დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.
დიპლომისშემდგომი განათლება მიიღო ქალაქ კიევში პ.ლ. შუპიკის სახელობის დიპლომის შემდგომი განათლების ნაციონალურ სამედიცინო აკადემიაში. სარეზიდენტური პრაქტიკა გაიარა სტრაჟესკოს სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტსა და კიევის გულის ცენტრში, სადაც ასევე გაიარა 3 თვიანი ექოკარდიოგრაფიის კურსი. რეზიდენტურის პერიოდში მუშაობდა ექიმ თერაპევტად, კლინიკა „ევმაქსში“.
- 2014 წლიდან სტაჟირება გაიარა აკად ნ.ყიფშიძის სახ. ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში, იმავე წლიდან მუშოაბს ბოხუას სახელობის კარდიოვასკულურ ცენტრში.
- 2020 წლიდან არის თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს კოვიდ რეანიმაციის კონსულტანტ-კარდიოლოგი.
- 2015 წელს აიღო ლიცენზია სუბსპეციალობაში ექოკარდიოგრაფია.
- 2015 წლიდან დღემდე აქვს რეგულარური პრაქტიკა ექოკარდიოგაფიის სხვადასხვა ქვედარგში: ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფია, ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფია, სტრესექოკარდიოგრაფია.
- 2015 წლიდან არის საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის და ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის წევრი. რეგულარულად მონაწილეობს უწყვეტი განათლების პროგრამაში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.