24 მარტი 2025

ქეთევან მამაგულაშვილი

პაციენტმა კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკო-გინეკოლოგიის ხელმძღვანელ, არჩილ შარაშენიძეს სისხლდენით და გამოხატული ჩივილებით მიმართა. გამოკვლევების შედეგად დაისვა საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი.

პაციენტის ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ექიმმა სამკურნალოდ ლაპოროსკოპიული მეთოდით ოპერაციის ჩატარება გადაწყვიტა, რომელმაც გართულებების გარეშე ჩაიარა და პაციენტმა ოპერაციიდან 3 დღის შემდეგ დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში დატოვა ჰოსპიტალი.

ოპერაციის შემდეგ პაციენტის ჯანმრთელობისა და ცხოვრებრის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.