OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers

Наша Команда

კლინიკური ონკო-ცენტრი

კლინიკური ონკოლოგია კავკასიის მედიცინის ცენტრის კიდევ ერთი მიმართულებაა, რომელიც ჰოსპიტალში უახლესი სამედიცინო პროტოკოლების შესაბამისად შეიქმნა და პაციენტებს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებით მკურნალობას სთავაზობს. კლინიკური ონკო-ცენტი კი გახლავთ სივრცე, სადაც სრული ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური მომსახურების მიღება ერთ სივრცეში, მაქსიმალურად კომფორტულ გარემოშია შესაძლებელი.
ონკოლოგია
კლინიკური ონკო-ცენტრი
კლინიკური ონკოლოგია კავკასიის მედიცინის ცენტრის კიდევ ერთი მიმართულებაა, რომელიც ჰოსპიტალში უახლესი სამედიცინო პროტოკოლების შესაბამისად შეიქმნა და პაციენტებს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებით მკურნალობას სთავაზობს. კლინიკური ონკო-ცენტი კი გახლავთ სივრცე, სადაც სრული ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური მომსახურების მიღება ერთ სივრცეში, მაქსიმალურად კომფორტულ გარემოშია შესაძლებელი. პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია:

  • კლინიკური ონკოლოგის კონსულტაცია;
  • ონკო-ჰემატოლოგის კონსულტაცია;
  • კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
  • მორფოლოგიური, იმუნოჰისტოქიმიური და მოლეკულურ-გენეტიკური კვლევები;
  • ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრი;
  • ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისი;


ონკო-ცენტრში ხორციელდება ამბულატორიული და სტაციონარული ქიმიოთერაპია (მონო და პოლიქიმიოთერაპიის რეჟიმები), ჰორმონოთერაპია, სამიზნე (ტარგეტული) თერაპია და იმუნოთერაპია. აღსანიშნავია ფსიქოლოგიური დახმარების სერვისი, რომელიც ონკოლოგიური პაციენტების მენტალურ განწყობაზე ზრუნავს, ვინაიდან ფსიქიკური მხარდაჭერის ფონზე შეცვლილი განწყობა, საბოლოო ჯამში, დადებითი გამოსავლის შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის.

უნდა აღინიშნოს, რომ მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებული ონკო-ცენტრის გუნდი, რომელსაც კლინიკური ონკოლოგი და ევროპის ონკოლოგთა ასოციაციის წევრი, ივანე კილაძე ხელმძღვანელობს, აქტიურად თანამშრომლობს ჰოლანდიის წამყვან ლაბორატორიასთან, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, პათომორფოლოგების კონსულიუმი იმართება და რთული შემთხვევების განხილვა ხდება. პროცესს ევროპაში მოღვაწე ქართველი პათოლოგ-ანატომი, ევექსის პათოლოგიის მიმართულების უფროსი, ალექსი ბაიდოშვილი ხელმძღვანელობს. ქსელის ონკოლოგიურ მიმართულებას კი მონიტორინგს დანიაში მოღვაწე ონკოლოგი, ევექსის ონკოლოგია/ჰემატოლოგიის კლინიკური ბორდის ხელმძღვანელი, ზაზა უჯმაჯურიძე უწევს.

ონკო-ცენტრში შესაძლებელია პერსონალური კოორდინატორის სერვისით სარგებლობაც. სურვილის შემთხვევაში, პაციენტების გეგმიურ ვიზიტებსა და კვლევებთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს სამედიცინო კონსიერჟი უზრუნველყოფს. ყველა ამ სერვისის მისაღებად საჭიროა წინასწარ ჩაწერა ნომერზე: 2 600 600.