მედიცინის დოქტორი, ექიმი ქეთევან ბურდულაძე 2021 წლიდან შემოუერთდა კავკასიის მედიცინის ცენტრს და ხელმძღვანელობს პოსტოპერაციული ინტენსიური თერაპიის განყოფილებას.
იგი მოზრდილთა და ბავშვთა ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ლიცენზირებული ექიმია. 2013 - 2018 წლებში სარეზიდენტო პროგრამა მან ისრაელში, იერუსალიმის ჰადასას სამედიცინო ცენტრში გაიარა.
ამასთან, ის აქტიურადაა ჩართული სამეცნიერო, კვლევით და აკადემიურ საქმიანობაში, კერძოდ: იგი ერთი სახელმძღვანელოს, 20-მდე სტატიის თანაავტორი, ორი მიმდინარე კვლევის თანამკვლევარი და სამი აკრედიტებული პროგრამის თანაავტორია. მას გავლილი აქვს არაერთი საერთაშორისო პროგრამა თუ კურსი, როგორიცაა: კლინიკური კვლევის წარმოების სასერტიფიკაციო კურსი (თელავივი); ტოპ მენეჯმენტის სრული CEO პროგრამა (ევროპის ბიზნეს სკოლა). აგრეთვე, როგორც ლექტორი, იგი ჩართულია მომავალი სამედიცინო პერსონალის ფორმირების საგანმანათლებლო პროცესში.
აქტიური და პროდუქტიული სამედიცინო/სამეცნიერო მოღვაწეობიდან გამომდინარე, ექიმი, ქეთევან ბურდულაძე ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის ევროპული საზოგადოების ESAIC (European Society of Anesthesiology and Intensive Care) წევრია.