კავკასიის მედიცინის ცენტრში ამოქმედდა ღამის ამბულატორიის სერვისი, რომელიც ემსახურება სადიაგნოსტიკო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, პაციენტების კომფორტს და მათზე ზრუნვას.
ღამის ამბულატორია სამკურნალო დიაგნოსტიკური ჰაბის ნაწილია და აერთიანებს ყველა იმ მომსახურებას, რომელსაც ჰაბი პაციენტებს სთავაზობს. 24 საათის განმავლობაში, ხელმისაწვდომია შემდეგი დიაგნოსტიკური კვლევები: ექოსკოპია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია, რენტგენი და სხვა. ასევე, პოლიპროფილურია სამედიცინო გუნდი და ის 15-მდე მიმართულების სპეციალისტებს აერთიანებს. მათ შორის არიან: ნევროლოგები, კარდიოლოგები, ნეიროქირურგები, ჰემატოლოგები, თერაპავტები, რადიოლოგები, ოფთალმოლოგები და სხვა.
ღამის ამბულატორიული სერვისის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია მისი ხელმისაწვდომობა 24 საათის განმავლობაში შაბათ-კვირის ჩათვლით, დიაგნოსტიკური მომსახურების კომფორტულ გარემოში მიღება (რიგის გარეშე) და ფაქტობრივად - ინდივიდუალური მომსახურება. სერვისის ხელმისაწვდომობას მნიშვნელობას მატებს გადატვირთული ტურისტული სეზონი, როდესაც ხშირდება ტრავმული ინციდენტები, ხოლო მომსახურების მიღება დღის ნებისმიერ დროს ხდება შესაძლებელი.
მიმართულებას ჰოსპიტალში ხელმძღვანელობს სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბის უფროსი, პროფესორი მარიკა თოიძე.