ყოველწლიურად, ღვიძლის კიბო სულ უფრო გავრცელებული პრობლემა ხდება, რომლითაც უმეტესწილად 50-60 წლის ასაკის მამაკაცები ავადდებიან. გამოჯანმრთელებისათვის საჭირო მნიშვნელოვანი ფაქტორია კვალიფიციური სპეციალისტის შერჩევა, ისეთ სამედიცინო ცენტრში, რომელიც ფლობს თანამედროვე აღჭურვილობას, რაც ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა კიბოს მკურნალობის დროს.
მიუხედავად აღნიშნული ავთვისებიანი დაავადების სერიოზულობისია, თანამედროვე დიაგნოსტიკისა და სწორი მკურნალობის შემთხვევაში, შესაძლებელია მისი სრულად დაძლევა და ნეგატიური შედეგების თავიდან აცილება. წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ ღვიძლის კიბოს ძირითად მდგომარეობებს, სიმპტომებს და დაავადების პირველ ნიშნებს, აგრეთვე გავიგებთ მკურნალობის როგორი მეთოდებია ხელმისწაწვდომი დღესდღეობით და რომელი მათგანია მეტად ეფექტური.
ღვიძლის კიბოს სიმპტომები და პირველი ნიშნები
ღვიძლის კიბო სახიფათოა იმით, რომ მისი სიმპტომები და პირველი ნიშნები ხშირად რთულად შესამჩნევია და არ ვლინდება დაავადების დაწყებით სტადიებზე. ეს ართულებს პირველად დიაგნოსტიკას და შესაძლოა გაახანგრძლივოს ექიმისათვის მიმართვის დრო.
გამოარჩევენ ღვიძლის კიბოს ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებს:
- წონის კლება;
- მადის დაქვეითება;
- ძლიერი ტკივილი მუცლის არეში, ფიზიკური დატვირთვის დროს;
- გულის რევა და ღებინება;
- სიყვითლე (კანის, თვალების და ლორწოვანის სიყვითლე);
- საერთო სისუსტე და სწრაფად დაღლა;
- ქავილი;
- ციება;
- თვალის თეთრი გარსის სიყვითლე;
- მუქი ფერის შარდი, ღია ფერის განავალი;
- ტემპერატურის მატება (37 გრადუსზე მეტი);
- ღვიძლის ზომის არსებითი ცვლილება;
- მუცლის შებერილობით გამოწვეული დისკომფორტი.
აღნიშნული სიმპტომები ხშირად აღიქმება როგორც გადაღლა ან სტრესული სიტუაციების შედეგი. ეს სიმპტომები შესაძლოა იყოს გამოწვეული ბევრად გავრცელებული დაავადებით, როგორიც არის ინფექცია. თუმცა, უკეთესია სპეციალისტთან კონსულტაცია, რათა დაიწოს ღვიძლის კიბოს თანამედროვე მეთოდიკით მკურნალობა. ეს რამდენჯერმე ზრდის მკურნალობის დადებითი შედეგის ალბათობას.
ღვიძლის კიბოს ტიპები
სპეციალისტები გამოყოფენ ღვიძლის კიბოს ორ სახეობას:
- ღვიძლის პირველადი სიმსივნე;
- ღვიძლის მეორადი სიმსივნე (ღვიძლის მეტასტაზური კიბო).
ღვიძლის პირველადი სიმსივნის დროს, ავთვისებიანი უჯრედები აზიანებენ ღვიძლს. არსებობს შემდეგი სახეობების ღვიძლის პირველადი სიმსივნე:
- ჰეპატოცელულური კარცინომა (ღვიძლის კიბო) - ყველაზე გავრცელებული ფორმა;
- ანგიოსარკომა;
- ჰეპატობლასტომა;
- ჰემანგიოსარკომა;
- ჰოლანგიოკარცინომა.
ღვიძლის პირველადი სიმსივნის დროს, მკურნალობის პროგნოზი არასახარბიელოა. მიუხედავად ამისა, თანამედროვე აღჭურვილობისა და იმ მკურნალობის მეთოდების გამოყენებით, რომლებსაც სპეციალისტები კიბოს სამკურნალოდ იყენებენ, გამოჯანმრთელება შესაძლებელია.
