ბრძოლა ვირუსის შესაჩერებლად
15 ოქტომბერი 2020
“COVID-19-ის პანდემიამ ნამდვილად უპრეცედენტო გარემო შექმნა მთელ მსოფლიოში, რომლის გავლენასაც ყოველი ჩვენგანი განიცდის. სწორედ ამგვარ მომენტებში გვახსენდება, რომ ყველანი ერთმანეთთან ვართ დაკავშირებულნი. მთელი მსოფლიოს ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანები ამ ხნის მანძილზე ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებოდნენ, როგორც ნამდვილი მებრძოლები. ისინი ახლაც თავდაუზოგავად მუშაობენ, რათა შეუნარჩუნონ პაციენტებს სიცოცხლე” - ასე იწყებს საქართველოზე საუბარს "საერთაშორისო ჰოსპიტალური ფედერაცია" (IHF) საკუთარ ახალ პუბლიკაციაში, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვაში განხორციელებულ ინოვაციებისა და მენეჯმენტის როლის აღიარებას ეხება