ინსულტიდან 1 საათში - ნეიროქირურგების სწრაფი და სპეციალიზებული მკურნალობით გადარჩენილი ახალგაზრდა მამაკაცი
28 Июль 2022
ინსულტის მკურნალობაში კავკასიის მედიცინის ცენტრის ნეიროქირურგიული გუნდის მრავალი წარმატებიდან ერთ-ერთია ახალგაზრდა მამაკაცის სამედიცინო შემთხვევა, როდესაც ის ჰოსპიტალში დაავადების სიმპტომების აღმოცენებიდან 1 საათში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა.
თავად პაციენტი იხსენებს, რომ ცნობიერება არ დაუკარგავს, თუმცა ჯერ მეტყველების დარღვევა აღენიშნა, შემდეგ - სრულიად მოშლა. რამდენიმე წუთში სიმპტომებს დაემატა ხელ-ფეხის მოძრაობის შეზღუდვა, მოგვიანებით - დაკარგვა. ოჯახის წევრებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. ბრიგადამ ინსულტის ნიშნების მქონე პაციენტი კავკასიის მედიცინის ცენტრის სპეციალიზებულ მწვავე სისხლძარღვოვან განყოფილებაში გადაიყვანა.
კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ მარჯვენა შუა არტერიის თრომბი გამოავლინა, რომელიც, სავარაუდოდ, წინა გულიდან ან შიგნითა საძილე არტერიიდან მოწყდა და თავის ტვინის მაგისტრალური სისხლძარღვი დაახშო. მდგომარეობა ყოველწუთიერად უარესდებოდა და სასწრაფო ჩარევას საჭიროებდა.
ნეიროქირურგებმა მირზა ხინიკაძემ და კოკა გოგიჩაიშვილმა განახორციელეს ენდოვასკულური თრომბექტომიის პროცედურა, რის შედეგადაც ამოიჭრა გიგანტური ზომის თრომბი და სისხლძარღვი დიგიტალური ანგიოგრაფიის ტექნიკური მხარდაჭერით აღდგა.
ახალგაზრდა მამაკაცს ნევროლოგიური დეფიციტი პროცედურიდან რამდენიმე საათში აღუდგა და ბინაზე სრულიად გამოჯანმრთელებული გაეწერა.
Поделиться этой страницей