ინსულტის შედეგად განვითარებული ეგზოფთალმია და ქალი, რომელსაც სიცოცხლე შეუნარჩუნდა
13 Июнь 2022
სიცოცხლე ყველას უყვარს, სიცოცხლე ყველას უნდა... ამბობს, რომ გამონაკლისი არც თვითონ ყოფილა და ცხოვრების გაგრძელება ძალიან სურდა.
ნინო სეფიაშვილი კავკასიის მედიცინის ცენტრში სუბარაქნოიდული ჰემორაგიის დიაგნოზით შეიყვანეს. ეს ჰემორაგიული ინსულტის ერთ-ერთი ტიპია, რომლის დროსაც სისხლდენა ტვინის მფარავ შიგნითა და შუა გარსებს შორის, ანუ სუბარაქნოიდულ სივრცეში ვითარდება. დაავადებას ძალიან მძიმე, ხშირად სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობის გამოწვევა შეუძლია და ის ძალიან სწრაფად ვითარდება.
მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად ართულებდა ის, რომ ჩატარებული გამოკვლევების შედეგად პაციენტს კაროტიდო-კავერნოზული ფისტულის დიაგნოზიც დაესვა. საუბარია პათოლოგიაზე, როდესაც შიგნითა საძილე არტერიასა და კავერნოზულ სინუსს შორის ვითარდება ფისტულა, რომელიც თვალის წინ წამოწევას იწვევს და დიდი საფრთხეს უქმნის თავის ტვინის სისხლმომარაგებას. გასკდომის შემთხვევაში, შესაძლოა, მდგომარეობამ ლეტალური შედეგი გამოიწვიოს.
ნეიროქირურგებმა - მირზა ხინიკაძემ და კოკა გოგიჩაიშვილმა პაციენტი გადაუდებელი ოპერაციული ჩარევისთვის მოამზადეს და ფისტულის დახურვა ენდოვასკულურად, საემბოლიზაციო წებოს გამოყენებით გადაწყვიტეს. ტექნიკურად რთულად შესასრულებელი ოპერაცია წარმატებით, გართულებების გარეშე დასრულდა.
სიცოცხლისთვის შეუთავსებელი პათოლოგიის გარდა, ნინო სეფიაშვილმა ვიზუალური დისკომფორტის მოხსნაც შეძლო. ოპერაციის შემდეგ სრულიად ალაგდა ეგზოფთალმია (თვალის წინ წამოწევა თვალბუდიდან) და ახალგაზრდა ქალი ბინაზე ნევროლოფიური დეფიციტის გარეშე, გამოჯანმრთელებული გაეწერა.
Поделиться этой страницей