OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ბლოგპოსტი

ბლოგპოსტი

გულის ოპერაციის შემდგომი პერიოდი, რა უნდა ვიცოდეთ?

28 აგვისტო 2019
გულის ოპერაციის შემდგომი პერიოდი, რა უნდა ვიცოდეთ?

გულის ოპერაციის შემდგომი პერიოდი - რა უნდა ვიცოდეთ? 

გული ჩვენი მთავარი მაცოცხლებელი ორგანოა, ყველაზე მნიშვნელოვანი კუნთი ჩვენს ორგანიზმში. ჯერ კიდევ 4 კვირის ჩანასახს უკვე უცემს გული და ეს გრძელდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში. დღეში გული საშუალოდ 115 000-ჯერ გვიცემს, გარდა ამისა, გული დღიურად 7000 ლიტრ სისხლს გადაისვრის არტერიებში. შთამბეჭდავი რიცხვებია, არა? 

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. თანამედროვე მაღალტექნოლოგიური სამედიცინო კლინიკები, მათ შორის საქართველოშიც, მზად არიან გულის დაავადებათა სრულ სპექტრს უმკურნალონ, როგორც მედიკამენტოზურად, ასევე ოპერაციული ჩარევის გზით. ყოველდღიურად უამრავი ოპერაცია ტარდება კარდიოლოგიურ განყოფილებებში. ქირურგიული ჩარევის შემდეგ კი რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი და საყურადღებო ეტაპია. 

რა არის კარდიორეაბილიტაცია? 

კარდიორეაბილიტაცია სპეციალურად შედგენილი გეგმაა, რომელიც პოსტ-ოპერაციულ პერიოდში უნდა დავიცვათ. ასეთ გეგმას ყველა პაციენტს ინდივიდუალურად უდგენენ. თუმცა არსებობს ზოგადი წესები და პრინციპები, რაც ყველასთვის საერთოა: 
  • მედიკამენტური მკურნალობა
  • ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი ცხოვრება
  • სტრესის მართვა და ფსიქოლოგიური ეფექტების შემცირება
  • ფსიქო-სოციალური სტატუსის დაბრუნება

ახლა კი ჯობს თოთოეულ მათგანზე ვრცლად ვისაუბროთ

მედიკამენტური მკურნალობა 

ოპერაციის გაკეთება არ ნიშნავს, რომ ამ გზით სამუდამოდ ვთავისუფლდებით წამლებისა და მკურნალობისგან. როცა საქმე გულს ეხება, ჩვენ ვალდებულები ვართ მასზე მთელი სიცოცხლე ვიზრუნოთ. რეაბილიტაციის პერიოდში მედიკამენტების მიღება აუცილებელია. ამ გზით გულს ვეხმარებით უკეთ იმუშაოს და აღიდგინოს ყველა ფუნქცია. 

ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი ცხოვრება 

ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი ცხოვრება ის საკითხებია, რაც ყველა ადამიანმა, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, უნდა გაითვალისწინოს. გულის მუშაობა გავლენას ახდენს მთელ სხეულზე. ჩვენი ცხოვრების წესი და ემოციური მდგომარეობა კი გულზე აისახება. აქედან გამომდინარე, ემოციური და ფიზიკური ჯანმრთელობა გვეხმარება გულის ჯანსაღად შენარჩუნებაში. 

პოსტ-ოპერაციულ პერიოდში დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ აქტივობას, ფეხით სეირნობას სუფთა ჰაერზე, მცირე ვარჯიშებს, ეს დაგეხმარებათ ჟანგბადის ეფექტურად ათვისებასა და გულის კუნთის სისხლით მომარაგებაში. თუმცა ზომიერება აქაც საჭიროა, გახსოვდეთ, ერიდეთ რეაბილიტაციის პერიოდში: 

