OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
სიახლე

სიახლე

IHF ვირტუალური ფორუმი ჯანდაცვის მომსახურებების ტრანსფორმაციის შესახებ

03 ნოემბერი 2020
IHF ვირტუალური ფორუმი ჯანდაცვის მომსახურებების ტრანსფორმაციის შესახებ
ჰოსპიტლების საერთაშორისო ორგანიზაციების ქსელის IHF-ის მიერ ორგანიზებული ვირტუალური ფორუმზე განხილული იქნება COVID 19 პანდემიის პერიოდში ჯანდაცვის მომსახურებების ტრანსფორმაციის საკითხები.
მოხსენებების სერია ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. მსოფლიო მასშტაბით ჯანდაცვის სფეროს ლიდერები ერთმანეთს გაუზიარებენ იმ მთავარ გამოცდილებებს, რომელიც მიიღეს კოვიდ კრიზისის პერიოდში და განიხილავენ თუ როგორ უნდა განვითარდეს ჯანდაცვის სერვისები მომავალში.

საერთაშორისო ფორუმზე საქართველოდან მოხსენებით გამოვა ევექსი ჰოსპიტლების გენერალური დირექტორის მოადგილე ეკა ქავთარაძე, რომელიც კოლეგებს COVID-19 -ის გამოწვევებთან გამკლავებისას ქსელში ჩატარებულ ღონისძიებებს - როგორც ჰოსპიტლების ინფრასტრუქტურულ მორგებასა და კლინიკური გუნდების გადამზადებას, ასევე სერვისების ხელმოსაწვდომობას გააცნობს.


საერთაშორისო ფორუმის მთავარი მიზანია ჰოსიპტლების აღმასრულებელმა დირექტორებმა და ჯანდაცვის სფეროს ლიდერებმა ერთმანეთს covid 19-თან ბრძოლის გამოცდილება გაუზიარონ და გაძლიერდეს ჯანდაცვის სისტემის მდგრადობა პანდემიის და შემდგომ პერიოდში.


სრული ინფორმაცია ფორუმის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