OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
სიახლე

სიახლე

კავკასიის მედიცინის ცენტრი და EKIMO საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს დისტანციურ სერვისებს სთავაზობს

23 სექტემბერი 2020
კავკასიის მედიცინის ცენტრი და EKIMO საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს დისტანციურ სერვისებს სთავაზობს
მსოფლიოში შექმნილი საკარანტინო და საიზოლაციო რეჟიმის პერიოდში ადამიანებს გეგმიურ სამედიცინო მომსახურებებზე შეზღუდული წვდომა აქვთ. სწორედ ამიტომ, კავკასიის მედიცინის ცენტრმა (Caucasus Medical Center), მობილურ აპლიკაცია EKIMO-სთან პარტნიორობით შექმნა ქართველ ემიგრანტების საჭიროებაზე მორგებული პროდუქტი, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს დისტანციურ სამედიცინო სერვისებს სთავაზობს.

დისტანციური სამედიცინო სერვისით სარგებლობა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს 24 საათიან რეჟიმში შეეძლებათ. მათთვის ოჯახის ექიმის მომსახურება უფასო იქნება, ხოლო სხვა სპეციალისტებთან ისინი მომსახურებას სიმბოლურ ფასად მიიღებენ. პაციენტების დისტანციური მართვა მაღალი სამედიცინო სტანდარტების დაცვით განხორციელდება, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას და საფუძვლიან მონიტორინგს გულისხმობს.

საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს საშუალება აქვთ დისტანციური სამედიცინო სერვისი მობილური აპლიკაცია EKIMO-ს გამოყენებით მიიღონ, რომელიც მომხმარებლებს სასურველი ექიმის შერჩევას და რეზერვაციას გაუმარტივებს.

ასევე, მათთვის, ვისაც სურს ოჯახის ექიმთან სატელეფონო ჩაწერა, 24 საათიან რეჟიმში ფუნქციონირებს ნომერი (+995) 595 44 44 84. რეზერვაციის შემდეგ ექიმი პაციენტებს თავად დაუკავშირდება.

ევექსი ჰოსპიტლების ქსელში არსებული მრავალპროფილური კავკასიის მედიცინის ცენტრი (Caucasus Medical Centre) მაქსიმალურად შეეცდება ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება, თანამემამულეებს დისტანციურად გაუწიოს, რომლებიც არსებულ მდგომარეობაში ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან და გარკვეული მიზეზების გამო, შესაძლოა, საჭირო პროფილის ექიმისგან სამედიცინო დახმარების მიღებას ვერ ახერხებენ.