გიორგი ნიკოლაიშვილმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა და დიპლომისშემდგომი სწავლება კარდიოლოგიის მიმართულებით განაგრძო. ის ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატებს როგორც კარდიოლოგიასა და ინტერვენციულ კარდიოლოგიაში, ასევე - ექოკარდიოგრაფიასა და შინაგან მედიცინაში. გარდა ამისა, არის 15 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
გიორგი ნიკოლაიშვილის პროფესიული მოღვაწეობა 2003 წლიდან იწყება. ევექსის ჰოსპიტალურ ქსელს ის 2013 წლიდან, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის კარდიოლოგიური განყოფილების უფროსის პოსტზე შემოუერთდა. ასევე, არის ევექსის სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელი კარდიოლოგიაში და აქტიურ მონაწილეობს ამავე მიმართულებით მოქმედ სამედიცინო ექსპერტთა საბჭოში.