კავკასიის მედიცინის ცენტრის სამკურნალო დიაგნოსტიკური ჰაბი
29 ოქტომბერი 2021
კავკასიის მედიცინის ცენტრი, თქვენი ჯანმრთელობისთვის, ერთ სივრცეში აერთიანებს ქვეყნის წამყვან სპეციალისტებს და გთავაზობთ მარტივად ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას. ჰოსპიტალში ფუნქციონირებს სამკურნალო დიაგნოსტიკური ჰაბი, რომლის უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ პაციენტებს მარტივად შეუძლიათ ნებისმიერი პროფილის ექიმთან კონსულტაციის გავლა. გარდა ამისა, ერთ სივრცეში მოქმედებს შემდეგი სერვისები:
- ლაბორატორიული კვლევები;
- მაღალტექნოლოგიური კვლევები;
- ინსტრუმენტული კვლევები ( ეკგ, ეეგ, ენდოსკოპია, გასტროსკოპია და სხვა);
- პრევენციული მედიცინა (სკრინინგ პროგრამები).
ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისები გარდა სამუშაო დღეებისა, ხელმისაწვდომია შაბათ დღესაც, ხოლო გამართული და მარტივი ბუქინგის სისტემის მეშვეობით, ექიმთან ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია, როგორც ქოლ-ცენტრით, ასევე საიტისა და Facebook-ის გამოყენებით. ვინაიდან ჰოსპიტალი ქალაქის ცენტრში მდებარეობს, პაციენტებისთვის უპირატესობას წარმოადგენს მისი ადგილობრივი ხელმისაწვდომობაც.
ხშირად, პაციენტებმა, რომლებიც კონკრეტული პრობლემის გამო მიდიან კლინიკაში, არ იციან, რომ შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი გამოკვლევების ჩატარება, ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს არსებობა, სადაც დიაგნოსტიკური და ამბულატორიული სერვისები სრულად იქნება წარმოდგენილი. კავკასიის მედიცინის ცენტრის სამკურნალო დიაგნოსტიკური ჰაბი მომსახურების სრულ სპექტრს ერთ სივრცეში აერთიანებს, რაც პაციენტებისთვის კომფორტულ ფაქტორს წარმოადგენს.
ჰაბში ერთიანდება 13 ცენტრი :
- ონკო ცენტრი;
- გულ-სისხლძარღვთა ცენტრი;
- ენდოკრინოლოგიის ცენტრი;
- კოვიდ რეაბილიტაციის ცენტრი;
- პედიატრიის ცენტრი;
- ტრავმატოლოგიისა და რევმატოლოგიის ცენტრი;
- ნევროლოგიის ცენტრი;
- თვალის ცენტრი;
- გასტროენტეროლოგიის ცენტრი;
- ქალის ჯანმრთელობის ცენტრი;
- უროლოგიის ცენტრი;
- ჯანმრთელობის სკრინინგ ცენტრი;
- მაღალტექნოლოგიური კვლევების ცენტრი.
განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ჰოსპიტლის მულტიპროფილური ექიმების გუნდი. საჭიროების შემთხვევაში პაციენტის მართვა მულტიდისციპლინური მიდგომით ხორციელდება, ეწყობა კონსილიუმი და პაციენტთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა ხდება ექიმებს შორის ინფორმაციის გაცვლის საფუძველზე. ასევე უნდა აღინიშნოს პროცესში უცხოელი ექიმების ჩართულობაც. კავკასიის მედიცინის ცენტრი თანამშრომლობს ევროპასა და ამერიკაში მოღვაწე ქართველ და უცხოელ ექიმებთან, რომლებიც უზიარებენ მათ საერთაშორისო გამოცდილებასა და ალტერნატიულ აზრს, რაც ხშირად ხელსაყრელია რთული შემთხვევის იდენტიფიცირებისთვის. ამას გარდა, აღსანიშნავია ლაბორატორიული კვლევების ჩატარების შესაძლებლობა ჰოლანდიაში, სადაც რთული სამედიცინო შემთხვევების პათოლოგ-ანატომიური დიაგნოსტიკა ხორციელდება, იქ მოღვაწე პათომორფოლოგის, ალექსი ბაიდოშვილის მიერ.
ჰოსპიტლისთვის მნიშვნელოვანია თითოეული პაციენტის კმაყოფილება, სწორედ ამიტომ, მათი საჭიროებებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, მოხდა ჰაბის განახლება და სერვისის დახვეწა.