OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ექიმები

ექიმები

ვლადიმერ წიქარიშვილი MD, PhD

ნეირო ქირურგიის განყოფილების უფროსი; ნეიროქირურგი; მედიცინის აკადემიური დოქტორი
3.96 (13)
ვლადიმერ წიქარიშვილი MD, PhD
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ (1989-1995 წ.წ.) ნეიროქირურგის მიმართულებით პროფესიული განვითარება განაგრძო პ.სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის ს/კ ინსტიტუტში (1995-1996 წ.წ.) და ქ. მოსკოვში ბურდენკოს სახელობის ნეიროქირურგიის ინსტიტუტში (1996-2002), ამავე ინსტიტუტში მიენიჭა მედიცინის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი ნაშრომისათვის ქალა-ფუძის სიმსივნეების ქირურგიულ მკურნალობაზე (2002).

პროფესიული განვითარების მიზნით მან გადამზადება გაიარა მსოფლიოს წამყვან კლინიკებში: მეიოს კლინიკაში (პედიატრიული ნეიროქირურგია, ეპილეფსიის ქირურგია), ლონდონის ნევროლოგიის და ნეიროქირურგიის ნაციონალურ ჰოსპიტალში (ხერხემლის ქირურგია), ბერლინის შარიტეს კლინიკაში (სისხლძარღვოვანი ნეიროქირურგია), ნეაპოლის, ფედერიკო II_ის საუნივერსიტეტო კლინიკაში (ენდოსკოპიური ტრანსსფენოიდალური ქირურგია), ტიუბინგენის საუნივერსიტეტო კლინიკაში (ქალა-ფუძის ქირურგია).

ლადო წიქარიშვილს აქვს სამედიცინო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ამ ეტაპზე, ის გახლავთ კავკასიის მედიცინის ცენტრის ნეიროქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ის ასევე არის, საქართველოს ნეიროქირურგთა საზოგადოების, ამერიკის ნეიროქირურგთა ასოციაციის(AANS),ამერიკის ნეიროქიირურგთა კონგრესის (CNS), ევროპის ნეიროქირურგიულ საზოგადოებათა ასოციაციის (EANS),
ხერხემლის სამეცნიერო საზოგადოების ევროპული სექციის (AOSpine) წევრი.

2009 წელს, მისი რედაქციით გამოიცა ამერიკის გულის და ინსულტის ასოციაციების მიერ შემუშავებული ანევრიზმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევების მართვის კლინკური გზამკვლევის ადაპტირებული ქართულენოვანი თარგმანი. ამჟამად, მას გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია და არის 2 მონოგრაფიის ავტორი.
პაციენტების შეფასება
რუსუდანი
(Georgia)
შეფასებულია: 25 სექტემბერი 2019
პროფესიონალი ნეიროქირურგი! საუკეთესოა საქართველოში თავის საქმიანობაში... წარმატებები
დალი
(Georgia)
შეფასებულია: 25 სექტემბერი 2019
ბატონო ლადო გაიხარეთ მადლობა უფალს თქვენ რომ მოგავლინათ ამ პატარა ქვეყნის შვილების მხსნელად , მადლობა თქვენ საბას რომ დაუბრუნეთ ხალისი ჯანსაღი ცხოვრების
ირმა
(Georgia)
შეფასებულია: 25 სექტემბერი 2019
ძალიან მაგარი ადამიანი და ექიმი. კიდევ უამრავი ადამიანი გადაგერჩინოთ. უფალმა დაგლოცოთ !
მეტის ჩატვირთვა
ექიმის შეფასება
სავალდებულო ველები აღნიშულია *
აირჩიეთ რეიტინგი *
3.96 (13)
სახელი *
ქვეყანა *
თქვენი შეფასება გაივლის მოდერაციას და საიტზე განთავსდება ადმინისტრატორის დასტურის შემდგომ
სერვისები, რომელსაც გთავაზობთ