გიორგი ხიზანიშვილი კავკასიის მედიცინის ცენტრის საოპერაციო დირექტორის პოზიციას 2021 წლიდან იკავებს.
პროფესიული მოღვაწეობა 1999 წლიდან დაიწყო. 22 წლის განმავლობაში მუშაობდა როგორც კერძო, ასევე საჯარო სტრუქტურებში სხვადასხვა მიმართულების წამყვან პოზიციებზე.
2009-2013 წლებში გიორგი ხიზანიშვილი ხელმძღვანელობდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. ამასთან ერთად, ის დაჯილდოვებულია პრეზიდენტის მიერ ღირსების ორდენით.
გიორგი ხიზანიშვილი ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრის ხარიხსს. შემდეგ ეტაპზე განათლება მიიღო ევროპის საბჭოსთან არსებულ თბილისის პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლასა და ჰოლანდიის სასამართლო ექსპერტიზის აკადემიაში.
კარიერული განვითარების მიზნით, გიორგი აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო სასერთიფიკატო პროგრამაში, ბიზნესის, ფინანსების, მარკეტინგისა და თანამედროვე მმართველობის მიმართულებით.