დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. რეზიდენტურა და ასპირანტურა გაიარა მოსკოვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სადაც 1996 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. ბატონი ვადიმი გახლავთ ევროპისა და რუსეთის გინეკოლოგ-ენდოსკოპისტთა ასოციაციების წევრი. 2006 წელს მან მიიღო მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი. კვალიფიკაციის ასამაღლებლად იგი იმყოფებოდა იტალიასა და საფრანგეთში.
ბატონ ვადიმ ხატიაშვილს აქვს სამედიცინო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2018 წლიდან, ის დასაქმებულია კავკასიის მედიცინის ცენტრში და იკავებს ქირურგიული გინეკოლოგიის სამსახურის უფროსის პოზიციას