OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers

სერვისები

რადიოლოგია

რადიოლოგია კავკასიის სამედიცინო ცენტრის ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო მიმართულებაა. პაციენტებს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას თანამედროვე აპარატურით.
რადიოლოგია
აპლიკაციის შევსება
აპლიკაციის ფორმის შევსება
კავკასიის სამედიცინო ცენტრი მოსახლეობას სთავაზობს მრავალპროფილურ სრულ სამედიცინო სერვისებთან ერთად უახლესი თაობის მაღალხარისხიან სადიაგნოსტიკო აპარატურას და შემდეგიკვლევის მეთოდებს:
  • კომპიუტერული ტომოგრაფია - SIEMENS-ის 128 და 16 შრიანი უახლესი თაობის ტომოგრაფების გაფართოებული შესავალი თაღი (“Wide Bore”) გამოსახულების მაღალ ხარისხთან ერთად მეტ კომფორტს სთავაზობს პაციენტებს კვლევების განხორციელების პროცესში.
  • მაგნიტურ რეზონანსული კვლევა- SIEMENS -ის 1,5 ტესლა და 3 ტესლა ინდუქტივობის მ.რ. ტომოგრაფებზეხორციელდება ყველა ორგანოს და ორგანოთა სისტემების კვლევა, რაც სხვა დაავადებებთან ერთად ონკოლოგიური და ნევროლოგიური დაავადებების დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა.
ჩატარებული კვლევების შედეგები ინტერპრეტირდება გამოცდილი რადიოლოგების კონსილიუმზე, მედიცინის დოქტორის ნიკოლოზ საინიშვილის ხელმძღვანელობით.
  • რენტგენოლოგიური კვლევა - FLEXA VISION; SHIMAZU წარმოების ციფრული რენტგენის აპარატები, რომლებზეც ხორციელდება ყველა ორგანოს და ორგანოთა სისტემების კვლევა.
  • დენსიტომეტრია-დექსა სკანირება -ტარდება უახლესი თაობის STRATOS-HF1F აპარატზე, რომელიც საზღვრავს არა მხოლოდ ძვლის მინერალურ სიმკვრივეს, არამედ მთელის სხეულის ძირითადი კომპარტმენტების წილს და მნიშვნელოვან სადიაგნოსტიკო საშუალებას წარმოდგენს მეტაბოლური სტატუსის განსაზღვრისთვის.
  • პანორამული რენტგენოგრაფია ტარდება NewTom-Go აპარატზე, რაც თანამედროვე ყბა-სახის ქირურგიასა და სტომატოლოგიაში ერთერთი მნიშვნელოვანი სადიაგნოსტიკო საშუალებას წარმოადგენს.
  • ენდოსკოპიური კვლევა - OLYMPUS, PENTAX და FUJIFILM-ის ფირმის იაპონურიწარმოების უახლესი აპარატურა, რომლითაც ხორციელდება 50 მდე დასახელების კვლევები (ვიდეო გასტრო,დუოდენო, ბრონქო და კოლონოსკოპია) და ენდოსკოპიური მანიპულაციები (საყლაპავის სტენტირება, ლიგირება, ბუჟირება, სისხლდენის ენდოსკოპიური მკურნალობა, პაპილოსფინქტეროტომია, პოლიპექტომია და სხვა.
აპარატებს გააჩნია ფუნქციური შესაძლებლობა ონკოლოგიური პათოლოგიების ადრეული დიაგნოსტიკის (FICE რეჟიმი).
  • მამოგრაფიულიკვლევა - SIEMENS-ის Mammomat Select მოდელის ციფრული მამოგრაფიის აპარატი სამუშაო სადგურით. აპარატებს გააჩნია ფუნქციური შესაძლებლობა დააფიქსიროს ვიდეო- და ფოტოგამოსახულებით უმცირესი კალცინატი).
  • ექოსკოპიური კვლევები - კლინიკაში არსებულ თანამედროვე ულტრაბგერით აპარატებს გააჩნიათ 3D და 4D რეჟიმები, რომლებიც საშუალებას იძლევა მივიღოთ მაღალხარისხიანი გამოსახულება, რომელიც დროული და ზუსტი დიაგნოსტიკის საფუძველია. კლინიკაში ხორციელდება, მუცლის ღრუს, ფარისებრი ჯირკვლის, ორსულობის, გინეკოლოგიური და შარდ-სასქესო სისტემების და გულის ექოსკოპიური კვლევები. ამასთან კლინიკა გთავაზობთ დუპლექს სკანირებას რომელიც კვლევის ორმაგ მეთოდს წარმოადგენს, რომლის დროსაც ხდება სისხლძარღვების როგორც ტრადიციული ექოსკოპიური, ასევე ულტრაბგერითი გამოკვლევადოპლერის ეფექტით.

დემეტრე მამულაძე

3:57 წუთი

მუხრან თამაზაშვილი

5:31 წუთი

გიორგი ლომჯარია

4:30 წუთი