მაღალტექნოლოგიური კვლევების ამბულატორიული მიმართულება კავკასიის მედიცინის ცენტრში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრია, რომლის ეფექტურობასაც უახლესი თაობის სამედიცინო აპარატურასთან ერთად, მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა გუნდი განაპირობებს. ცენტრი მოსახლეობას მაღალხარისხიან სადიაგნოსტიკო აპარატურას სთავაზობს. ჰოსპიტალში წარმოდგენილია კვლევის შემდეგი მეთოდები:
- კომპიუტერული ტომოგრაფია (16-16 და 128 შრიანი აპარატები);
- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (1,5 და 3 ტესლა ინდუქტივობის აპარატები);
- 3D დენტალური კომპიუტერული ტომოგრაფია;
- პანორამული რენტგენოგრაფია;
- ენდოსკოპიური კვლევა;
- ციფრული მამოგრაფიული კვლევა;
- ექოსკოპიური კვლევები;
- დენსიტომეტრია;
კონტრასტულ თუ დინამიურ ინსტრუმენტულ კვლევებს სათავეში უდგას მაღალკვალიფიციური გუნდი მედიცინის დოქტორ ნიკოლოზ საინიშვილის ხელმძღვანელობით, რომელშიც რადიოლოგები: მაკა ქუთათელაძე, სოფო მიქიაშვილი და ნინო რამიშვილი ერთიანდებიან. მაღალტექნოლოგიური კვლევების ცენტრის ერთ-ერთ უმთავრეს უპირატესობას წარმოადგენს ზოგადი პროფილის ექიმის მომსახურება, რომელიც პაციენტების დახმარებასა და დაკვალიანებაზეა პასუხისმგებელი. ყველა ეს სერვისი კი ყოველ დღე, დღის ნებისმიერ მონაკვეთშია ხელმისაწვდომი. ასევე, ხორციელდება წინასწარ ჩაწერა ნომერზე 2 600 600.