ღვიძლის მეორადი სიმსივნე არის კიბო, რომელიც წამოიქმნა გულმკერდის არეში და გავრცელდა ღვიძლში. კიბოს წარმოქმნის ადგილს პირველადი სიმსივნე ეწოდება. როგორც წესი, ღვიძლის მეტასტაზური კიბო ხასიათდება სწრაფი პროგრესირებით და სიმპტომების არ არსებობით.
ღვიძლის კიბოს სტადიები
ღვიძლის კიბოს ბარსელონის BCLC კლასიფიკაციის თანახმად, რომელიც განსაზღვრავს სტადიას, ღვიძლის ფუნქციას, სიმპტომატიკასა და მკურნალობის ოპტიმალურ მეთოდებს. გამოყოფენ ღვიძლის კიბოს შემდეგ სტადიებს:
- სტადია 0 - ადრეული სტადია, მიმდინარეობს უსიმპტომოდ, მეტასტაზირების გარეშე;
- სტადია A - ერთი ან რამდენიმე წარმონაქმნი (არა უმეტეს სამისა) ზომით 3 სმ, ციროზი არ არის სახეზე;
- სტადია B - მრავალი წარმონაქმნი, სიდიდით 3 სანტიმეტრზე მეტი, ღვიძლის ფუნქცია დარღვეულია;
- სტადია С - გვიანი სტადია, ლიმფური კვანძები დაზიანებულია, აღინიშნება მეტასტაზები, პორტალური ჰიპერტენზია;
- სტადია D - ტერმინალური, აქტიურად ვითარდება ღვიძლის უკმარისობა, სახეზეა პორტალური ჰიპერთენზია.
ძალიან მნიშვნელოვანია დაავადების სტადიის დროულად დადგენა, ამას პროფესიონალურად ახერხებენ ექიმი-ონკოლოგები იმ კლინიკებში, რომლებიც სპეციალიზირდებიან ღვიძლის კიბოს მკურნალობაზე. სწორად დადგენილ სტადიაზეა დამოკიდებული შემდგომი გამოჯანმრთელების პროცესი.
რისკ ფაქტორები
ღვიძლის კიბოს განვითარების ხელშემწყობი ყველაზე გავრცელებული ფაქტორებია:
- ღვიძლის დაავადებების არსებობა, ხშირად С ან B ჰეპატიტი;
- ღვიძლის ციროზი (ციროზის გამომწვევი მიზეზებია: ალკოჰოლის მოხმარება, ქრონიკული ინფექციები, მაგალითად С ან B ჰეპატიტი, რკინის ჭარბი რაოდენობა სისხლში);
- თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება;
- სქესი და ასაკი (ავადდებიან უმეტესწილად ასაკოვანი მამაკაცები);
- ეკოლოგია;
- გენეტიკური მიკუთვნებულობა;
- ანაბოლიკური სტეროიდების (მამაკაცის ჰორმონები, ხშირად მოიხმარენ სპორტსმენები) მოხმარება;
- დარიშხანი (მუდმივი მოხმარება ან დარიშხანით მოწამვლა, შესაძლოა გახდეს ღვიძლის ფუნქციონირების მოშლის მიზეზი, რაც ღვიძლის კიბოს გაჩენის რისკ ფაქტორია).
- თანდაყოლილი მეტაბოლური დარღვევები;
- შაქრიანი დიაბეტი;
- სიმსუქნე.
