OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
Новостная статья

Новостная статья

მსოფლიო ნეირომეცნიერების ჟურნალი (SCIRP) ქართველი ნეიროქირურგების სამედიცინო წარმატების შესახებ

15 Апрель 2022
მსოფლიო ნეირომეცნიერების ჟურნალი (SCIRP) ქართველი ნეიროქირურგების სამედიცინო წარმატების შესახებ
მსოფლიო ნეირომეცნიერების ჟურნალში (SCIRP) ქართველი ნეიროქირურგების სამედიცინო მოღვაწეობის, მათი პრაქტიკული საქმიანობისა და წარმატების შესახებ სტატია გამოქვეყნდა. პუბლიკაციის ავტორი კავკასიის მედიცინის ცენტრის ნეიროქირურგი, პროფესორი მირზა ხინიკაძეა. თანაავტორები კი კავკასიის მედიცინის ცენტრის ნეიროქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელი, ვლადიმერ წიქარიშვილი, ნეიროქირურგიის რეზიდენტი, კოკა გოგიჩაიშვილი და ნიუ-ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის პროფესორი, ლანა ბოკუჩავა არიან. სწორედ მათ პრაქტიკულ საქმიანობასა და შედეგებზეა დამყარებული სტატია, რომელიც უშუალოდ სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევების პერიოდში ანევრიზმების ენდოვასკულურ მკურნალობას ეხება და დეტალურად აღწერს 137 პაციენტის სამედიცინო ისტორიასა და დადებით გამოსავალს.

როგორც სტატიის ავტორები განმარტავენ, სუბარაქნოიდულ სისხლჩაქცევებს, უმეტესად, ანევრიზმის სტრუქტურა განაპირობებს. შედეგი კი დიდწილად არის დამოკიდებული გამსკდარი ანევრიზმების ადრეულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე. პუბლიკაციაში აღწერილია ანევრიზმული სუბარაქნოიდული ჩაქცევების ქირურგიული მკურნალობა მძიმე, საშუალო თუ შედარებით მსუბუქ ფორმებში, მათი გართულებები და დადებითი გამოსავალი, რაც სრულად არის თანხვედრაში საერთაშორისო სტატისტიკასთან. სტატიაში ნათქვამია ისიც, რომ 137 პაციენტიდან 80%-ში ენდოვასკულური ოპერაცია დაავადების განვითარებიდან პირველ 12 საათში ჩატარდა.

გარდა ამისა, სტატიაში ხაზგასმულია, რომ ევექსი ჰოსპიტალური ქსელი ერთ-ერთი პირველი იყო ქვეყანაში, რომელმაც ყველა სახის სისხლძარღვოვანი პათოლოგიის მკურნალობის კომბინირებული მეთოდები (ანევრიზმის კლიპირება, ენდოვასკულური ქოილინგი) 2016 წლიდან აამოქმედა. ამ ტიპის ნეიროქირურგიული ოპერაციები ხორციელდება ქსელში შემავალ დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალსა და კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც სერვისი სრულყოფილად არის ხელმისაწვდომი.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ნეირომეცნიერების ჟურნალი პრაქტიკული და თეორიული მნიშვნელობის, საერთაშორისო დონის ჟურნალია, სადაც სტატიის გამოქვეყნება თავისთავად მიუთითებს პუბლიკაციის მაღალ აკადემიურ დონეს. სტატიის დეტალურად ნახვა შესაძლებელია ბმულზე -https://bit.ly/3Ehq7er  

Другие новости

ვენების ვარიკოზული დაავადებების სამკურნალო უსაფრთხო, მაღალეფექტური და უმტკივნეულო მეთოდი
.
Узнать больше
ვენების ვარიკოზული დაავადებების სამკურნალო უსაფრთხო, მაღალეფექტური და უმტკივნეულო მეთოდი
28 Апрель 2022
კავკასიის მედიცინის ცენტრი პაციენტებს ვენების ვარიკოზული დაავადებების სამკურნალოდ უსაფრთხო, მაღალეფექტურსა და უმტკივნეულო მეთოდს - რადიოტალღოვან აბლაციას სთავაზობს.
მსოფლიო დონის თორაკოქირურგის უნიკალური ოპერაციები კავკასიის მედიცინის ცენტრში და პირდაპირი ტრანსლირება საოპერაციო ბლოკიდან
.
Узнать больше
მსოფლიო დონის თორაკოქირურგის უნიკალური ოპერაციები კავკასიის მედიცინის ცენტრში და პირდაპირი ტრანსლირება საოპერაციო ბლოკიდან
27 Январь 2022
25 იანვარს კავკასიის მედიცინის ცენტრს ცნობილი თორაკოქირურგი, დიეგო გონსალეს რივასი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში სპეციალისტმა საქართველოში პირველად ჩაატარა რამდენიმე უნიკალური ოპერაცია და ქართველი კოლეგებისთვის თორაკოქირურგიაში უახლესი მეთოდის - უნიპორტალური მიდგომის მასტერკლასი გამართა.
Лечебно-диагностическая база Кавказского Медицинского Центра
.
Узнать больше
Лечебно-диагностическая база Кавказского Медицинского Центра
29 Сентябрь 2021
В Кавказском Медицинском Центре открылся новый лечебно диагностический центр, оснащенный современным оборудованием.