OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ექიმები

ექიმები

არჩილ შარაშენიძე

ონკო-გინეკოლოგი; ასოცირებული პროფესორი; ონკო-გინეკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი
არჩილ შარაშენიძე
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. დიპლომისშემდგომი განათლება მიიღო ბელორუსიის სამედიცინო აკადემიაში, მეან-გინეკოლოგიის განხრით. 2016 წელს ის გახდა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

არჩილ შარაშენიძეს აქვს სამედიცინო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ამჟამად, ის დასაქმებულია კავკასიის მედიცინის ცენტრში და იკავებს ონკოგინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციას.
  • 2015 – 2017 წლებში იყო ევროპელ გინეკოლოგთა ასოციიაციის (ESG) აქტიური წევრი.
  • 2017 წლიდან, ევროპელ ონკო-გინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO)-სა და ევროპელ ონკოლოგთა ასოციაციის (ESMO) წევრი.
  • 2017 – 2019 წლებში სტაჟირება გაიარა მილანის ეროვნულ ონკოლოგიურ ცენტრში, ონკო-გინეკოლოგიის განხრით.
  • 2019 წლიდან ის არის ახალგაზრდა ევროპელ ონკო-გინეკოლოგთა ქსელის (ENYGO) წევრი, პროექტის ხელმძღვანელი და ეროვნული წარმომადგენელი ( NATREP). ამავე წელს, იგი გახდა საერთაშორისო ონკო-გინეკოლოგიური საზოგადოების წევრი (IGCS) და პროექტის „ECHO virtual Tumor Board“-ის ხელმძღვანელი.
  • 2019 წლიდან ის გახლავთ დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
დღესდღეობით, მას ჩატარებული აქვს და ასისტირებას უწევდა 1000 - მდე ლაპაროსკოპიულ და ლაპაროტომიულ ონკოგინეკოლოგიურ ოპერაციებს.
არჩილ შარაშენიძე მუდმივად მონაწილეობს მომხსენებლის სტატუსით ადგილობრივ და საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონგრესებში. ამ დროისთვის, მის სახელს ატარებს 10-მდე სამეცნიერო ნაშრომი.
პაციენტების შეფასება
ექიმის შეფასება
სავალდებულო ველები აღნიშულია *
აირჩიეთ რეიტინგი *
სახელი *
ქვეყანა *
თქვენი შეფასება გაივლის მოდერაციას და საიტზე განთავსდება ადმინისტრატორის დასტურის შემდგომ
სერვისები, რომელსაც გთავაზობთ