ღვიძლის კიბოს დიაგნოსტიკა СMC ჰოსპიტალში
СMC ჰოსპიტალი ლიდერია იმ კლინიკათა შორის, სადაც ხდება ღვიძლის კიბოს მკურნალობა. აღნიშნული დაავადების დიაგნოსტირებას ახორციელებენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც პრაქტიკაში იყენებენ მხოლოდ ყველაზე თანამედროვე მეთოდებსა და საუკეთესო დანადგარებს:
- სისხლის ანალიზი;
- ულტრაბგერითი გამოკვლევა - პირველადი დიაგნოსტიკის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია, რომლის საშუალებითაც შედარებით დიდი ზომის სიმსივნური წარმონაქმნების დანახვაა შესაძლებელი;
- სიმსივნის ბიოფსია - ღვიძლის კიბოს დიაგნოსტიკის ზუსტი მეთოდია, რომელიც ღვიძლის კიბოს დიაგნოზის საბოლოო დაზუსტებისათვის გამოიყენება. პროცედურა მდგომარეობს შემდეგში: გრძელი და თხელი ნემსი შეჰყავთ ღვიძლში, ულტრაბგერითი გამოკვლევის აპარატით ზედამხედველობის ქვეშ და თუ მოხდა სიმსივნური უჯრედების აღმოჩენა, ღვიძლის კიბოს დიაგნოზი საბოლოოდ დასტურდება;
- ლაპარასკოპია - ღვიძლის კიბოს დიაგნოსტირების ყველაზე ზუსტი მეთოდია, რომლის დროსაც პაციენტს, მცირე ხნიანი ნარკოზის ქვეშ კვეთენ და იღებენ სიმსივნურ უჯრედებს ანალიზის ჩასატარებლად;
- კომპიუტერული ტომოგრაფია - მეთოდი, რომლის საშუალებითაც ისეთი პატარა სიმსივნური წარმონაქმნების დანახვაცაა შესაძლებელი, რომელთა დანახვაც ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს შეუძლებელია. დამატებითი სიზუსტისათვის, CMC ჰოსპიტალში აგრეთვე იყენებენ კონტრასტირების მეთოდსაც.
ღვიძლის კიბოს მკურნალობა
CMC ჰოსპიტალის მაღალკვალიფიციური ონკოლოგები მკურნალობას ნიშნავენ მხოლოდ დიაგნოზის დაზუსტების და დაავადების განვითარების სტადიის დადგენის შემდგომ. ავთვისებიანი წარმონაქმნის დროული აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია ეფექტური მკურნალობის ჩასატარებლად.
დღესდღეობით, არსებობს მკურნალობის სამი ყველაზე გავრცელებული მეთოდი:
- ქირურგიული ჩარევა;
- რადიოთერაპია, ე.ი სხივური თერაპია;
- ქიმიოთერაპია
როგორც წესი, ეს მეთოდები გამოიყენება არა ცალკეულად, არამედ კომპლექსურად, რაც ზრდის მათ ეფექტურობას. სპეციალისტის მიერ კონკრეტული მკურნალობის მეთოდის შერჩევა ყოველთვის ინდივიდუალურია და ეფუძნება თითოეული პაციენტის მახასიათებლებსა და მათ ავადმყოფობის ისტორის.
ღვიძლის კიბოს ქირურგიული მკურნალობა
ქირურგიული მკურნალობა ითვლება ყველაზე ხელსაყრელ მკურნალობის მეთოდად, თუკი სიმსივნე ოპერირებადია. საქმე იმაშია, რომ ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მარტივად ახერხებს უჯრედების რეგენერაციას, ამიტომ ღვიძლის ის ნაწილი, რომლის მოკვეთაც მოხდა, დროთა განმავლობაში ახერხებს აღდგენას.
განასხვავებენ ქირურგიული ჩარევის ორ მეთოდს, რომლებსაც სპეციალისტები იყენებენ ღვიძლის კიბოს სამკურნალოდ:
- რეზექცია - ღვიძლის ნაწილის ამოკვეთა;
- ორგანოს ტრანსპლანტაცია.
როგორც წესი, მკურნალობას ეფექტურობის მიზნით, ქირურგიულ ჩარევს მოსდევს ქიმიოთერაპია.
ღვიძლის კიბოს ქირურგიული ჩარევით მკურნალობის ერთ-ერთი მინუსია ის, რომ არსებობს კიბოს განმეორებით გაჩენის შესაძლებლობა. ასევე, აღნიშნული მეთოდის სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ იგი არ არის ეფექტური იმ პაციენტების შემთხვევაში, რომლებსაც აქვთ დაავადების გვიანი სტადია და შესაძლოა გამოიწვიოს გართულება, პაციენტის დასუსტებულ ორგანიზმში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლოა დავასკვნათ, რომ ქირურგიული ჩარევა მკურნალობის ეფექტური მეთოდია, თუმცა საჭიროებს მაღალკვალიფიციური სპეციალისტის კონტროლს.
