დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. დიპლომისშემდგომი განათლება მიიღო მეჩნიკოვის სახელობის ჩრდილო-დასავლურ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ქალაქ პეტერბურგში.
კარიერული განვითარების მიზნით, ხატია იმყოფებოდა ჰაჯეტეპეს საუნივერსიტეტო კლინიკაში, უნას ევანგელისტურ ჰოსპიტალში და დანიის თავის ტკივილის ცენტრში.
ხატიას აქვს სამედიცინო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ამჟამად, ის გახლავთ ექიმი-ნევროლოგი, კავკასიის მედიცინის ცენტრში.
ის აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ კონგრესებსა და კონფერენციებში. ხატია ასევე გახლავთ სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.