ანესთეზიის და ინტენსიური მედიცინის განყოფილება დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამედიცინო და საექთნო კადრებით. სამოქმედო სფერო არის მრავალდარგობრივი ამბულატორიული ინტრაჰოსპიტალური და გადაუდებელი მდგომარეობები, რომელიც იმართება სამედიცინო მდგომარეობების საუკეთესო პრაქტიკის სტანდარტების მიხედვით.
- ინოვაციურია დეპარტამენტის ინფრასტრუქტურა სადაც, თითოეული პაციენტი მოთავსებულია ინტენსიური თერაპიის ცალკე პალატაში და თითოეული პალატა აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტებით, რეანიმაციული ღონისძიებებისთვის საჭირო აპარატურით, რაც დამატებით გარანტიას ქმნის პაციენტების უსაფრთხოებისთვის.
- განყოფილების მთავარი ორიენტირებია პაციენტთა უსაფრთხოება და რისკების მართვა, რომელიც მუდმივად ხარისხის კონტროლის მეთვალყურეობის საგანია, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი პაციენტების საუკეთესო გამოსავალი და კმაყოფილება.
- ქვედივიზიები მოიცავს ქირურგიულ პათოლოგიებს, ისეთი როგორიცაა: ზოგადი, ანგიო, ნეირო, კარდიო და ორთოპედიული ქირურგია.
განყოფილება აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და მჭიდროდაა ინტეგრირებული კლინიკაში არსებულ სხვა სერვისებთან.