ჩვენი გუნდი
ხათუნა კეკელაშვილი
ადმინისტრაციული დირექტორი
ხათუნა კეკელაშვილმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა. სწავლა მან ენდოკრინოლოგიის განხრით განაგრძო. შემდგომში კვალიფიკაცია ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებით აიმაღლა. გავლილი აქვს ჯანდაცვის მენეჯმენტის და ადამიანური რესურსების მართვის არაერთი კურსი და არის ოქსფორდის პოლიტიკის მართვის ჯგუფის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო გადამზადების გრძელვადიანი პროგრამის კურსდამთავრებული ჯანდაცვის მენეჯმენტში.
ასევე, ხათუნა კეკელაშვილს დამთავრებული აქვს საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის სასერტიფიკატო პროგრამა: ზოგადი მენეჯმენტი ევექსის ლიდერებისთვის. ის ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატებს ენდოკრინოლოგიასა და ჯანდაცვის მენეჯმენტში.
ხათუნა კეკელაშვილი კავკასიის მედიცინის ცენტრის ხარისხის დირექტორის პოსტს 2019 წლიდან იკავებს. ის ევექსის გუნდს 2018 წელს ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის ხელმძღვანელისა და ევექსის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული დირექტორის პოსტით შეუერთდა. მანამდე მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც სამედიცინო დაწესებულების, ისე - ჯანდაცვის სისტემური მენეჯმენტის მიმართულებით. ხათუნა კეკელაშვილი სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციას იკავებდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
ხათუნა კეკელაშვილი ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობასაც მოწვეული პედაგოგის პოზიციაზე რამდენიმე უნივერსიტეტში.