12 августа 2025

შარდკენჭოვანი დაავადებების მკურნალობა კავკასიის მედიცინის ცენტრში

Image alt text

მინიმალურად ინვაზიური უროლოგიური ქირურგია კავკასიის მედიცინის ცენტრში

— ინოვაცია, სიზუსტე და გამოცდილება ერთ სივრცეში! —

კავკასიის მედიცინის ცენტრის უროლოგიური განყოფილება გთავაზობთ თანამედროვე, ეფექტურ და უსაფრთხო მკურნალობას შარდკენჭოვანი დაავადებების სრული სპექტრის დროს. ოპერაციები ტარდება უახლესი თაობის ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს მინიმალურ ტრავმას, მცირე ჰოსპიტალიზაციის პერიოდს და პაციენტის სწრაფ რეაბილიტაციას.

 

 

 ვმკურნალობთ ყველა ტიპის შარდკენჭოვან დაავადებას:

  • თირკმლის კენჭები (Nephrolithiasis)
  • თირკმლის მენჯის კენჭები (Pelvicalyceal stones)
  • შარდსაწვეთის კენჭები (Ureterolithiasis)
  • შარდის ბუშტის კენჭები (Vesical calculi)
  • სტაგჰორნული კენჭები (Staghorn stones)
  • ერთეული ან მრავლობითი კენჭები (Solitary / Multiple stones)
  • განმეორებადი კენჭოვანი დაავადება (Recurrent urolithiasis)
  • შარდმჟავას, კალციუმის, სტრუვიტისა და ცისტინის კენჭები

 

 

რას ვაკეთებთ?

  • ურეთერორენოსკოპია (URS)
  • პერკუტანული ნეფროლითოტომია (PCNL – supine პოზიციით)
  • RIRS – მოქნილი ურეთეროსკოპით ინტრარენალური ჩარევა
  • შარდსაწვეთის სტენტირება
  • შარდის ბუშტის კენჭების ენდოსკოპიურიდესტრუქცია

 

 

 

🔹 ჩვენი ტექნოლოგიური უპირატესობები — დეტალურად:

 Quanta System Magneto 150W – ჰოლმიუმის ლაზერი

ეს არის თანამედროვე ევროპული წარმოების ჰოლმიუმის ლაზერი, რომელსაც შეუძლია ყველა ტიპის კენჭის დაშლა – დიდი, პატარა, მყარი ან რბილი.

  •  150 ვატიანი სიმძლავრე უზრუნველყოფს სწრაფ და ზუსტ მოქმედებას
  •  ინოვაციური Virtual Basket™ და Vapor Tunnel™ ტექნოლოგიები ზრდის ეფექტურობას და ამცირებს დაზიანებას
  •  შესაძლებელია როგორც dusting (მტვრად დაშლა) ისე fragmentation (დამსხვრევა)
  • განსაკუთრებით ეფექტურია RIRS, URS და ბუშტის ენდოსკოპიური ოპერაციებისას

🔹 Swiss LithoClast® Trilogy – სამმაგი ენერგიის ლითოტრიპტერი

ეს მოწყობილობა აერთიანებს ბალისტიკურ, ულტრაბგერით და ასპირაციულ ენერგიას, რაც საშუალებას აძლევს ქირურგს ერთდროულად დაშალოს კენჭი და ამოიღოს მისი ფრაგმენტები.

  • არაჩვეულებრივია დიდი ან რთულად მისადგომი კენჭებისთვის (PCNL დროს)
  • მნიშვნელოვნად ამცირებს ოპერაციის ხანგრძლივობას
  • უზრუნველყოფს ოპერაციის მაღალ ხილვადობას მუდმივი ასპირაციის გამო
  •  კენჭის ნაწილების დატოვების რისკი მინიმალურია

🔹 Single-use Digital Flexible Ureterorenoscope

ინოვაციური, ერთჯერადი გამოყენების ციფრული მოქნილი ურეთეროსკოპიგვეხმარება რთულად მისადგომ თირკმლის უბნებში, იდეალურია RIRS ოპერაციებისთვის.

➡ მაღალი გარჩევადობის ციფრული გამოსახულება

➡ ინფექციის რისკების მინიმიზაცია

➡ მაქსიმალური სიზუსტე ქირურგისთვის

🔹 Olympus VISERA ELITE III 4K 3D სისტემა

ეს არის უახლესი ვიდეოენდოსკოპიური პლატფორმა – მაღალი გარჩევადობითდა მოცულობითი ხედვით

  • ოპერატორისთვის სრული ვიზუალური კონტროლი
  • ქსოვილებისა და კენჭების ზუსტი იდენტიფიკაცია
  • ოპერაციული დროისა და შეცდომის რისკის შემცირება

🔹 BK Active – ულტრათანამედროვე უროლოგიური ექოსკოპიური სისტემა

ეს აპარატი შექმნილია სპეციალურად უროლოგიური ჩარევებისთვის და გამოსახულების მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

  •  გამოიყენება თირკმლის, შარდის ბუშტის, პროსტატის და სხვა ორგანოების შეფასებისთვის
  • აქვს needle guidance ფუნქცია – ზუსტი ნავიგაცია ბიოფსიებისა და PCNL დროს
  •  თავსებადია სტერილურ გარემოსთან – პირდაპირ საოპერაციოში გამოსაყენებლად