უროლოგიური პრობლემები საკმაოდ ხშირია და, როგორც წესი, პათოლოგიების დიდი ნაწილი უსიმპტომოდ ან მსუბუქი ჩივილებით ვლინდება. შესაბამისად, დაავადებების დროული მკურნალობა პირდაპირპროპორციულად არის დაკავშირებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგსა და პრევენციულ მიდგომასთან.
კავკასიის მედიცინის ცენტრის ბაზაზე მოქმედი უროლოგიის ამბულატორიული სივრცე პაციენტებს წინასწარი ჩაწერით (2 600 600) შემდეგი მომსახურების მიღებას სთავაზობს:
- უროლოგის კონსულტაცია;
- საშარდე სისტემის პათოლოგიების მკურნალობა;
- პროსტატის კონსერვატიული მკურნალობა;
- ერექციული დისფუნქციის მკურნალობა;
- სქესობრივი დაავადებების მკურნალობა;
- უშვილობის მკურნალობა მამაკაცებში;
- შარდვის შეუკავებლობის მკურნალობა ქალებსა და მამაკაცებში და სხვა.
უროლოგიის მაღალტექნოლოგიურ ცენტრში ასევე წარმატებით ხორციელდება მენჯის ქრონიკული ტკივილის, შარდ-კენჭოვანი დაავადებებისა და ნებისმიერი სახის ინფექციური პათოლოგიის მკურნალობა და მართვა. მიმართულებას გიორგი ხვადაგიანი ხელმძღვანელობს. მის გუნდს, რომელიც ქვეყნის წამყვანი სპეციალისტებისგან არის დაკომპლექტებული, ახლახან კიდევ ერთი ცნობილი უროლოგი, ჯემალ ჯიქია შეუერთდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჰოსპიტალში 24-საათიანი უროლოგიური სერვისი ფუნქციონირებს და, საჭიროების შემთხვევაში, გეგმიურად და ურგენტულად ხორციელდება ენდოსკოპიური ოპერაციები მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურის გამოყენებით.