მხრის სახსარი ადამიანის სხეულის ერთ-ერთი ყველაზე მოძრავი სახსარია. სახსრის მოძრაობის შედეგად ადამიანს შეუძლია ხელების მაღლა აწევა და მათი თავსუკან გადატანა.
მხრის სახსრის დაზიანების შემთხვევაში კიდური კარგავს მოძრაობის უნარს. ცუდად ნამკურნალები ტრავმა იწვევს განმეორებად ამოვარდნას. სახსარი ზიანდება ნებისმიერი გაუფრთხილებელი მოძრაობის შედეგად, მაგალითად, ძილში ხელის თავსუკან გადაწევისას. წინამდებარე სტატიაში განხილულია, როგორ უნდა ამოვიცნოთ მხრის სახსარის ამოვარდნა და როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას.
მხრის სახსრის ანატომია მხრის სახსარი შედგება მხრისა და ბეჭის ძვლებისგან. მხრის ძვლის ზედა ნაწილი ანუ თავი ეხება ბეჭის ძვლის სასახსრე ფოსოს. თავი დამაგრებულია სასახსრე ხრტილოვანი ბაგის საშუალებით.
სახსარი გარშემორტყმულია კაპსულით, რომელიც შედგება შემართებელი ქსოვილისგან ანუ ლიგატებისგან. ისინი აფიქსირებენ მხრის ძვლის ზედა ნაწილს სწორ მდგომარეობაში სასახსრე ფოსოსთან მიმართებაში. მხრის სახსარი აგრეთვე გარშემორტყმულია კუნთებითა და მყესებით.
სახსარი ასრულებს უამრავ მოქმედებას, ანუ გამუდმებით არის დატვირთული. გარეგანი ძალის მოქმედებამ, მაგალითად, დაცემამ, შესაძლოა გამოიწვიოს მხრის ძვლის ზედა ნაწილის მდებარეობის გადაადგილება სასახსრე ფოსოსთან მიმართებაში.
რა სახის მხრის ამოვარდნილობა არსებობს? მხრის ძვლის თავის მიმართულების ცვლილების მიხედვით, განასხვავებენ ამოვარდნილობის რამდენიმე ტიპს.
- ამოვარდნილობა ითვლება წინაამოვარდნილობად, როდესაც მხრის ძვლის თავი გადაადგილდება წინ. გადაადგილებას შესაძლოა ახლდეს სასახსრე ბაგის დაზიანება, მოწყვეტა. ტრავმის აღნიშნულ სახეობას ბანკარტის ტრავმას უწოდებენ. წინაამოვარდნილობას ახლავს კიდევ ერთი უსიამოვნო გართულება: სახსრის კაფსულის დაზიანება. წინაამოვარდნილობა ხდება სპორტული აქტივობის დროს, მხრით ამპლიტუდური მოქმედებების გამეორებისას, გასროლის დროს, აგრეთვე უკან გაწეულ გაშლილ ხელსა ან მხარზე დაცემისას.
- როდესაც მხრის ძვლის თავი გადაადგილდება უკან, საქმე გვაქვს უკანა ამოვარდნილობასთან. ამგვარი ტრავმა ბევრად იშვიათია, ვიდრე წინა ამოვარდნილობა. ასეთი ამოვარდნილობა შესაძლოა გამოიწვიოს მხარში დარტყმამ, ამ დროს შესაძლოა მოწყდეს სასახსრე ბაგე;
- როდესაც მხრის ძვლის თავი გადაადგილდება ქვემოთ, საქმე გვაქვს ქვედაამოვარდნილობასთან. ტრავმა შესაძლოა განვითარდეს ძელზე ვარჯიშის დროს. ეს არის მხრის ტრავმის ყველაზე ნაკლებად გავრცელებული ტიპი. ქვედა ამოვარდნილობის დიაგნოსტიკა ძალიან მარტივია - ადამიანს ამ დროს არ შეუძლია ხელის ჩამოშვება.
თუ მხრის სახსრის ამოვარდნა ხდება პირველად, ამას ეწოდება პირველადი დისლოკაცია. პირველადი დისლოკაციის მიზეზი, როგორც წესი, არის ტრავმა.
როდესაც მხრის ძვალი იწყებს მოძრაობას მხრის სახსარში, საქმე გვაქვს ჩვეულებრივ ამოვარდნილობასთან. მდგომარეობა შესაძლოა გადაიზარდოს ქრონიკულში. ჩვეულებრივი ამოვარდნილობის მქონე პაციენტთა უმრავლესობას, როდესღაც დაზიანებული ჰქონდა მხრის სახსარი, ტრავმას თან სდევდა სასახსრე ბაგის მოგლეჯა, რომელიც აფიქსირებს მხრის ძვლის თავს.
