ჩვენი ამბავი

კავკასიის მედიცინის ცენტრი JCI აკრედიტაციის მფლობელი, მყარი ისტორიული გამოცდილების მქონე უმსხვილესი მულტიპროფილური ჰოსპიტალია,  რომელიც რეგიონის მოსახლეობას უახლეს სამედიცინო  კვლევებზე დაფუძნებულ მაღალტექნოლოგიურ, ინოვაციურ, სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მიდგომებს სთავაზობს. კავკასიის მედიცინის ცენტრის ძლიერ მხარეს დასავლური გამოცდილების მქონე სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტებული გუნდი, უახლესი სამედიცინო ინფრასტრუქტურა და სერვისების მრავალფეროვნება წარმოადგენს. ჰოსპიტალში ტარდება ისეთი იშვიათი სამედიცინო ინტერვენციები, როგორიც არის  ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, რქოვანის გადანერგვა და სხვა.

Image alt text

 

250-ზე მეტ საწოლზე გათვლილი მულტიპროფილური რეფერალური ჰოსპიტალი ვიან ჯგუფის ფლაგმანი ჰოსპიტალია. 2016 წელს კავკასიის მედიცინის ცენტრმა ფუნქციონირება დიაგნოსტიკური ცენტრის სახით დაიწყო, 2018 წელს კი პირველი სტაციონარული პაციენტი მიიღო. დღეს კავკასიის მედიცინის ცენტრი 200-ზე მეტ სამედიცინო სერვისს აწვდის პაციენტებს, რომელთა რაოდენობა თვეში 10,000-ს აღწევს. ჰოსპიტლის სწრაფ ზრდაში უდიდესი წვლილი მიუძღვის მძლავრ სამედიცინო გუნდს. 

 

ჰოსპიტლის მთავარი უპირატესობა მის მრავალპროფილურობაშია - აქ ერთ სივრცეშია გაერთიანებული როგორც პრევენციული, ისე დიაგნოსტიკური და სტაციონარული სერვისები. პაციენტისთვის მკურნალობის ყველა ეტაპზე ხელმისაწვდომია შესაბამისი პროფილის ექიმის მაღალკვალიფიციური სამედიცინო კონსულტაცია, ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული და მაღალტექნოლოგიური კვლევები, საჭიროების შემთხვევაში კი წამყვანი ექიმების კონსილიუმით სარგებლობის შესაძლებლობა.

 

2024 წელს კავკასიის მედიცინის ცენტრმა (CMC) ჯანდაცვის საერთაშორისო აკრედიტაციის უმაღლესი ორგანოს ოქროს ხარისხი მოიპოვა. აკრედიტაციისთვის მზადების პროცესში, 18 თვის განმავლობაში, ჰოსპიტალმა პაციენტთა უსაფრთხოების გლობალური მიზნების შესაბამისად, 1,200-მდე სტანდარტი დანერგა. კავკასიის მედიცინის ცენტრი სრულად აკმაყოფილებს პაციენტზე ორიენტირებული ზრუნვის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტს: ამბულატორიული, გადაუდებელი და სტაციონარული მკურნალობის ხარისხით და ეფექტურობით, ინფექციის კონტროლისა და პრევენციის მექანიზმებით, საექთნო ზრუნვით, მედიკამენტების მართვის უსაფრთხო პოლიტიკით, სტრატეგიული მმართველობით და ხარისხის კულტურით, სამედიცინო პერსონალის კომპეტენციით, პაციენტის და მისი ოჯახის წევრების უფლებების დაცვით, ჰოსპიტლის ინფრასტრუქტურით, სამედიცინო მომსახურების უწყვეტი გაუმჯობესების პროცესებით.

 

ხარისხის ოქროს ბეჭედი (The Gold Seal of Approval), რომელიც კავკასიის მედიცინის ცენტრს, როგორც JCI აკრედიტებულ ჰოსპიტალს მიენიჭა, ჯანდაცვის უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობას აღნიშნავს.
კავკასიის მედიცინის ცენტრი სამედიცინო ტურიზმის ჰაბს წარმოადგენს რეგიონში, რომელიც მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურებას ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს საერთაშორისო პაციენტებს. დამატებითი კომფორტისთვის, პაციენტებისთვის სამედიცინო კონსიერჟის მომსახურებაც ხელმისაწვდომია.

Image alt text
Image alt text