეს“... თავის ისტორიას ეთო ბერიშვილი გვიყვება, ჩვენი 35 წლის პაციენტი, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად თავის ტვინის იშემიური ინსულტი 2020 წლის 14 თებერვალს განუვითარდა.