„კავკასიის მედიცინის ცენტრი“ აცხადებს ვაკანსიას დირექტორის მოადგილის პოზიციაზე
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო განაკვეთი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ქავთარაძის N23
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
სახელმწიფო პროგრამებში ჰოსპიტლის ჩართვის პროცესის მართვა;
კომერციულ მიმართულებაში შექმნილი კრიზისული სიტუაციების მართვა, მოსალოდნელი გართულებებისა და არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება, დროული რეაგირება, შესაბამისი კომუნიკაცია და აღმოფხვრა;
სხვადასხვა კომპანიასთან ხელშეკრულებების დადება, მართვა და მონიტორინგი;
ჰოსპიტლის ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება;
ჰოსპიტლის მომგებიანობის უზრუნველყოფა;
მოგება/ზარალის ანგარიშგების მომზადება და ანალიტიკა მთლიანი ჰოსპიტლისა და შემავალი სტრუქტურული ერთეულების ჭრილში;
სამედიცინო სფეროში არსებული სიახლეების მოძიება, ბაზარზე არსებული ტენდენციების შესწავლა და კლინიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლება;
სახელმწიფო რეგულაციებთან ჰოსპიტლის შესაბამისობის ზედამხედველობა;
პაციენტთა მომსახურების სტანდარტის ამაღლება და მათი კმაყოფილების მაჩვენებლის გაზრდა;
დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა/კონტროლი;
დაქვემდებარებული პერსონალის სწავლება და ზედამხედველობა;
კომპანიის მიერ გაწერილი მომსახურების სტანდარტების დაცვის კოორდინაცია;
ბიზნეს ამოცანების შესრულების პერიოდული შეფასება, ანალიზი და ხარისხის მუდმივი კონტროლი;
თანამშრომელთა სამოტივაციო სისტემის შექმნაში მონაწილეობის მიღება/სამოტივაციო სისტემის შესრულების კოორდინაცია;
თანამშრომლების მუშაობის პერიოდული შეფასება და უკუკავშირი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების მიმართულებით);
სასურველია მაგისტრის ხარისხი (ბიზნეს ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით);
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა;
სავალდებულოა მენეჯერულ პოზიციებზე მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
სასურევლია სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
საოფისე პროგრამების ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
ინგლისური ენის ცოდნა;
ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილებები საყოველთაო ჯანდაცვის და ვერტიკალური პროგრამების შესახებ;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
ანალიტიკური უნარები;
ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
შედეგზე ორიენტაცია;
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
გადაწყვეტილების მიღების უნარი;
პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
სტრატეგიული აზროვნება;
გუნდის მართვის კომპეტენცია;
გუნდური მუშაობის უნარი;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 05 ივნისი, 2025
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.