OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers

ცენტრები

კლინიკური ონკო-ცენტრი

კლინიკური ონკო-ცენტრი
აპლიკაციის შევსება
აპლიკაციის ფორმის შევსება

კლინიკური ონკოლოგია კავკასიის მედიცინის ცენტრის კიდევ ერთი მიმართულებაა, რომელიც უახლესი სამედიცინო პროტოკოლების შესაბამისად შეიქმნა და პაციენტებს საერთაშორისო სტანდარტებით მკურნალობას სთავაზობს. კლინიკური ონკო-ცენტი გახლავთ სივრცე, სადაც  მომსახურების მიღება ერთ სივრცეში, მაქსიმალურად კომფორტულ გარემოშია შესაძლებელი.

 

ჩვენი უპირატესობები :

  • მაღალკვალიფიციური, დასავლური სამედიცინო განათლების მქონე სამედიცინო პერსონალიპ;
  • მკურნალობის დაგეგმვა სხვადასხვა სპეციალობის ექიმების ერთობლივი გადაწყვეტილებით ( მულტიდისციპლინური მიდგომა);
  • მკურნალობის  მაღალი ხარისხი საერთაშორისო გაიდლაინებითა;
  • პაციენტთა მომსახურების პერსონალური კოორდინატორი;
  • უახლესი სამედიცინო აპარატურა;
  • 24 საათიანი მომსახურეობა;
  • ყველა სახის გართულების მართვა სტაციონარულ/ამბულატორულ  პირობებში;
  • დასავლური განათლების მქონე ექთნების გუნდი, უწყვეტი სამედიცინო ტრენინგით (EONS/ASCO/ESMO);
  • საერთაშორისო, მსოფლიოში აღიარებული კლინიკური კვლევები.

ჰოსპიტალში ონკოლოგიურ პაციენტების მართვაში მონაწილეობს სხვადასხვა დარგის სპეციალისტი ( მულტიდისციპლინური მიდგომა).

კლინიკური ონკოლოგი ჩართულია პაციენტის მართვაში მისი დიაგნოსტირებიდან მთელი ცხოვრების განმავლობაში. მის მოვალეობაში შედის მკურნალობის სრული პროცესის მართვა, მდგომარეობის მუდმივი კონტროლი და მკურნალობის შემდგომი მონიტორინგი.  

კავკასიის მედიცინის ცენტრში კლინიკური ონკოლოგიის განყოფილებას მაღალკვალიფიციური და დიდი გამოცდილების მქონე ონკოლოგი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ივანე კილაძე ხელმძღვანელობს. განყოფილება დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ექიმებით და ექთნებით.

ონკოლოგები: მედიცინის დოქტორი ლიკა კაცელაშვილი, ირინე ხუბუა, საბა კოპაძე და ინგა შოშიაშვილი.

კლინიკური კვლევების კოორდინატორები: ნინო ხუნაშვილი და ალექსანდრე იოვაშვილი

ონკოლოგიის მედდები: ანი ხმალაძე, ნინო ბარსაგიანი, დიანა შამდინოვა და ირმა შენგელია. უფროსი ექთანი ანი ხმალაძე ევროპის ონკოლოგიური ექთნების საზოგადოებამ (EONS) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) დაასახელა მსოფლიოს ას საუკეთესო ექთანს შორის. 

ანყოფილება აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო კვლევების პროექტებში, ჩვენს ცენტრში ჩატარებულმა კვლევის შედეგებმა საერთაშორისო აღიარება ჰპოვა და  გამოქვეყნებულია უცხოენოვან მაღალრეიტინგულ ჟურნალებში.

განყოფილებაში ტარდება მსოფლიოში აპრობირებული საერთაშორისო II და III ფაზის კლინიკური კვლევები, რომლის საშუალებითაც პაციენტები იღებენ ძვირადღირებულ უთანამედროვეს მედიკამენტებს სრულიად უფასოდ. საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში, კლინიკური კვლევა წარმოადგენს ერთადერთ გზას პაციენტებს ჰქონდეთ თანამედროვე მედიკამენტებზე წვდომა.

 

ონკო-ცენტრში შესაძლებელია პერსონალური კოორდინატორის სერვისით სარგებლობაც. პაციენტების გეგმიურ ვიზიტებსა და კვლევებთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს სამედიცინო კონსიერჟი უზრუნველყოფს. ყველა ამ სერვისის მისაღებად საჭიროა წინასწარ ჩაწერა ნომერზე: 2 600 600.

სხვა სერვისები