OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
სიახლე

სიახლე

როგორ ვმართო კოვიდის ტრავმა ? - ონლაინ თერაპიული კურსი

28 აპრილი 2021
როგორ ვმართო კოვიდის ტრავმა ? - ონლაინ თერაპიული კურსი
თამარ თანდაშვილის ონლაინ თერაპიულ კურსზე რეგისტრაცია დაიწყო

“კავკასიის მედიცინის ცენტრი” კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მსურველებს ონლაინ ჯგუფურ ფსიქოლოგიური სეანსებს 1 თვის მანძილზე უფასოდ შესთავაზებს

  • კურსი მოიცავს ონლაინ 2 სეანსს Zoom-ში
  • დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია 20 ადამიანამდე
  • სეანსების დროები: 29 აპრილი - 20:00 საათი | 7 მაისი - 20:00 საათი

კოვიდის პერიოდში, ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად, ადამიანებს თვითონ ცხოვრების გარშემო გაუჩნდათ კითხვები:

'როგორ უნდა ვიცხოვრო ამ რეალობაში, რომ თავისუფლებისა და სიხარულის განცდა დამიბრუნდეს ?'

'რა ვუყო ამ შეგრძნებას, რომ თითქოს არ ვცხოვრობ, არამედ თვეებს ვაცდენ ცხოვრების მოლოდინში ?'

კოვიდმა ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა, როგორც ეკონომიკური, ასევე ფსიქოლოგიური კუთხით. კურსის მიზანია ადამიანებს მისცეს უსაფრთხო ფსიქოლოგიური სივრცე, სადაც ისინი თავის გამოცდილებას ამბად აქცევენ, გააზიარებენ და მიხვდებიან, რომ მათი ტრავმული ნარატივი სხვა ადამიანების ამბებთან ერთ კოვიდ ცხოვრების დიდ მოზაიკას ქმნის.
 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ Facebook გვერდზე ან შემდეგ ელ-ფოსტაზე: therapy@cmchospital.ge