OOPS!
YOUR BROWSER IS NOT SUPPORTED
To view this page, please use one of these browsers
ექიმები

ექიმები

ნინო ქიქოძე

ბორდის თავმჯდომარე
ნინო ქიქოძე
ნინო ქიქოძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი დაამთავრა და დიპლომისშემდგომი განათლება რეანიმატოლოგიის მიმართულებით ამავე უნივერსიტეტში მიიღო. 2001 წელს კი მედიცინის დოქტორის წოდება ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ბაზაზე პედიატრიის განხრით მიენიჭა.

მისი პროფესიული საქმიანობა 1998 წელს, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოდან იწყება. მრავალწლიანი მუშაობის შედეგად სწორედ მისი ხელმძღვანელობით გაიხსნა დასავლეთ საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში ER-ის განყოფილებები. ამჟამად ნინო ქიქოძე იაშვილის ჰოსპიტალში გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს და მიმართულებას მთელ ქსელში უწევს კოორდინირებას. ასევე, გახლავთ ევექსის ჰოსპიტალური ქსელის გადაუდებელი მედიცინის კლინიკური ბორდის თავმჯდომარე.

ნინო ქიქოძე აქტიურ მონაწილეობას იღებს ადგილობრივ და საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციებში. არის არაერთი პუბლიკაციისა და ნაშრომის ავტორი. 2005 წლიდან ის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტია. 2015 წლიდან კი ხელმძღვანელობს ბავშვთა გადაუდებელი დახმარების ექიმთა გადამზადების პროგრამას.