სიახლე
სამედიცინო ტურიზმის ჰაბი თბილისში
15 ოქტომბერი 2019
დაიწყეთ აპლიკაციის შევსება აქ:
ამიერკავკასიაში ყველაზე მძლავრი სამედიცინო ცენტრი, რეგიონული ჰოსპიტალი ახალი ბრენდით და სახელით, კავკასიის მედიცინის ცენტრით განაგრძობს ფუნქციონირებას. პ. ქავთარაძის N23-ში მდებარე ქვეყნის უმსხვილესი კლინიკის რებრენდინგი მის მყარ ისტორიულ გამოცდილებასა და ქვეყანაში სამედიცინო ტურიზმის განვითარების მაღალ პოტენციალს უკავშირდება.
კავკასიის მედიცინის ცენტრის უახლესი სამედიცინო აპარატურა, ინოვაციური, სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მეთოდოლოგიები, დიდი გამოცდილების მძლავრი კლინიკური გუნდი ჰოსპიტალს სამედიცინო ტურიზმის ჰაბად ქმნის რეგიონში. სამედიცინო ცენტრის გახსნიდან ერთი წელია გასული და ის საქართველოში პირველ ადგილზეა მიღებული პაციენტების რაოდენობით. ჰოსპიტალური მიმართულების ამუშავების შემდეგ ასევე გაიზარდა უცხოეთიდან შემოსული პაციენტების რაოდენობა. მიმდინარე წელს ჰოსპიტალი 883 სამედიცინო ტურისტს მოემსახურა.
დღეს კლინიკა მომსახურებას უწევს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ - ამიერკავკასიის და აღმოსავლეთ ევროპის მოსახლეობას.
აღსანიშნავია რომ, კავკასიის მედიცინის ცენტრი საერთაშორისო ჰოსპიტლების ფედერაციის (IHF) წევრია. კლინიკა მსოფლიოს ცნობილ სამედიცინო ცენტრებთან თანამშრომლობს, რაც რთული სამედიცინო შემთხვევების სწორად და უსაფრთხოდ მართვას უზრუნველყოფს. მკურნალობის პროცესში ქართველ ექიმებთან ერთად ამერიკის, დანიის, ჰოლანდიის, გერმანიის და ისრაელის წამყვანი კლინიკების პროფესორები არიან ჩართულნი.
კავკასიის მედიცინის ცენტრი უზრუნველყოფს საერთაშორისო დონის ჯანდაცვას ყველასთვის. ჰოსპიტალში მოეწყო ახალი ინფრასტრუქტურა, ასევე დაემატა სამედიცინო კონსიერჟის სერვისი, რომელიც ქართველ და უცხოელ პაციენტებს სურვილისამებრ მოემსახურება და ჰოსპიტალში ნებისმიერი პროცედურული საკითხის მოგვარებაში დაეხმარება.
კავკასიის მედიცინის ცენტრი ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამედიცინო ტურიზმის განვითარებას.