
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. დიპლომისშემდგომი განათლება მიიღო პედიატრიისა და ბავშვთა ინფექციური სნეულებების განხრით. შემდეგ ეტაპზე, მან სწავლა გააგრძელა საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვისა და მეცნიერებათა სკოლაში და მოიპოვა მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი. კარიერული განვითარების მიზნით, ის გადიოდა სტაჟირებას თურქეთში, ავსტიაში, ესპანეთსა და უნგრეთში.
ეკატერინე ყიფიანს აქვს სამედიცინო სფეროში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება. ამჟამად, ის გახლავთ ექიმი-პედიატრი, კავკასიის მედიცინის ცენტრში.
ის ასევე არის, სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ასოციაციის წევრი და მუდმივად გვევლინება მომხსენებლის როლში სიმპოზიუმებსა და კონგრესებში.