OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
Статьи Блога

Статьи Блога

სპორტი და ჯანმრთელობა: კავკასიის მედიცინის ცენტრი სპორტსმენების ჯანმრთელობის სადარაჯოზე

19 Сентябрь 2022
სპორტი და ჯანმრთელობა: კავკასიის მედიცინის ცენტრი სპორტსმენების ჯანმრთელობის სადარაჯოზე

სპორტითავად არის ცხოვრების ჯანსაღი წესის შემადგენელი ნაწილი, თუმცა რეგულარული ფიზიკური აქტივობებით დაკავებისას აუცილებელია მუდმივი სამედიცინო მონიტორინგი. განსაკუთრებით მაშინ, როცა პროფესიონალურ სპორტსა და პროფესიონალ სპორტსმენებზე ვსაუბრობთ.

კავკასიის მედიცინის ცენტრი ის მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა ქვეყანაში, რომელიც აქტიურად დგას სპორტსმენების ჯანმრთელობის სადარაჯოზე. გარდა იმისა, რომ ჰოსპიტალი რაგბის კავშირის პარტნიორია და ქართველ მორაგბეებს ექსკლუზიური მომსახურებით უზრუნველყოფს, კავკასიის მედიცინის ცენტრმა წელს „ევრობასკეტ 2022-ზე“ კალათბურთის ეროვნული ნაკრების ოფიციალური სამედიცინო სპონსორის როლიც მოირგო.

უფრო დეტალურად სპორტსმენებისთვის ჯანმრთელობის მუდმივ სკრინინგსა და იმ სერვისებზე, რომელსაც ჰოსპიტალი აწვდის ახალგაზრდა მორაგბეებსა თუ კალათბურთელებს, საუბრობს პერსონალური ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი, თერაპევტი რუსუდან ჯოჯუა:

„ჯანმრთელობის მუდმივის მონიტორინგის აუცილებლობაზე არავინ ვდაობთ. საკუთარი ორგანიზმის, მისი ფუნქციონირების კონტროლი და პერიოდული შემოწმება ყველა ჩვენგანისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, თუმცა სპორტსმენებს, პროფესიიდან გამომდინარე, სამედიცინო დაწესებულებებთან უფრო აქტიური შეხება აქვთ და ჯანმრთელობის მონიტორინგი ბევრად მეტად ესაჭიროებათ.

გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ისეთ პრევენციულ ღონისძიებებს, როგორიცაა ე.წ. „ჩექ-აფ“ კვლევები, რაც უსიმპტომო პაციენტების შეფასების საშუალებას იძლევა. მით უმეტეს, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, თირკმლის კიბოსწინარე პათოლოგიები და მრავალი სხვა სწორედ უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მათი აღმოჩენა „ჩექ-აფ“ კვლევების გარეშე, შეუძლებელია. სწორედ ამ კვლევების შედეგად იქმნება წარმოდგენა პაციენტის ზოგად ჯანმრთელობაზე.

სწორედ ამ მიზნით მოქმედებს ჩვენს ჰოსპიტალში პერსონალური ჯანმრთელობის ცენტრი, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს მულტიპროფილურ ამბულატორიულ მომსახურებას და მოიცავს გამოკვლევებს ყველა სამედიცინო მიმართულებით. მათ შორის, იძლევა ქრონიკული თუ გენეტიკური დაავადებების გამოვლენა-მკურნალობის შესაძლებლობას. ცენტრში სპორტსმენებს ვთავაზობთ ინდივიდუალურ მიდგომას, რაც ითვალისწინებს არა მხოლოდ ერთჯერად სამედიცინო მომსახურებას, არამედ - კვების რაციონის შედგენას, პერსონალურ რეკომენდაციებს, ჯანსაღი ცხოვრების წესის მოდელირებას და უწყვეტ დაკვირვებას პაციენტის ჯანმრთელობაზე.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ აქტიურ სპორტსმენებს ხშირად აწუხებთ ძვალ-სახსროვანი სისტემის დაზიანებები ისევე, როგორც საჭიროებენ კარდიოვასკულური სისტემის მუდმივ მეთვალყურეობას დიდი და ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის გამო. ჩვენს ცენტრში კი ყველა ამ მიმართულებით უზრუნველვყოფთ ახალგაზრდა სპორტსმენებს და მოხარულები ვართ, რომ სწორედ ჩვენ ვდგავართ მათი ჯანმრთელობის სადარაჯოზე.“

другие блогпосты

სიცოცხლის რიტმი: რა უნდა ვიცოდეთ გულის არითმიის შესახებ?
Посмотреть
სიცოცხლის რიტმი: რა უნდა ვიცოდეთ გულის არითმიის შესახებ?
18 Июль 2024
არითმია, ანუ არარეგულარული გულისცემა, გულის ნორმალური რიტმის ნებისმიერი ტიპის დარღვევას ეწოდება. ფიზიოლოგიურად გულისცემის სიხშირე შეიძლება გაიზარდოს ფიზიკური აქტივობის შესაბამისად ან შემცირდეს მოსვენებისა და ძილის დროს. ასევე, გულისცემის გამოტოვების იშვიათი შეგრძნება, უმეტესწილად არ უკავშირდება პათოლოგიურ ცვლილებებს, თუმცა, ხშირი არარეგულარული რითმი ძირითადად მიგვანიშნებს არითმიებზე, რა დროსაც გულისცემის პათოლოგიური ცვლილების გამო, ორგანოები ვერ მარაგდება საკმარისი რაოდენობის სისხლით.
 ყველაფერი, რაც მუხლის ჯანმრთელობის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
Посмотреть
ყველაფერი, რაც მუხლის ჯანმრთელობის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
20 Июнь 2024
ყველაფერი, რაც მუხლის ჯანმრთელობის შესახებ უნდა ვიცოდეთ.
პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
Посмотреть
პარალიზებული პაციენტის მკურნალობა ციცინო შურღაიას უნიკალური მეთოდით
21 Февраль 2024
„შუქი ჩაქრა, თვალებზე ფარდა ჩამომეფარა... გონება ბოლომდე შევინარჩუნე, ექიმებმა ხელოვნურ კომაში გადამიყვანეს“... თავის ისტორიას ეთო ბერიშვილი გვიყვება, ჩვენი 35 წლის პაციენტი, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად თავის ტვინის იშემიური ინსულტი 2020 წლის 14 თებერვალს განუვითარდა.