გადაუდებელი მედიცინა
გადაუდებელი მედიცინის ექსპერტთა საბჭო ქსელში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიწოდების ხარისხის ამაღლებასა და სერვისის გაძლიერებას ემსახურება. კლინიკური ბორდი, რომელიც ქვეყნის წამყვანი სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული, ახალ პროტოკოლებს ნერგავს და ქსელის მასშტაბით აღნიშნული სტანდარტების წარმატებით განხორციელებას უწევს მონიტორინგს.
ბორდის საქმიანობის ფარგლებში მუდმივად ტარდება სწავლება/ტრენინგები. ექსპერტთა საბჭოს წევრები ერთობლივად მუშაობენ ხარისხის გაძლიერებაზე. ასევე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ახალგაზრდა კადრების გადამზადებისა და რეზიდენტების გაზრდის პროცესი.