OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
Новостная статья

Новостная статья

კავკასიის მედიცინის ცენტრში პედიატრიული მიმართულებით დღის სტაციონარის სერვისი ამოქმედდა

13 Июль 2022
კავკასიის მედიცინის ცენტრში პედიატრიული მიმართულებით დღის სტაციონარის სერვისი ამოქმედდა
კავკასიის მედიცინის ცენტრი პედიატრიული მიმართულებით პაციენტებს სთავაზობს სრულფასოვან სამედიცინო მომსახურებას, რომელიც ითვალისწინებს როგორც ამბულატორიულ სერვისს, ასევე - დღის სტაციონარს, რაც სიახლეს წარმოადგენს და ჰოსპიტლის პატარა პაციენტებისთვის ივნისის თვიდან არის ხელმისაწვდომი.

დღის სტაციონარის არსებობა კავკასიის მედიცინის ცენტრის პედიატრიული მიმართულებით წარმოადგენს ყველა სერვისის ერთ სივრცეში მიღების უალტერნატივო შესაძლებლობას, რაც მომსახურების მაღალ ხარისხსა და კვალიფიციურ პერსონალთან ერთად ქმნის კომფორტულ და სანდრო გარემოს პატარა პაციენტებისა და მათი მშობლებისთვის.


დღის სტაციონარი საშუალებას იძლევა, დაავადების საწყის ეტაპზე მოხდეს პაციენტების დასტაბილურება/მართვა. ხოლო საჭიროების შემთხვევაში - განხორციელდეს მათი რეფერირება ქსელში შემავალ მულტიპროფილურ, პედიატრიულ სამედიცინო დაწესებულებებში. ასეთია ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა და მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, პედიატრიული ცენტრი ბავშვებზე მორგებული თბილი და კომფორტული გარემოა, სადაც ნებისმიერი სახის ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური მომსახურების მიღება ერთ, იზოლირებულ სივრცეშია შესაძლებელი. ჰოსპიტალში ხელმისაწვდომია:

O პედიატრის კონსულტაცია;
O ბავშვთა ნევროლოგის კონსულტაცია;
O ბავშვთა ენდოკრინოლოგის კონსულტაცია;
O ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია;
O ალერგოლოგის კონსულტაცია;
O პუბერტული (გარდამავალი) ასაკის დერმატოლოგის კონსულტაცია;
O პუბერტული (გარდამავალი) ასაკის გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგის კონსულტაცია;

გარდა კონსულტაციების, ხელმისაწვდომია გეგმიური ამბულატორიული და გადაუდებელი მომსახურება 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის. მოქმედებს იმუნაზაციის სისტემა, სადაც ეროვნული კალენდრის მიხედვით გათვალისწინებული აცრების ჩატარებაა შესაძლებელი.

პედიატრიულ ცენტრს მედიცინის დოქტორი და ღირსების ორდენის მფლობელი, 25-წლიანი გამოცდილების მქონე პედიატრი, თემურ მიქელაძე ხელმძღვანელობს.  

Другие новости

ღამის ამბულატორიის სერვისი კავკასიის მედიცინის ცენტრში
.
Узнать больше
ღამის ამბულატორიის სერვისი კავკასიის მედიცინის ცენტრში
05 Июль 2022
ვენების ვარიკოზული დაავადებების სამკურნალო უსაფრთხო, მაღალეფექტური და უმტკივნეულო მეთოდი
.
Узнать больше
ვენების ვარიკოზული დაავადებების სამკურნალო უსაფრთხო, მაღალეფექტური და უმტკივნეულო მეთოდი
28 Апрель 2022
კავკასიის მედიცინის ცენტრი პაციენტებს ვენების ვარიკოზული დაავადებების სამკურნალოდ უსაფრთხო, მაღალეფექტურსა და უმტკივნეულო მეთოდს - რადიოტალღოვან აბლაციას სთავაზობს.
მსოფლიო ნეირომეცნიერების ჟურნალი (SCIRP) ქართველი ნეიროქირურგების სამედიცინო წარმატების შესახებ
.
Узнать больше
მსოფლიო ნეირომეცნიერების ჟურნალი (SCIRP) ქართველი ნეიროქირურგების სამედიცინო წარმატების შესახებ
15 Апрель 2022
მსოფლიო ნეირომეცნიერების ჟურნალში (SCIRP) ქართველი ნეიროქირურგების სამედიცინო მოღვაწეობის, მათი პრაქტიკული საქმიანობისა და წარმატების შესახებ სტატია გამოქვეყნდა.