როგორ ამოვიცნოთ მხრის ამოვარდნილობა? პირველადი ამოვარდნილობის დროს პაციენტი იგრძნობს მწვავე ტკივილს მხრის არეში. ტკივილი თავს იჩენს მყესების გაწყვეტისა და სასახსრე ბაგის მოწყვეტის შემთხვევაში. შეუძლებელი ხდება ხელის ნორმალურად მოძრაობა, ვითარდება შეშუპება.
შესაძლოა შეინიშნებოდეს დეფორმაცია - კანის ქვეშ ისინჯება მხრის ძვლის თავი, რომელიც აღარ მდებარეობს ჩვეულ ადგილას. შესაძლოა წინამხრისა და მტევნების დაბუჟება.
ტრავმის მკურნალობის უგულვებელყოფის შემთხვევაში ამოვარდნები მიიღებს სისტემატურ ხასიათს. ამისათვის საკმარისი იქნება ერთი მოუქნელი მოძრაობაც. თუმცა, პაციენტი არ იგრძნობს ისეთ ძლიერ ტკივილს, როგორსაც პირველადი ტრავმის დროს. იგი მხრის ჩასმასაც შეძლებს, თუმცა დატვირთვისას დაზიანება შეიძლება განმეორდეს. ჩვეული ამოვარდნების თვით მკურნალობა არ გამოვა, აუცილებელია ოპერაცია.
მხრის ამოვარდნილობის დიაგნოსტიკა უპირველესად ექიმმა პაციენტი უნდა დაათვალიეროს და დაადგინოს გარემოებები, რამაც გამოიწვია ტრავმა. ამის შემდეგ, პაციენტს უკეთებენ რენტგენს რამდენიმე პროექციაში. ეს საკმარისია იმისათვის, რომ დადგინდეს სწორი მდებარეობა აქვს, თუ არა მხრის ძვლის თავს.
რენტგენოგრაფიის შედეგები ასევე ასახავს ძვლების დაზიანებას. მხრის ამოვარდნას შესაძლოა თან ახლდეს ძვლის მოტეხილობაც. ასეთ შემთხვევაში, ეს უბრალოდ ამოვარდნა კი არ იქნება, არამედ იქნება ამოვარდნა მოტეხილობით.
თუ რენტგენოგრაფია არ მოგვცემს საკმარის მონაცემებს დაზიანებათა შესახებ, შესაძლოა დაინიშნოს კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. გამოკვლევები გვეხმარება ქსოვილების, მყესების, ძვლებისა და კუნთების მდგომარეობის დადგენაში.
კავკასიის მედიცინის ცენტრში პაციენტებს სთავაზობენ სხვადასხვა ტრავმების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. ჰოსპიტალს ყოველწლიურად მიმართავს ათასობით პაციენტი არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც.
ცენტრი დაკომპლექტებულია თანამედროვე დანადგარებით, რაც დიაგნოსტიკის შედეგების სწრაფად გაგების საშუალებას იძლევა. ჰოსპიტალში მუშაობენ გამოცდილი ექიმები, რომლებიც შეძლებენ ზუსტი დიაგნოზის დასმასა და მკურნალობის დაწყებას. დიდხანს ლოდინი არ მოგიწევთ - დიაგნოსტიკა ტარდება ერთი დღის განმავლობაში. კლინიკაში მკურნალობენ როგორც ქრონიკულ, ასევე პროფესიულ ტრავმებს, სპორტსმენები გადიან რეაბილიტაციას.
მხრის ამოვარდნილობის მკურნალობა კავკასიის მედიცინის ცენტრში დიაგნოზის დასმის შემდეგ ექიმი იწყებს ამოვარდნილობის ჩასმას. ჩასმა შესაძლოა რამდენიმე მეთოდით: ღია და დახურული მეთოდებით.
- დახურული მეთოდი - არაოპერაციული. პაციენტის სახსარში შეჰყავთ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი, რის შემდეგაც ტრავმატოლოგი ასწორებს ძვლის თავს და აბრუნებს მას ადგილზე. თუ ტრავმის მიღების მომენტიდან გასულია 24 საათზე მეტი, ამოვარდნილი მხრის ჩასმა უფრო გართულდება, რამდგანაც კუნთები ამ დროს უკვე შეკუმშულია. ასეთ შემთხვევაში, ჩასმა მოხდება ანესთეზიის ქვეშ, მიორელაქსანტების გამოყენებით.
