
საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნეები საკმაოდ ხშირი დაავადებაა, ხოლო ონკო-გინეკოლოგიურ პათოლოგიებს შორის იგი პირველ ადგილზეა. აქედან გამომდინარე, სიმსივნის ელიმინაციისა და კიბოსწინარე მდგომარეობების დროული აღმოჩენის მიზნით, კავკასიის მედიცინის ცენტრი ქვეყნის მასშტაბით არსებული პრევენციული მედიცინის საუკეთესო საშუალებას - საშვილოსნოს ყელის უფასო სკრინინგის პროგრამას გვთავაზობს.
ჰოსპიტლის სკრინინგ პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ 25-დან 60 წლამდე ასაკის ქალბატონებს. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება:
პრევენციული მედიცინის ეს ფორმა მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადებით გამოწვეულ სიკვდილიანობას და დროული დიაგნოსტიკის შედეგად უამრავი პაციენტის სრულად განკურნებას განაპირობებს.
კავკასიის მედიცინის ცენტრის ონკო-გინეკოლოგიურ მიმართულებას ასოცირებული პროფესორი და ონკო-გინეკოლოგი, არჩილ შარაშენიძე ხელმძღვანელობს, ხოლო სკრინინგ- ცენტრის დირექტორი ასოცირებული პროფესორი და რადიოლოგი, ეკატერინე შველიძეა.