ირაკლი ფერაძემ იაროსლავის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტისა და თბილისის სამედიცინო აკადემიის სამკურნალო ფაკულტეტი დაამთავრა.
1999 წელს მან საკანდიდატო, 2007 წელს კი სადოქტორო დისერტაცია დაიცვა და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორისა და სრული პროფესორის წოდება მიიღო. მის სახელზეა 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, არაერთი პატენტი სამედიცინო გამოგონებებზე და ათასობით მაღალი სირთულის ოპერაციული ჩარევა როგორც სისხლძარღვთა, ასევე - რეკონსტრუქციულ ქირურგიაში.
ირაკლი ფერაძე ანგიოლოგიისა და რეკონსტრუქციული ქირურგიის მიმართულებით არაერთ კლინიკაში წამყვან პოზიციებზე მუშაობდა. ამჟამად ის კავკასიის მედიცინის ცენტრში ანგიოქირურგის პოზიციას იკავებს