
ლიკა ჯაჯანიძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი დაამთავრა. დიპლომისშემდგომი სწავლება ამავე უნივერსიტეტში ჯერ ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის, შემდეგ კი გადაუდებელი მედიცინის მიმართულებით განაგრძო.
მისი პროფესიული მოღვაწეობა 2011 წლიდან იწყება. მუშაობდა არაერთ სამედიცინო დაწესებულებაში ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის, ექიმ-რეანიმატოლოგისა და გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმის პოზიციებზე. ევექსის ჰოსპიტალურ გუნდს ის 2020 წელს შემოუერთდა. ამჟამად დასაქმებულია ჰოსპიტლის კლინიკური ონკოლოგიის განყოფილებაში.