OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers

Услуги

კუჭის ბოტოქსი - ზედმეტი წონის კორექციის ეფექტური მეთოდი

კავკასიის მედიცინის ცენტრის დიაგნოსტიკურ ჰაბში აქტიურად და წარმატებით ხორციელდება კუჭის ენდოსკოპიური ბოტოქსის პროცედურა.
კუჭის ბოტოქსი - ზედმეტი წონის კორექციის ეფექტური მეთოდი
Заполнить Заявку
Заполните Форму Заявки

კუჭის ენდოსკოპიური ბოტოქსი ჭარბ წონასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე  ნაკლებადინვაზიური  და თანამედროვე მეთოდია. მანიპულაციისას  ბოტულინის ტოქსინის ენდოსკოპიური გზით შეყვანა ხდება სპეციალურ ადგილას, რაც საბოლოოდკუჭის მოცულობის შემცირებასა და მადის დაქვეითებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, წონაში კლების პროცესი ეტაპობრივად და ჯანსაღად მიმდინარეობს. გარდა ვიზუალური ეფექტისა, კუჭის ბოტოქსი მნიშვნელოვნად ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკებს და შესაძლო გართულებებს შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, ამიტომ ის სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობიების პრევენციასაც ახდენს წონის დაკლების გზით.

პროცედურა ხანმოკლეა და სულ რაღაც 15 წუთი გრძელდება, თუმცა მანიპულაციის ჩატარებამდე ხორციელდება წინასწარი გამოკვლევები. მნიშვნელოვანია, რომ პროცედურა  ტარდება გამოცდილი ანესთზიოლოგთა გუნდის მიერ ინტრავენური ანესთეზიით და პროცედურის დროს ხორციელდება ყველა სასიცოცხლო ფუნქციის მონიტორირება.  ხოლო, თავად პროცედურა ტარდება მაღალკვალიფიციური ენდოსკოპიური გუნდის მიერ. პროცედურის შემდეგ პაციენტს მართავს ენდოკრინოლოგი, რომელიც განსაზღვრავს ინდივიდუალურად თითოეული პაციენტის დიეტას ნუტრიციოლოგიური პარამეტრების გათვალისწინებით.

 პროცედურა არის უსაფრთხო და  თითქმის არ გააჩნია უკუჩვენებები. პაციენტი მანიპულაციის დასრულებისთანავე ეწერება ბინაზე.აღსანიშნავია ისიც, რომ კუჭის ბოტოქსის პროცედურა კავკასიის მედიცინის ცენტრში ყველა მსურველისთვის არის ხელმისაწვდომი. საბოლოოდ,  გამოჯანმრთელების პროცესი არის გაცილებით მარტივი და კომფორტული, ვიდრე წონაში კლების სხვა პროცედურების შემთხვევაში.

 

Мухран Тамазашвили

5:31

Георгий Ломджария

4:30