დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. 2012-2016 წლებში მან რეზიდენტურა გაიარა პროქტოლოგიის მიმართულებით. ამავე პერიოდში, ავსტრიის ქალაქ ლინცში მდებარე კლინიკა AKH Linz-ში, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება კოლორექტულ ქირურგიაში. პროფესიული განვითარების მიზნით, მან მონაწილეობა მიიღო შვეიცარიის ევროპის კოლორექტულ და ჩეხეთის ევროპის ქირურგიულ კონგრესებში.
2016 წლიდან, ის ემსახურება პაციენტებს შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში: ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ მზერში, კლინიკა ვაკეში, სს სამედიცინო კორპორაცია ევექსში, აკად.ნ.ყიფშიძის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკაში, ს. ხეჩინაშვილის სახ. საუნ. კლინიკასა და იოანე მოწყალეს სახ. პრივატ კლინიკაში.
2016 წლიდან, ის გახლავთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ქირურგიული კათედრის, მოწვეული ლექტორი.