ქეთევან მიქელაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, ის გახლავთ ლიცენზირებული დერმატო-ვენეროლოგი.
უწყვეტი პროფესიული განვითარების გზაზე ქეთევანს მიღებული აქვს მონაწილეობა არაერთ საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონფერენციაში დერმატოლოგიისა და ტრიქოლოგიის განხრით. ის ასევე გახლავთ რამდენიმე საერთაშორისო დერმატოლოგიური და ესთეტიური მედიცინის ასოციაციის წევრი.
2016 წლიდან დღემდე ქეთევანი არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
ის 2012 წლიდან მუშაობს დერმატოლოგიისა და ესთეტიური მედიცინის მიმართულებით.
სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“_ის გუნდს ქეთევანი შემოუერთდა 2014 წლიდან.