რადიოთერაპია
რადიოთერაპია, ანუ სხივური თერაპია არის მეთოდი, რომელშიც ერთდროულად ჩართულია რამდენიმე სპეციალისტი, ონკოლოგებისა და სხივური თერაპიის სპეციალისტების ჩათვლით.
აღნიშნული მეთოდის დანიშვნისას, მნიშვნელოვანია პაციენტის ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გათვალისწინება და დოზირების შერჩევა სწორედ ამაზე დაყრდნობით. კლინიკის სპეციალისტები აკონტროლებენ მკურნალობას და მყისიერად რეაგირებენ ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გაჩენის შემთხვევაში. თუ პაციენტის ორგანიზმი დასუსტებულია ან პაციენტი ასაკოვანია, დასხივების დოზა კლებულობას. თუ პაციენტი კარგად იტანს რადიოთერაპიას, დასხივების დოზა იზრდება.
რადიოთერაპია ღვიძლის კიბოს მკურნალობის ეფექტური მეთოდია. მას უთავსებენ თანმდევ მედიკამენტურ მკურნალობას, რასაც საგრძნობლად შეუძლია პაციენტის სიცოცხლის გახანგრძლივება და დაავადებისგან სრული განკურნებაც კი. თუმცა, სამწუხაროდ მრავალია ისეთი შემთხვევა, როდესაც რადიოთერაპია არ შველის პაციენტს. სწორედ ამიტომ, პროფესიონალი სპეციალისტის კონტროლი აუცილებელია.
ქიმიოთერაპია
ქიმიოთერაპია ითვლება ღვიძლის კიბოს მკურნალობის ყველაზე ეფექტურ მეთოდად. აღნიშნული მკურნალობის სახეობა ენიშნება პრაქტიკულად ყველა პაციენტს სხვა და სხვა მედიკამენტური კომბინაციებით ან კომპლექსურ მკურნალობასთან ერთად. სწორედ ამიტომ, ქიმიოთერაპიის საშუალებით შესაძლებელია სიცოცხლის შენარჩუნების უმაღლესი მაჩვენებლის მიღწევა.
დღესდღეობით, ღვიძლის კიბოს სამკურნალოდ იყენებენ ქიმიოთერაპიის შემდეგ მეთოდებს:
- რეგიონალური ქიმიოთერაპია, რომელიც მოიაზრებს მედიკამენტის შეყვანას თირკმლის არტერიაში.
ქიმიოთერაპიის დროს, მედიკამენტოზური პრეპარატები გამოიყენება შემდეგი მეთოდებით:
ღვიძლის კიბოს დროს, ქიმიოთერაპია ტარდება ამბულატორიულად. ეს სპეციალისტების მუდმივი კონტროლის ქვეშ ყოფნის და გართულებების შემთხვევაში მათ მიერ წამიერი რეაგირების საშუალებას იძლევა.
ქიმიოთერაპია წარმოადგენს მკურნალობის ციკლურ მეთოდს, რომელიც მონაცვლეობს ინტენსიური მკურნალობისა და ორგანიზმის აღდგენის ციკლებს შორის. ქიმიოთერაპიის დაწყებამდე რეკომენდირებულია წინასწარი თერაპიის ჩატარება, გვერდითი მოვლენების თავიდან არიდების მიზნით.
ქიმიოთერაპიის დროს, ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენებია:
- სისუსტე;
- ღებინება;
- ნაწლავის გაღიზიანება, დიარეა;
- იმუნური სისტემის დასუსტება;
- თმის ცვენა;
- მადის დაქვეითება;
- სტომატიტი;
- შარდვითი ფუნქციის მოშლა.
ზემოაღნიშნული სიმპტომები, როგორც წესი, ქრება ქიმიოთერაპიის დასრულების შემდგომ.