- ღია მეთოდი გულისხმობს ქირურგიულ ჩარევას. ქირურგიული ოპერაცია სანდო მეთოდია ხშირად განმეორებადი ამოვარდნილობისგან თავის დასაღწევად. ოპერაციის დროს ქირურგი გაკვეთის შემდეგ სვამს პაციენტის სახსარს. არსებობს განსხვავებული ოპერაციების დიდი რაოდენობა, ქირურგიული ჩარევის ტიპი დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევაზე.
თუ სასახსრე ბაგე ზიანდება მხრის ძვლის თავის გადაადგილების დროს, ხდება მისი აღდგენა. ამგვარ ქირურგიულ ჩარევას ეწოდება „ბანკარტის ოპერაცია“. ოპერაცია კეთდება მცირე ზომის ნასერებიდან ართროსკოპის შეყვანით - ეს ენდოსკოპის ნაირსახეობაა. სასახსრე კაფსულიდან იქმნება ბურთი და მას აკერებენ ძვალს ფიქსატორების დახმარებით, ხელოვნურად ხდება სასახსრე ბაგის შექმნა. ოპერაციები შესაძლოა მიმართული იყოს როგორც კაფსულის ფიქსაციისკენ, ისე მხრის კუნთებისა და მყესების გაძლიერებისკენაც.
კავკასიის მედიცინის ცენტრის ტრავმატოლოგები შეგირჩევენ საჭირო მკურნალობას და ჩაატრებენ ოპერაციას 24 საათის განმავლობაში. ჰოსპიტლის ყველა ექიმი მაღალკვალიფიციური სპეციალისტია. მრავალ მათგანს აქვს დასავლეთის ქვეყნების კლინიკებში მუშაობის გამოცდილებაც.
კავკასიის მედიცინის ცენტრი თანამშრომლობს ცნობილ ჰოსპიტლებთან, რაც პაციენტებს აძლევს დამატებით უპირატესობას, მიიღონ ცნობილი სპეციალისტის კონსულტაცია. გარდა ამისა, ჰოსპიტალში ტარდება უნიკალური ოპერაციები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით.
ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია ოპერაციის შემდგომ 1 – 1,5 თვის განმავლობაში კიდურის მოძრაობა არ შეიძლება, ამიტომ აუცილებელია დამაფიქსირებელი სახვევის ტარება. როდესაც მხრის სახსრის ფუნქციები აღდგება, პაციენტს ენიშნება სამკურნალო ტანვარჯიში კუნთების გასაძლიერებლად. მხრის ფუნქციის აღდგენას ასევე ხელს უწყობს ფიზიოთერაპიული პროცედურები. ოპერაციის შემდგომ, დამაფიქსირებელი სახვევის მოხსნის შემდეგ აუცილებელია რენტგენის გადაღება, რათა ექიმი დარწმუნდეს, რომ მხრის ძვლის თავს აქვს სწორი ადგილმდებარეობა.
კავკასიის მედიცინის ცენტრის პაციენტები გრძნობენ მხარდაჭერას მკურნალობის ყველა ეტაპზე. ოპერაციის შემდეგ მათ უტარდებათ რენტგენოგრაფია, და თუ ყველაფერი რიგზეა, პაციენტს წერენ სახლში. ექიმი მას აძლევს რეკომენდაციებს სამომავლო სარეაბილიტაციო მოქმედებების შესახებ. ექიმის კონსულტაციების მიღება შეიძლება ოპერაციის შემდგომაც როგორც პირადად, ასევე ინტერნეტის საშუალებით.
თქვენ გეტყვიან, რა აუცილებელი საბუთებია საჭირო და ჩაგწერენ მიღებაზე. მას შემდეგ, რაც დადასტურებული იქნება ჩანაწერი და გადახდილი იქნება მომსახურების თანხა, სამდიცინო კონსიერჟი დაგეხმარებათ სასტუმროსა და თარჯიმნის მოძებნაში. სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს ტრანსფერს, თქვენ დაგხვდებიან აეროპორტში.
ცენტრი თანამშრომლობს მთელი მსოფლიოს სადაზღვევო კომპანიებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ აგინაზღაურდებათ მკურნალობის ხარჯები.
კლინიკაში მკურნალობის შესახებ გამოხმაურებები შეგიძლიათ იხილოთ სამედიცინო ცენტრის საიტზე.