  • ფიზიკური აქტივობისას გულის რითმის აჩქარებას
  • მძიმე საგნების აწევას
  • არამდგრად ამინდში სიერნობას
  • ჭამის დასრულებისთანავე გარეთ გასვლას
  • მოერიდეთ მანქანის მართვას და კიბეებზე ასვლას ოპერაციიდან ერთი თვის განმავლობაში


სტრესის მართვა და ფსიქოლოგიური ეფექტების შემცირება 

სტრესი და ემოციური მდგომარეობა გულზე დიდ გავლენას ახდენს. ამიტომ აუცილებელია ოპერაციის შემდგომ პერიოდში სტრესისგან თავდაცვა. გულს დიდ დარტყმას აყენებს მოულოდნელი უსიამოვნო სიუპრიზები. ეს კი რეაბილიტაციის პერიოდში ნამდვილად არაა სასურველი. 
ფიზიკური დატვირთვა გვათავისუფლებს სტრესისგან, აღადგენს ორგანიზმში ემოციურ წონასწორობას და შედეგად აღარ ვითარდება ე.წ. პოსტ-ოპერაციული დეპრესია, რაც კარდიოქირურგიაში ცნობილი სინდრომია. 

ფსიქო-სოციალური სტატუსის დაბრუნება 

სრული რეაბილიტაცია გულისხმობს ორგანიზმის მომზადებას ყოველდღიური ცხოვრებისთვის, სტრესის გამკლავებისთვის, ახლობლებთან და მეგობრებთან ურთიერობისთვის. რეაბილიტაციის შემდეგ სამსახურში დაბრუნება უკვე 6 კვირის შემდეგ არის შესაძლებელი. 
გახსოვდეთ, რომ ზოგადი რეკომენდაციების მიხედვით, გულის ჯანმრთელად შენარჩუნებისთვის აუცილებელია: 

  • სიგარეტზე უარის თქმა
  • ჯანსაღი კვება
  • მჯდომარე ცხოვრების წესზე უარის თქმა
  • ზომიერი ფიზიკური დატვირთვა
  • დასვენება და სრულფასოვანი ძილი
  • დადებითი ემოციებით დატვირთვა
  • ალკოჰოლის მხოლოდ მცირე რაოდენობით მიღება არის დასაშვები

ჯანმრთელობა უპირველესად ჯანმრთელ გულს ნიშნავს. ჩვენი მაცოცხლებელი ორგანო კი ნამდვილად იმსახურებს გაფრთხილებას და ზრუნვას! 

სხვა ბლოგები

პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
იხილეთ მეტი
პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
21 თებერვალი 2024
„შუქი ჩაქრა, თვალებზე ფარდა ჩამომეფარა... გონება ბოლომდე შევინარჩუნე, ექიმებმა ხელოვნურ კომაში გადამიყვანეს“... თავის ისტორიას ეთო ბერიშვილი გვიყვება, ჩვენი 35 წლის პაციენტი, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად თავის ტვინის იშემიური ინსულტი 2020 წლის 14 თებერვალს განუვითარდა.
არტერიული ჰიპერტენზია  და შაქრიანი დიაბეტი - გავითარების რისკ-ფაქტორები და რჩევები ცირა გუნჯუასგან
იხილეთ მეტი
არტერიული ჰიპერტენზია და შაქრიანი დიაბეტი - გავითარების რისკ-ფაქტორები და რჩევები ცირა გუნჯუასგან
03 ივლისი 2023
არტერიული ჰიპერტენზიასა და შაქრიან დიაბეტს უამრავი საერთო გამომწვევი მიზეზი (ძირითადად სიმსუქნე) და რისკ - ფაქტორი გააჩნიათ.
გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
იხილეთ მეტი
გულის იშემიური დაავადების პრევენცია კავკასიის მედიცინის ცენტრში
04 აპრილი 2023
გულის იშემიური დაავადება საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კარდიოლოგიურ პათოლოგიებს შორის, გავრცელების, ავადობისა და სიკვდილიანობის მიზეზის მიხედვით.