დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. დიპლომისშემდგომი განათლება მიიღო რადიოლოგიაში, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში.
2011 წლიდან ის დასაქმებულია შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში, ექიმ-ექოსკოპისტის პოზიციაზე: კლინიკა სამგორი მედიში, მედიქლაბ ჯორჯიაში, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრსა და კლინიკა „მიზოუნი“-ში.
2016-2020 წლიდან ნინო ჩალათაშვილი გახლავთ საქართველოსა და ევროპის რადიოლოგიის (ESR) ასოციაციის წევრი.