Image alt text

ლიკა ჯაჯანიძე

კრიტიკული მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის ცენტრის ხელმძღვანელი; ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი

ექიმის შესახებ

ბიოგრაფია

 

ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, ლიკა ჯაჯანიძე 2020 წლიდან შემოუერთდა კავკასიის მედიცინის ცენტრის მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდს და იკავებს კრიტიკული მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანლის პოზიციას.

 

იგი ანესთეზია-რეანიმატოლოგიისა და გადაუდებელი მედიცინის ლიცენზირებული ექიმია.

 

გარდა ამისა, ის მონაწილეობას იღებს საერთაშორისო კონფერენციებსა თუ კონგრესებში და ეცნობა პაციენტის მართვის თანამედროვე მიდგომებსა და სხვა კვლევებს. 

 

კლინიკურ და სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად, იგი ჩართულია მომავალი ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის საგანმანათლებლო საქმიანობაშიც, კერძოდ, პოსტდიპლომურ სწავლება - ლიცენზირებაში.

 

საექიმო საქმიანობის ფარგლებში ექიმი ლიკა ჯაჯანიძე წელიწადში 100 დილატაციურ ტრაქეოსტომიას ახორციელებს და, ამასთან გვთავაზობს ისეთ სერვისებს, როგორიცაა: 

 

  • კრიტიკული მდგომარეობის მართვა 24/7-ზე რეჟიმში.

 

რეანიმაციული სერვისი, მათ შორის:

 

  • ჰემოდიალიზი;
  • სეფსისის მართვა;
  • მწვავე ტრავმის მართვა;
  • ARDR - ის მართვა;
  • მწვავე ნეიროქირურგიული და ქირურგიული პაციენტების მართვა;
  • ინტოქსიკაციების, ასევე ინტენსიური თერაპიის მქონე პაციენტების მართვა და სხვა.